პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი კვირიკაშვილი - აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაფართოება, მე მგონი, შეუძლებელია
გიორგი კვირიკაშვილი - აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაფართოება, მე მგონი, შეუძლებელია

ჩემი უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნი იქ­ნე­ბა, ყვე­ლა ფრონტზე, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს გამ­თლი­ა­ნე­ბის­თვის მაქ­სი­მა­ლუ­რად ეფექ­ტუ­რი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა "მო­ამ­ბეს­თან" ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და და დას­ძი­ნა, რომ ეს არა­მარ­ტო მისი, არა­მედ მთე­ლი მთავ­რო­ბის მი­ზა­ნია.

"ბუ­ნებ­რი­ვია, ქვეყ­ნის­თვის, რო­მელ­საც ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა დარ­ღვე­უ­ლი აქვს და აქვს ოკუ­პა­ცი­ის პრობ­ლე­მე­ბი, სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის მნიშ­ვნე­ლო­ბა დე­ო­კუ­პა­ცი­ის და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის კუ­თხით ვე­რა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში ვერ გახ­დე­ბა მე­ო­რა­დი", - გა­ნა­ცხა­და კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

სა­გა­რეო-პო­ლი­ტი­კუ­რი უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი მი­იჩ­ნევს, რომ მი­უ­ხე­და­ვად ოკუ­პა­ცი­ი­სა, რუ­სეთ­თან დი­ა­ლო­გის ფორ­მა­ტი, მათ შო­რის, აბა­ში­ძე-კა­რა­სი­ნის კო­მუ­ნი­კა­ცია, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა მის გა­ფარ­თო­ე­ბას შე­უძ­ლებ­ლად მი­იჩ­ნევს.

"აბა­ში­ძე-კა­რა­სი­ნის ფორ­მატ­ში გა­ნი­ხი­ლე­ბა ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი და ეკო­ნო­მი­კუ­რი სა­კი­თხე­ბი. ამ ფორ­მა­ტის გა­ფარ­თო­ე­ბა, მე მგო­ნი, შე­უძ­ლე­ბე­ლია, იმი­ტომ, რომ იმის იქით არის პო­ლი­ტი­კუ­რი სა­კი­თხე­ბი და ამის­თვის არის ჟე­ნე­ვის ფორ­მა­ტი, რო­მე­ლიც მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა შე­ვე­ცა­დოთ, შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ და უფრო ეფექ­ტუ­რი გავ­ხა­დოთ. ოკუ­პა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში უნდა გვქონ­დეს თუ არა აბა­ში­ძე-კა­რა­სი­ნის ფორ­მა­ტი? - ვფიქ­რობ, ამ ფორ­მატ­მა გარ­კვე­უ­ლი შე­დე­გე­ბი გა­მო­ი­ღო, თუმ­ცა ილუ­ზი­ე­ბი არ უნდა გვქონ­დეს, რომ 1-2 დღე­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მე­ბი გა­და­წყდე­ბა. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი თუნ­დაც ყვე­ლა­ზე რთულ ოპო­ნენტს არ ელა­პა­რა­კე­ბა და გა­დის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­დან, ამით პრობ­ლე­მე­ბი მხო­ლოდ და მხო­ლოდ ღრმავ­დე­ბა. ყვე­ლა­ზე მძი­მე ოპო­ნენ­ტთან კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში ყოფ­ნა გა­ცი­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­დან გას­ვლა. ამი­ტომ გვაქვს ჩვენ ეს ფორ­მა­ტე­ბი და ვე­რა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში ვერ მი­ვი­ღებ კრი­ტი­კას, რომ ეს ფორ­მა­ტე­ბი არ უნდა იყოს და ა.შ. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­უ­ბა­რია აბა­ში­ძე-კა­რა­სი­ნის ფორ­მატ­ზე, ვფიქ­რობ ეს ფორ­მა­ტი აუ­ცი­ლებ­ლად შე­სა­ნარ­ჩუ­ნე­ბე­ლია", - გა­ნა­ცხა­და კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

გიორგი კვირიკაშვილი - აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაფართოება, მე მგონი, შეუძლებელია

გიორგი კვირიკაშვილი - აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაფართოება, მე მგონი, შეუძლებელია

ჩემი უმთავრესი მიზანი იქნება, ყველა ფრონტზე, სადაც შესაძლებელია, საქართველოს გამთლიანებისთვის მაქსიმალურად ეფექტური ნაბიჯების გადადგმა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "მოამბესთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა და დასძინა, რომ ეს არამარტო მისი, არამედ მთელი მთავრობის მიზანია.

"ბუნებრივია, ქვეყნისთვის, რომელსაც ტერიტორიული მთლიანობა დარღვეული აქვს და აქვს ოკუპაციის პრობლემები, საგარეო პოლიტიკის მნიშვნელობა დეოკუპაციის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით ვერავითარ შემთხვევაში ვერ გახდება მეორადი", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

საგარეო-პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ მიუხედავად ოკუპაციისა, რუსეთთან დიალოგის ფორმატი, მათ შორის, აბაშიძე-კარასინის კომუნიკაცია, აუცილებელია, თუმცა მის გაფართოებას შეუძლებლად მიიჩნევს.

"აბაშიძე-კარასინის ფორმატში განიხილება ჰუმანიტარული და ეკონომიკური საკითხები. ამ ფორმატის გაფართოება, მე მგონი, შეუძლებელია, იმიტომ, რომ იმის იქით არის პოლიტიკური საკითხები და ამისთვის არის ჟენევის ფორმატი, რომელიც მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, შევინარჩუნოთ და უფრო ეფექტური გავხადოთ. ოკუპაციის პირობებში უნდა გვქონდეს თუ არა აბაშიძე-კარასინის ფორმატი? - ვფიქრობ, ამ ფორმატმა გარკვეული შედეგები გამოიღო, თუმცა ილუზიები არ უნდა გვქონდეს, რომ 1-2 დღეში მნიშვნელოვანი პრობლემები გადაწყდება. როდესაც ადამიანი თუნდაც ყველაზე რთულ ოპონენტს არ ელაპარაკება და გადის ურთიერთობებიდან, ამით პრობლემები მხოლოდ და მხოლოდ ღრმავდება. ყველაზე მძიმე ოპონენტთან კომუნიკაციაში ყოფნა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე კომუნიკაციიდან გასვლა. ამიტომ გვაქვს ჩვენ ეს ფორმატები და ვერავითარ შემთხვევაში ვერ მივიღებ კრიტიკას, რომ ეს ფორმატები არ უნდა იყოს და ა.შ. განსაკუთრებით საუბარია აბაშიძე-კარასინის ფორმატზე, ვფიქრობ ეს ფორმატი აუცილებლად შესანარჩუნებელია", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

"ფიტნეს დარბაზს საცხოვრებელ სახლად ვქირაობ - შეგიძლიათ, მოხვიდეთ და აქ ივარჯიშოთ" - ზურაბ ჯაფარიძე

სააკაშვილს ახალგაზრდა უკრაინელ პოლიტიკოსთან რომანი აქვს? - "გოგონა პერიოდულად ცხოვრობს მის რეზიდენციაში, მათ სერიოზული ურთიერთობა აქვთ" (სკანდალური ფოტოები)

"კარასინთან შეხვედრაზე 2019 წლის მოვლენები ნახსენები საერთოდ არ ყოფილა, ეს რუსეთის მხარის ინტერპრეტაციაა" - აბაშიძე