"კვირის პალიტრა" უკვე წერდა გასული წლის 15 დეკემბერს, ვარკეთილში დატრიალებულ შემზარავ ტრაგედიაზე, როდესაც 19 წლის დავით ხარაზიშვილი ცივი იარაღით გამოასალმეს სიცოცხლეს. სისიხლისგან დაცლილი ახალგაზრდა დაჭრიდან 15 წუთში ადგილზე გარდაიცვალა. დედისერთა ახალგაზრდის მკვლელობის მიზეზად შურისძიება დასახელდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 15 წლის ნათია ფ-მ მამის მოთხოვნით ბიჭს "ფეისბუქის" საშუალებით მესიჯი მისწერა და შეხვედრა დაუთქვა. ხარაზიშვილი დათქმულ ადგილას დედის კუთვნილი ავტომანქანით გავიდა, რა დროსაც მას ნათია ფ-ს მამა, ბიძა და ბაბუა დაედევნენ, ისინი ბიჭს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი მამამ, კახა ფ-მ ზურგის არეში სასიკვდილოდ დაჭრა.
21 აგვისტოს, საქალაქო სასამართლომ დავით ხარაზიშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულ კახა ფ-ს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. დაცვის მხარის მტკიცებით, ხარაზიშვილმა გოგონა გააუპატიურა, თუმცა გამოძიებას არ დაუდგენია, მართლა ჰქონდა თუ არა ადგილი სქესობრივ ძალადობას. როგორც გარდაცვლილის დედა ამბობს, გაუპატიურებაზე საჩივარი არავის შეუტანია და, შესაბამისად, გამოძიება არც ჩატარებულა.
ირმა ბრელიძე, კახა ფ-ს ადვოკატი:
- გამოძიებამ დავით ხარაზიშვილის დედის თანხმობით ამოიღო მისი მიმოწერები "ფეისბუქზე". მას გარდაცვალებამდე მიმოწერა ჰქონდა ნათიასთან და მეგობრებთან. 15 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც ნათიამ დედას გაანდო მასზე ძალადობის შესახებ, ეს მამის მხარემაც გაიგო და გოგონას მამამ და ბაბუამ ხარაზიშვილს დასალაპარაკებლად მიაკითხეს სახლში. დათო "ფეისბუქში" წერს ნათიას: "შემთხვევით დედაშენისთვის და მამაშენისთვის ხომ არ გითქვამს რამე, ზოგადად რამე, იმენნა ის ხომ არა, ჩვენზე? დღეს დილით ორი კაცი დახვდა ჩემს მეზობელს სადარბაზოსთან და მეძებდნენ, მერე კაკუნით ჩამოიღეს კარი, თან კაცები. ერთადერთი აზრი, რაც თავში მომდის, ეს კლიაოზნიკი მამაშენია".
ხარაზიშვილი იმავე დღეს თავის მეგობარს მისწერა: "მეძინა და ორი სომეხი კაცი ამოვიდა, ჩამოიღეს კარი, ვიღაც დამდევს მოსაკლავად, იმენნა მე მეძებენ, დამენძრა მგონი, ნათიამ უთხრა მამამისს რაღაც. ოკ, დავრეკავ, მანამდე თუ არ მომკლა ვინმემ". ასევე მეგობარ ნიას მისწერა: "შენ იცინე და, მე სულ ქალიშვილებთან მაქვს სექსი და ყველაზე რეალური ვარიანტი ეგ არი".
რატომ ფიქრობდა ხარაზიშვილი, რომ მაინც და მაინც მოსაკლავად მიაკითხეს? ეს ბიჭი ორი კვირის განმავლობაში, როგორც ჩანს, შინიდან არ გამოდიოდა, პანიკაში იყო და ყველას სწერდა, რომ მოსაკლავად დასდევდნენ. როდესაც ნათია დათოს შეხვედრას უთქვამდა, მამა ეჯდა გვერდით და ის აწერინებდა ტექსტს. მეგობრებიდან დაიკითხა სოფო ტ, რომელმაც თქვა, რომ ნათიამ 1 დეკემბერს, ანუ მანამ, სანამ დედას ეტყოდა, მოუყვა, რომ ხარაზიშვილმა მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. ნებითაც თუ იყო, არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარება, თანაც გაუკუღმართებული, დასჯადია. ნათია ამბობს, 1 დეკემბერს დავით ხარაზიშვილმა საკუთარ სახლში ფოტოების გადასაღებად ამიყვანა და იარაღის მუქარის ქვეშ იხმარა ძალაო. მისი მანქანიდან ამოღებულია პლასტმასის იარაღი, რომელიც სანთებელა აღმოჩნდა, თითქმის ნამდვილი იარაღის
იდენტური.
საქმეში არსებობს ერთადერთი, 2015 წლის 16 დეკემბერს ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც წერია, რომ "ნ.ფ.-ს საქალწულე აპკის მთლიანობა დარღვეულია. არ არის მთელი, მისი დარღვევის ხანდაზმულობის დადგენა ამჟამად შეუძლებელია, ვინაიდან გასულია 2 კვირაზე მეტი.".
გაგრძელება