პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-ს მოქალაქე საქართველოს პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს - რა საიდუმლო მასალებს ფლობს 50 წლის მამაკაცი
აშშ-ს მოქალაქე საქართველოს პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს - რა საიდუმლო მასალებს ფლობს 50 წლის მამაკაცი

სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ მო­ქა­ლა­ქე პო­ლი­ტი­კურ თავ­შე­სა­ფარს ითხოვს, - ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­ზე­თი "პრა­იმ­ტა­ი­მი" ავ­რცე­ლებს. გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, როცა ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე ოფი­ცი­ა­ლუ­რად აცხა­დებს უარს შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ცხოვ­რე­ბა­ზე და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას პო­ლი­ტი­კურ თავ­შე­სა­ფარს სთხოვს. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 50 წლის მა­მა­კა­ცი პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­საფ­რის მო­თხოვ­ნის მთა­ვარ მი­ზე­ზად ამე­რი­კუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მხრი­დან მის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ დევ­ნას ასა­ხე­ლებს. აშშ მო­ქა­ლა­ქის მტკი­ცე­ბით, იგეგ­მე­ბა მისი ლიკ­ვი­და­ცია. ამის მი­ზე­ზად კი იმ სა­ი­დუმ­ლო მა­სა­ლებს ასა­ხე­ლებს, რო­მელ­საც შტა­ტე­ბის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­ზე ფლობს. ერთ-ერთი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დევ­ნი­ლო­ბა­ში მყო­ფი მა­მა­კა­ცი სა­ი­დუმ­ლო მა­სა­ლებს სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის შე­ი­ა­რა­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ფლობს, თუმ­ცა ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გახ­მა­უ­რე­ბას მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში აპი­რებს, თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კურ თავ­შე­სა­ფარს მი­ი­ღებს.

გა­მო­ცე­მა იუ­წყე­ბა, რომ ამ დრო­ის­თვის ლტოლ­ვილ­თა და გან­სახ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ხილ­ვა და­წყე­ბუ­ლია. რა პრო­ცე­დუ­რე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქის მიერ მო­თხოვ­ნილ პო­ლი­ტი­კურ თავ­შე­სა­ფარ­თან და­კავ­ში­რე­ბით და გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს თუ არა ამე­რი­კუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ დევ­ნი­ლი მო­ქა­ლა­ქის მო­თხოვ­ნას სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა, ამის შე­სა­ხებ "პრა­იმ­ტა­ი­მი" ლტოლ­ვილ­თა და რე­პატ­რი­ა­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როსს, ირაკ­ლი კო­კა­ი­ას ესა­უბ­რა.

ირაკ­ლი კო­კა­ია: გი­დას­ტუ­რებთ ინ­ფორ­მა­ცი­ას. ნამ­დვი­ლად მოგ­ვმარ­თა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მო­ქა­ლა­ქემ პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­საფ­რის მო­თხოვ­ნით. ეს არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა. მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბა ბოლო 10 წლის მან­ძილ­ზე ჩვენს სა­მი­ნის­ტრო­ში არ შე­მო­სუ­ლა და რო­გორც ვიცი, არც მა­ნამ­დე...

"პრა­იმ­ტა­ი­მი": ბა­ტო­ნო ირაკ­ლი, ეს ადა­მი­ა­ნი რო­გორც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, გა­ნიც­დის დევ­ნას ამე­რი­კუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მხრი­დან და ამის სა­ფუძ­ველ­ზე ითხოვს თავ­შე­სა­ფარს სა­ქარ­თვე­ლო­ში?

ირაკ­ლი კო­კა­ია: დიახ, გან­ცხა­დე­ბა­ში არის სა­უ­ბა­რი მისი ქვეყ­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­ზე, თუმ­ცა მე არ მაქვს უფ­ლე­ბა, გავ­ცე ეს ინ­ფორ­მა­ცია. ეს კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რია. ასე­ვე, მო­გი­წო­დებთ, არც თქვენ მო­ახ­დნოთ ამ ადა­მი­ა­ნის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მა­ნამ, სა­ნამ ყვე­ლა ის პრო­ცე­დუ­რა არ დას­რულ­დე­ბა, რო­მელ­საც არ­სე­ბუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"პრა­იმ­ტა­ი­მი": რამ­დე­ნი წლის არის ეს მა­მა­კა­ცი და რა გზით მოხ­ვდა სა­ქარ­თვე­ლო­ში?

ირაკ­ლი კო­კა­ია: ეს ადა­მი­ა­ნი გახ­ლავთ 50 წლის. არ ვიცი, რა მარ­შრუ­ტით ისარ­გებ­ლა და რო­გორ მოხ­ვდა თბი­ლის­ში. შე­მიძ­ლია, გი­თხრათ მხო­ლოდ ის, რომ ჩვენ მოგ­ვმარ­თა ოფი­ცი­ა­ლუ­რად. მიმ­დი­ნა­რე­ობს მისი გან­ცხა­დე­ბი­სა და საქ­მის შეს­წავ­ლა ყვე­ლა პრო­ცე­დუ­რის დაც­ვით. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე მო­ნი­ტო­რინგს ახორ­ცი­ე­ლებს გა­ე­როს ლტოლ­ვილ­თა უმაღ­ლე­სი კო­მი­სა­რი­ა­ტი.

ირაკ­ლი მა­მა­ლა­ძე, გა­ზე­თი "პრა­იმ­ტა­ი­მი"

აშშ-ს მოქალაქე საქართველოს პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს - რა საიდუმლო მასალებს ფლობს 50 წლის მამაკაცი

აშშ-ს მოქალაქე საქართველოს პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს - რა საიდუმლო მასალებს ფლობს 50 წლის მამაკაცი

საქართველოში აშშ მოქალაქე პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს, - ინფორმაციას გაზეთი "პრაიმტაიმი" ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამერიკის მოქალაქე ოფიციალურად აცხადებს უარს შეერთებულ შტატებში ცხოვრებაზე და საქართველოს მთავრობას პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს. ოფიციალური ინფორმაციით, 50 წლის მამაკაცი პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის მთავარ მიზეზად ამერიკული სპეცსამსახურების მხრიდან მის წინააღმდეგ განხორციელებულ დევნას ასახელებს. აშშ მოქალაქის მტკიცებით, იგეგმება მისი ლიკვიდაცია. ამის მიზეზად კი იმ საიდუმლო მასალებს ასახელებს, რომელსაც შტატების სპეცსამსახურებზე ფლობს. ერთ-ერთი ინფორმაციით, დევნილობაში მყოფი მამაკაცი საიდუმლო მასალებს სპეცსამსახურების შეიარაღებასთან დაკავშირებით ფლობს, თუმცა ამ ინფორმაციის გახმაურებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებს, თუ საქართველოში პოლიტიკურ თავშესაფარს მიიღებს.

გამოცემა იუწყება, რომ ამ დროისთვის ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით განხილვა დაწყებულია. რა პროცედურები მიმდინარეობს ამერიკის მოქალაქის მიერ მოთხოვნილ პოლიტიკურ თავშესაფართან დაკავშირებით და გაითვალისწინებს თუ არა ამერიკული სპეცსამსახურების მიერ დევნილი მოქალაქის მოთხოვნას საქართველოს მთავრობა, ამის შესახებ "პრაიმტაიმი" ლტოლვილთა და რეპატრიაციის სამმართველოს უფროსს, ირაკლი კოკაიას ესაუბრა.

ირაკლი კოკაია: გიდასტურებთ ინფორმაციას. ნამდვილად მოგვმართა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქემ პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით. ეს არის პირველი შემთხვევა. მსგავსი განცხადება ბოლო 10 წლის მანძილზე ჩვენს სამინისტროში არ შემოსულა და როგორც ვიცი, არც მანამდე...

"პრაიმტაიმი": ბატონო ირაკლი, ეს ადამიანი როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, განიცდის დევნას ამერიკული სპეცსამსახურების მხრიდან და ამის საფუძველზე ითხოვს თავშესაფარს საქართველოში?

ირაკლი კოკაია: დიახ, განცხადებაში არის საუბარი მისი ქვეყნის სპეცსამსახურებზე, თუმცა მე არ მაქვს უფლება, გავცე ეს ინფორმაცია. ეს კონფიდენციალურია. ასევე, მოგიწოდებთ, არც თქვენ მოახდნოთ ამ ადამიანის იდენტიფიცირება მანამ, სანამ ყველა ის პროცედურა არ დასრულდება, რომელსაც არსებული კანონმდებლობა ითვალისწინებს.

"პრაიმტაიმი": რამდენი წლის არის ეს მამაკაცი და რა გზით მოხვდა საქართველოში?

ირაკლი კოკაია: ეს ადამიანი გახლავთ 50 წლის. არ ვიცი, რა მარშრუტით ისარგებლა და როგორ მოხვდა თბილისში. შემიძლია, გითხრათ მხოლოდ ის, რომ ჩვენ მოგვმართა ოფიციალურად. მიმდინარეობს მისი განცხადებისა და საქმის შესწავლა ყველა პროცედურის დაცვით. აღნიშნულ საქმეზე მონიტორინგს ახორციელებს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი.

ირაკლი მამალაძე, გაზეთი "პრაიმტაიმი"

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?