უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე, დავით საყვარელიძე, ოდესის ოლქის პროკურორის პოსტს დაიკავებს. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება.
"ოდესაში ოლქის პროკურორის პოსტს ახალი კანდიდატურა დაიკავებს, ამ თანამდებობაზე უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე, დავით საყვარელიძე დაინიშნება, რომელიც ერთდროულად ორივე პოსტზე იმუშავებს", - წერს უკრაინული გამოცემა "Думская".
გამოცემის ცნობით, საყვარელიძე საქართველოში დანაშაულთან ბრძოლის კუთხით ერთ-ერთი მთავარი რეფორმატორი იყო. იგი საქართველოში 2009-2010 წლებში მთავარი პროკურორის, ხოლო 2010-2012 წლებში მთავარი პროკურორის მოადგილის პოსტს იკავებდა. 2015 წელს საყვარელიძემ უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობა ჩაიბარა.