სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად თბილისში ავტომობილების სიჭარბე შეიმჩნევა. საზაფხულო შვებულებისა და არდადეგების შემდეგ ეს სიჭარბე კიდევ უფრო თვალში საცემია.
ქუჩები თბილისში, სადაც გადაადგილება დილიდან ჭირს, AMBEBI.GE-ს ფოტოგრაფმა გადაიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 10:25 საათის მონაცემებით, მოძრაობა შეფერხებულია საბურთალოზე, კერძოდ ბულაჩაურისა და შარტავას ქუჩებზე, ასევე სააკაძის მოედანზე.
მოძრაობა გადატვირთულია თამარ მეფისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთაზეც. მოძრაობა შეფერხებულია ასევე სანაპიროზე, იუსტიციის სახლთან, სადაც გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები გაძლიერებული რეჟიმით მუშაობენ.