მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახეთში მევენახეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
კახეთში მევენახეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

კა­ხეთ­ში, თე­ლა­ვი-ყვარ­ლის და­მა­კავ­ში­რე­ბელ ალაზ­ნის ხიდ­ზე მე­ვე­ნა­ხე­ე­ბის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. მე­ვე­ნა­ხე­ე­ბი ყუ­რძნის ფასს აპ­რო­ტეს­ტე­ბენ და მო­ი­თხო­ვენ, რომ მისი ჩა­ბა­რე­ბა 1 ლა­რად მოხ­დეს. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა გზის გა­და­კეტ­ვა სცა­დეს, თუმ­ცა პო­ლი­ცი­ამ მათ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცა.

მე­ვე­ნა­ხე­ე­ბის გან­ცხა­დე­ბით, სა­ხელ­მწი­ფო ტყუ­ის, როცა ამ­ბობს, რომ ქარ­ხნე­ბი გახ­სნი­ლია და ყუ­რძნის ჩა­ბა­რე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. მათი თქმით, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ქარ­ხა­ნა იბა­რებს და­სე­ტყვილ ყუ­რძენს 5 თეთ­რად. გლე­ხე­ბი ად­გილ­ზე სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრ ოთარ და­ნე­ლი­ას ჩას­ვლას ითხო­ვენ. ისი­ნი ასე­ვე მი­მარ­თა­ვენ პრე­მი­ერს, ჩა­ერ­თოს ამ პრო­ცეს­ში და ყუ­რძნის ფასი 1 ლარი გახ­დეს, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში მე­ვე­ნა­ხე­ე­ბი კი­დევ უფრო მას­შტა­ბუ­რი აქ­ცი­ე­ბით იმუქ­რე­ბი­ან.

ამ წუ­თებ­ში ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბა ყვარ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გებ­ლის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე ოთარ ბუ­ჯი­აშ­ვი­ლი. მისი გან­ცხა­დე­ბით, შტა­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქარ­ხნე­ბი გახ­სნი­ლია და რო­გორც და­სე­ტყვილ, ასე­ვე საღ ყუ­რძენს იბა­რე­ბენ. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი რთვე­ლი 2015-ის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო შტა­ბის წარ­მო­მად­გენ­ლის მის­ვლა­საც ელო­დე­ბი­ან.

მე­ვე­ნა­ხე­ე­ბის პრო­ტეს­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2" ავ­რცე­ლებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

კახეთში მევენახეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

კახეთში მევენახეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

კახეთში, თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ ალაზნის ხიდზე მევენახეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მევენახეები ყურძნის ფასს აპროტესტებენ და მოითხოვენ, რომ მისი ჩაბარება 1 ლარად მოხდეს. აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

მევენახეების განცხადებით, სახელმწიფო ტყუის, როცა ამბობს, რომ ქარხნები გახსნილია და ყურძნის ჩაბარება მიმდინარეობს. მათი თქმით, მხოლოდ რამდენიმე ქარხანა იბარებს დასეტყვილ ყურძენს 5 თეთრად. გლეხები ადგილზე სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიას ჩასვლას ითხოვენ. ისინი ასევე მიმართავენ პრემიერს, ჩაერთოს ამ პროცესში და ყურძნის ფასი 1 ლარი გახდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მევენახეები კიდევ უფრო მასშტაბური აქციებით იმუქრებიან.

ამ წუთებში ადგილზე იმყოფება ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ოთარ ბუჯიაშვილი. მისი განცხადებით, შტაბიდან მიღებული ინფორმაციით, ქარხნები გახსნილია და როგორც დასეტყვილ, ასევე საღ ყურძენს იბარებენ. აქციის მონაწილეები რთველი 2015-ის საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენლის მისვლასაც ელოდებიან.

მევენახეების პროტესტის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს

"ჩვენთან 3 ახალშობილია მოთავსებული, რომელთა მდგომარეობა მძიმეა" - ლევან რატიანი

როგორია კორონავირუსით ინფიცირებული ძველი და ახალი პაციენტების მდგომარეობა - უახლესი მონაცემები სხვადასხვა კლინიკიდან

ესპანელი მედიკოსების თქმით, კორონავირუსის გამოსავლენი ჩინური სწრაფი ტესტები ზუსტ პასუხს არ იძლევა