პოლიტიკა

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყირიმი, ეკა ბესელია და "მის პლანეტა" - სკანდალი, რომელიც საქართველოში ჩატარებულ საერთაშორისო კონკურსზე მოხდა
ყირიმი, ეკა ბესელია და "მის პლანეტა" - სკანდალი, რომელიც საქართველოში ჩატარებულ საერთაშორისო კონკურსზე მოხდა

გუ­შინ სა­ქარ­თვე­ლო­ში "მის პლა­ნე­ტის" ტი­ტუ­ლის მფლო­ბე­ლი გო­გო­ნა გა­მო­ავ­ლი­ნეს. კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­უ­ლი თიკო ბაბ­ლუ­ა­ნი გახ­და. "მის პლა­ნე­ტა" ეკა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბით ჩა­ტარ­და და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი­დან ჩა­მო­ვიდ­ნენ გო­გო­ნე­ბი. უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ პლა­ნე­ტის ულა­მა­ზე­სი გო­გო­ნე­ბის შერ­ჩე­ვა­ში ეკა ბე­სე­ლია და გუ­ლი­კო ზუმ­ბა­ძე იღებ­დნენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­შფო­თე­ბა მოჰ­ყვა, თუმ­ცა ამ კონ­კურ­სზე უფრო აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი შემ­დე­გი ფაქ­ტია, "მის პლა­ნე­ტის" კონ­კურ­სზე ყი­რი­მი ცალ­კე სა­ხელ­მწი­ფოდ იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

ეს ფაქ­ტი კონ­კურ­სის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს და ჟი­უ­რის წევ­რებს არ გა­უპ­რო­ტეს­ტე­ბი­ათ. კონ­კურ­სის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი, ეკა­ტე­რი­ნე მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი "ambebi.ge"-თან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, რომ ყი­რი­მი ათი წე­ლია სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სებ­ზე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქვეყ­ნის სა­ხე­ლით გა­მო­დის.

- ყი­რი­მი ათი წე­ლია და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქვეყ­ნის სა­ხე­ლით გა­დის კონ­კურ­სებ­ზე, რუ­სეთ­მაც ორი მო­ნა­წი­ლე ჩა­მო­იყ­ვა­ნა, ერთი რუ­სე­თის, მე­ო­რე კი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­ხე­ლით გა­მო­ვი­და. მე არა­სო­დეს არ წა­ვიყ­ვან ქარ­თველ კონ­კურ­სანტს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნის სა­ხე­ლით. ყი­რი­მის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, უკ­რა­ი­ნის "მის პლა­ნე­ტის" ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ჩა­მო­იყ­ვა­ნა. მე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით გამ­ყავს გო­გო­ნე­ბი კონ­კურ­სზე და სხვა ქვეყ­ნის პრობ­ლე­მაა რე­გი­ო­ნე­ბის სა­ხე­ლით, რომ გა­მოჰ­ყავთ გო­გო­ნე­ბი. 2014 წელს ჰონგ-კონ­გში, აფხა­ზე­თი სხვა ქვეყ­ნის სა­ხე­ლით გა­მო­ვი­და, შევ­კრი­ბე ყვე­ლა ყვე­ლა ქვეყ­ნის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი და ავუხ­სე­ნი, რომ აფხა­ზე­თი სა­ქარ­თვე­ლოა. ერთ-ერთი ქვეყ­ნის დი­რექ­ტო­რი და­მეხ­მა­რა. აღ­მოჩ­ნდა, რომ ის გო­გო­ნა აფხა­ზე­თი­დან არ იყო, ყი­რიმ­ში ცხოვ­რობ­და და რად­გან ბე­ბია ჰყავ­და აფხა­ზი აფხა­ზე­თის სა­ხე­ლით გა­მო­ვი­და კონ­კურ­სზე.

- რა­ტომ აირ­ჩი­ეთ ჟი­უ­რის წევ­რე­ბად ეკა ბე­სე­ლია და გუ­ლი­კო ზუმ­ბა­ძე?

- მსოფ­ლი­ოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ჟი­უ­რი ჩა­მო­ვი­და სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი­დან, მე და პო­ლო­ნე­თის ეროვ­ნულ­მა დი­რექ­ტო­რებ­მა გავ­ხსე­ნით სა­ღა­მო. მი­ღე­ბუ­ლი წე­სია მსოფ­ლი­ოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ჟი­უ­რი და­ა­ფა­სოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა. ყვე­ლა სა­უბ­რობს იმა­ზე, რომ კონ­კურ­სი პრეს­ტი­ჟუ­ლად ჩა­ტარ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. ჩემი ქვეყ­ნის პრეს­ტი­ჟია, ჟი­უ­რი­ში ეკა ბე­სე­ლია და გუ­ლი­კო ზუმ­ბა­ძე რომ იჯდა. და­ვით ნარ­მა­ნი­აც მინ­დო­და ყო­ფი­ლი­ყო ჟი­უ­რი­ში, მაგ­რამ ეს ვერ მო­ხერ­ხდა.

- ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა არ გა­აპ­რო­ტეს­ტეს ყი­რი­მის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქვეყ­ნის სა­ხე­ლით გა­მოს­ვლა?

- ყვე­ლას გა­უკ­ვირ­და, მაგ­რამ რად­გან ისი­ნი ამ სფე­რო­ში კომ­პე­ტენ­ტუ­რე­ბი არ არი­ან მე ავუხ­სე­ნი მდგო­მა­რე­ო­ბა, ვუ­თხა­რი რომ ათი წე­ლია ყი­რი­მი და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­მო­დის კონ­კურ­სებ­ზე და ამა­ში უჩ­ვე­უ­ლო არა­ფე­რია.

AMBEBI.GE

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყირიმი, ეკა ბესელია და "მის პლანეტა" - სკანდალი, რომელიც საქართველოში ჩატარებულ საერთაშორისო კონკურსზე მოხდა

ყირიმი, ეკა ბესელია და "მის პლანეტა" - სკანდალი, რომელიც საქართველოში ჩატარებულ საერთაშორისო კონკურსზე მოხდა

გუშინ საქართველოში "მის პლანეტის" ტიტულის მფლობელი გოგონა გამოავლინეს. კონკურსის გამარჯვეული თიკო ბაბლუანი გახდა. "მის პლანეტა" ეკა მგალობლიშვილის ორგანიზებით ჩატარდა და მასში მონაწილეობის მისაღებად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ გოგონები. უცნაურია, მაგრამ პლანეტის ულამაზესი გოგონების შერჩევაში ეკა ბესელია და გულიკო ზუმბაძე იღებდნენ მონაწილეობას. რასაც საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა, თუმცა ამ კონკურსზე უფრო აღმაშფოთებელი შემდეგი ფაქტია, "მის პლანეტის" კონკურსზე ყირიმი ცალკე სახელმწიფოდ იყო წარმოდგენილი.

ეს ფაქტი კონკურსის ორგანიზატორებს და ჟიურის წევრებს არ გაუპროტესტებიათ. კონკურსის ორგანიზატორი, ეკატერინე მგალობლიშვილი "ambebi.ge"-თან საუბარში აცხადებს, რომ ყირიმი ათი წელია სილამაზის კონკურსებზე დამოუკიდებელი ქვეყნის სახელით გამოდის.

- ყირიმი ათი წელია დამოუკიდებელი ქვეყნის სახელით გადის კონკურსებზე, რუსეთმაც ორი მონაწილე ჩამოიყვანა, ერთი რუსეთის, მეორე კი რუსეთის ფედერაციის სახელით გამოვიდა. მე არასოდეს არ წავიყვან ქართველ კონკურსანტს სხვადასხვა რეგიონის სახელით. ყირიმის წარმომადგენელი, უკრაინის "მის პლანეტის" ნაციონალურმა დირექტორმა ჩამოიყვანა. მე საქართველოს სახელით გამყავს გოგონები კონკურსზე და სხვა ქვეყნის პრობლემაა რეგიონების სახელით, რომ გამოჰყავთ გოგონები. 2014 წელს ჰონგ-კონგში, აფხაზეთი სხვა ქვეყნის სახელით გამოვიდა, შევკრიბე ყველა ყველა ქვეყნის ნაციონალური დირექტორი და ავუხსენი, რომ აფხაზეთი საქართველოა. ერთ-ერთი ქვეყნის დირექტორი დამეხმარა. აღმოჩნდა, რომ ის გოგონა აფხაზეთიდან არ იყო, ყირიმში ცხოვრობდა და რადგან ბებია ჰყავდა აფხაზი აფხაზეთის სახელით გამოვიდა კონკურსზე.

- რატომ აირჩიეთ ჟიურის წევრებად ეკა ბესელია და გულიკო ზუმბაძე?

- მსოფლიოს საერთაშორისო ჟიური ჩამოვიდა სხვადასხვა ქვეყნებიდან, მე და პოლონეთის ეროვნულმა დირექტორებმა გავხსენით საღამო. მიღებული წესია მსოფლიოს საერთაშორისო ჟიური დააფასოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ყველა საუბრობს იმაზე, რომ კონკურსი პრესტიჟულად ჩატარდა საქართველოში. ჩემი ქვეყნის პრესტიჟია, ჟიურიში ეკა ბესელია და გულიკო ზუმბაძე რომ იჯდა. დავით ნარმანიაც მინდოდა ყოფილიყო ჟიურიში, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა.

- ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ გააპროტესტეს ყირიმის დამოუკიდებელი ქვეყნის სახელით გამოსვლა?

- ყველას გაუკვირდა, მაგრამ რადგან ისინი ამ სფეროში კომპეტენტურები არ არიან მე ავუხსენი მდგომარეობა, ვუთხარი რომ ათი წელია ყირიმი დამოუკიდებლად გამოდის კონკურსებზე და ამაში უჩვეულო არაფერია.

AMBEBI.GE

თამარ ბოჭორიშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია