პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"13 ივნისის შემდეგ წვიმის შიში დამჩემდა" - ინტერვიუ თბილისის ზოოპარკის დიზაინერთან
"13 ივნისის შემდეგ წვიმის შიში დამჩემდა" - ინტერვიუ თბილისის ზოოპარკის დიზაინერთან

დღე­ი­დან, 13 ივ­ნი­სის სტი­ქი­ის შე­დე­გად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კი ახალ სი­ცო­ცხლეს შე­ი­ძენს. სიმ­ბო­ლუ­რია, რომ მისი ეს სი­ცო­ცხლე 13 სექ­ტემ­ბერს, სტი­ქი­ას შე­წი­რუ­ლი ზო­ო­პარ­კის მთა­ვა­რი ძიძა-მომ­ვლე­ლი გუ­ლი­კო ჭი­ტა­ძის და­ბა­დე­ბის დღეს იღებს სა­თა­ვეს (იხი­ლეთ ასე­ვე). გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს ზო­ო­პარ­კის დი­ზა­ი­ნერ, მხატ­ვარ სო­ფია თა­თა­რაშ­ვილ­თან, რო­მელ­მაც ზო­ო­პარ­კის და­სახ­მა­რებ­ლად სა­კუ­თა­რი ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა მო­ა­წყო.

- ზო­ო­პარ­კის დი­ზა­ი­ნე­რი ვარ, ზო­ო­პარ­კის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ყვე­ლა­ზე მძი­მედ 13 ივ­ნი­სის ტრა­გე­დია გან­ვი­ცა­დეთ. ძა­ლი­ან მძი­მედ მახ­სენ­დე­ბა და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში არც ვსა­უბ­რობ ამ თე­მა­ზე. ცრემ­ლე­ბის გა­რე­შე ჩემ­თვის რთუ­ლია 13 ივ­ნი­სის ტრა­გე­დი­ის გახ­სე­ნე­ბა... იმ სა­ღა­მოს ჩემს ქუ­ჩა­ზე შუქი არ იყო, რის გა­მოც არ ვი­ცო­დი რა ხდე­ბო­და ქა­ლაქ­ში. შემ­თხვე­ვით წა­ვა­წყდი სტა­ტუსს "ფე­ის­ბუქ­ზე", - ქუ­ჩა­ში ლო­მი­აო, - გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლი ამ­ბა­ვი მე­გო­ნა, შემ­დგომ და­მი­რე­კა მე­გო­ბარ­მა და უკვე და­ვეჭ­ვდი, და­ვუ­კავ­შირ­დი ჩემს თა­ნამ­შრო­მელს და იმ სი­ტყვე­ბის გახ­სე­ნე­ბა­ზე, რაც მან მი­თხრა ცივი ოფლი მას­ხამს. სულ სამი სი­ტყვა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მძი­მე და ტრა­გი­კუ­ლია - ზო­ო­პარ­კი აღარ არის. ად­გილ­ზე მი­სულს გა­ცი­ლე­ბით უა­რე­სი სუ­რა­თი დამ­ხვდა, ვიდ­რე წარ­მო­მედ­გი­ნა, ად­გი­ლი სა­დაც რა­მო­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე სი­ცო­ცხლე დუღ­და და ბავ­შვე­ბის ჟრი­ა­მუ­ლი ის­მო­და, რე­ა­ლუ­რად აღარ არ­სე­ბობ­და. ყვე­ლა­ფე­რი ტა­ლა­ხით იყო და­ფა­რუ­ლი. ზო­ო­პარ­კის ცხო­ვე­ლე­ბის თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი და­ი­ხო­ცა.

გარ­და­იც­ვა­ლა ჩვე­ნი სამი სა­უ­კე­თე­სო თა­ნამ­შრო­მე­ლი, რომ­ლე­ბაც მთე­ლი შეგ­ნე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა ზო­ო­პარკს შეს­წი­რეს. წარ­მოდ­გე­ნაც არ მინ­და იმ სა­ღა­მოს ხალ­ხმა რა ტან­ჯვა გა­მო­ი­ა­რა. 13 ივ­ნი­სის შემ­დეგ წვი­მის შიში დამ­ჩემ­და, წვი­მის ხმას­თან ერ­თად გან­წი­რუ­ლი ხმე­ბი ჩა­მეს­მის ადა­მი­ა­ნე­ბის და ცხო­ვე­ლე­ბის რომ­ლე­ბიც შვე­ლას ითხო­ვენ. 14-ში ზო­ო­პარკში გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად მივ­ხვდი, რომ ეს ჩემი მაქ­სი­მუ­მი არ იყო და შე­მეძ­ლო უფრო მე­ტით დავ­ხმა­რე­ბო­დი ჩემს საყ­ვა­რელ ზო­ო­პარკს, ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე მო­მე­წყო საქ­ველ­მოქ­მე­დო გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა და შე­მო­სუ­ლი თან­ხა სრუ­ლი­ად გა­და­მე­ცა ზო­ო­პარ­კის­თვის, რო­მე­ლიც მოხ­მარ­დე­ბო­და მის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას და ცო­ტა­თი მა­ინც შე­უმ­სუ­ბუ­ქებ­და იმ მძი­მე დღე­ებს ბ-ნ ზუ­რაბ გუ­რი­ე­ლი­ძეს, რომ­ლის­თვი­საც ზო­ო­პარ­კი და ცხო­ვე­ლე­ბი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

"13 ივნისის შემდეგ წვიმის შიში დამჩემდა" - ინტერვიუ თბილისის ზოოპარკის დიზაინერთან

"13 ივნისის შემდეგ წვიმის შიში დამჩემდა" - ინტერვიუ თბილისის ზოოპარკის დიზაინერთან

დღეიდან, 13 ივნისის სტიქიის შედეგად განადგურებული თბილისის ზოოპარკი ახალ სიცოცხლეს შეიძენს. სიმბოლურია, რომ მისი ეს სიცოცხლე 13 სექტემბერს, სტიქიას შეწირული ზოოპარკის მთავარი ძიძა-მომვლელი გულიკო ჭიტაძის დაბადების დღეს იღებს სათავეს (იხილეთ ასევე). გთავაზობთ ინტერვიუს ზოოპარკის დიზაინერ, მხატვარ სოფია თათარაშვილთან, რომელმაც ზოოპარკის დასახმარებლად საკუთარი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოაწყო.

- ზოოპარკის დიზაინერი ვარ, ზოოპარკის თანამშრომლებმა ყველაზე მძიმედ 13 ივნისის ტრაგედია განვიცადეთ. ძალიან მძიმედ მახსენდება და ხშირ შემთხვევაში არც ვსაუბრობ ამ თემაზე. ცრემლების გარეშე ჩემთვის რთულია 13 ივნისის ტრაგედიის გახსენება... იმ საღამოს ჩემს ქუჩაზე შუქი არ იყო, რის გამოც არ ვიცოდი რა ხდებოდა ქალაქში. შემთხვევით წავაწყდი სტატუსს "ფეისბუქზე", - ქუჩაში ლომიაო, - გაზვიადებული ამბავი მეგონა, შემდგომ დამირეკა მეგობარმა და უკვე დავეჭვდი, დავუკავშირდი ჩემს თანამშრომელს და იმ სიტყვების გახსენებაზე, რაც მან მითხრა ცივი ოფლი მასხამს. სულ სამი სიტყვა, რომელიც ძალიან მძიმე და ტრაგიკულია - ზოოპარკი აღარ არის. ადგილზე მისულს გაცილებით უარესი სურათი დამხვდა, ვიდრე წარმომედგინა, ადგილი სადაც რამოდენიმე საათით ადრე სიცოცხლე დუღდა და ბავშვების ჟრიამული ისმოდა, რეალურად აღარ არსებობდა. ყველაფერი ტალახით იყო დაფარული. ზოოპარკის ცხოველების თითქმის ნახევარი დაიხოცა.

გარდაიცვალა ჩვენი სამი საუკეთესო თანამშრომელი, რომლებაც მთელი შეგნებული ცხოვრება ზოოპარკს შესწირეს. წარმოდგენაც არ მინდა იმ საღამოს ხალხმა რა ტანჯვა გამოიარა. 13 ივნისის შემდეგ წვიმის შიში დამჩემდა, წვიმის ხმასთან ერთად განწირული ხმები ჩამესმის ადამიანების და ცხოველების რომლებიც შველას ითხოვენ. 14-ში ზოოპარკში გაწმენდითი სამუშაოებში მონაწილეობის პარალელურად მივხვდი, რომ ეს ჩემი მაქსიმუმი არ იყო და შემეძლო უფრო მეტით დავხმარებოდი ჩემს საყვარელ ზოოპარკს, ამიტომ გადავწყვიტე მომეწყო საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა და შემოსული თანხა სრულიად გადამეცა ზოოპარკისთვის, რომელიც მოხმარდებოდა მის რეაბილიტაციას და ცოტათი მაინც შეუმსუბუქებდა იმ მძიმე დღეებს ბ-ნ ზურაბ გურიელიძეს, რომლისთვისაც ზოოპარკი და ცხოველები ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია