10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ინტერნეტი, ფეისბუქი და მობილურ-სმარტფონები რომ არ იყო..." - როგორ შეცვალა თანამედროვე ტექნოლოგიებმა ჩვენი ყოველდღიურობა
"ეს ინტერნეტი, ფეისბუქი და მობილურ-სმარტფონები რომ არ იყო..." - როგორ შეცვალა თანამედროვე ტექნოლოგიებმა ჩვენი ყოველდღიურობა

"რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" წევ­რი და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი იმა­ზე, თუ რო­გორ შც­ვა­ლა თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებ­მა ადა­მა­ი­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა:

"ეს ინ­ტერ­ნე­ტი, ფე­ის­ბუ­ქი და მო­ბი­ლურ-სმარ­ტფო­ნე­ბი რომ არ იყო, იყო ხალ­ხი თა­ვის­თვის, ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა მხო­ლოდ უშუ­ა­ლო ნაც­ნობ­თა წრეს­თან, სამ­ყა­რო­ზე წარ­მოდ­გე­ნას იქ­მნი­და წიგ­ნე­ბით, ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბით და ტე­ლე­ვი­ზი­ით, რო­მე­ლიც იყო სულ ორი - თბი­ლი­სის (ამ­ჟა­მინ­დე­ლი პირ­ვე­ლი არხი) და მოს­კო­ვის ("მე­ცხრე არხს" რომ ვე­ძახ­დით და არ და­მი­წყოთ ახლა "ოლი­გარ­ქი ბი­ძი­ნა" და ა.შ. სულ სხვა თე­მა­ზე ვწერ) და უნდა მე­ზო­ბელ­ზე იეჭ­ვი­ა­ნებ­და, უნდა ნა­თე­სავ­ზე და­ი­ბოღ­მე­ბო­და, უნდა მე­გო­ბარს გა­მო­უ­თხრი­და ჩუ­მად ძირს, უნდა ანო­ნიმ­კებს და­წერ­და თა­ნამ­შრო­მელ­ზე და უნდა რაც უნდა იმ სი­სუ­ლე­ლეს იტყო­და - მის უშუ­ა­ლო ნაც­ნობ­თა წრეს ეს ამ­ბა­ვი მა­ინც არ გაც­დე­ბო­და.

ახლა? ამ ელექტრო­ნუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის წყა­ლო­ბით ცხოვ­რე­ბა­ში რომ არას­დროს გექ­ნე­ბო­და გა­დაკ­ვე­თა ისეთ ხალ­ხთან გი­წევს შე­ხე­ბა, ვე­რას­დროს რომ ვერ გა­ი­გო­ნებ­დი ისე­თი რა­ღა­ცე­ე­ბი გეს­მის და დედა რას ხე­დავს ჩემი თვა­ლე­ბიო რომ იტყვი, ისეთ რა­ღა­ცე­ებს ხე­დავ. მოკ­ლედ, ძა­ლი­ან ტრანსფა­რენ­ტუ­ლი გახ­და ჩვე­ნი არ­სე­ბო­ბა: ათა­სი ოხე­რი გი­ყუ­რებს, გის­მენს, გაკ­ვირ­დე­ბა და ნერ­ვებს გიშ­ლის. ყო­ვე­ლი შენი სი­ტყვა თუ საქ­მე პრაქ­ტი­კუ­ლად სულ "ნა­ვი­დუა" და ამის­თვის სუ­ლაც არაა სა­ჭი­რო დიდი ცნო­ბა­დო­ბა. არა არს და­ფა­რუ­ლი, რა­ი­ცა არ გა­ცხად­დეს.

ამის მერე კი­დევ იტყვი­ან, ინ­ტერ­ნე­ტი ეშ­მა­კის მო­გო­ნი­ლი­აო, მე მგო­ნი პი­რი­ქით. ნანა ზარ­დი­აშ­ვილს ჰქონ­და სა­ინ­ტე­რე­სო მო­საზ­რე­ბა, რომ ეშ­მა­კის მო­გო­ნი­ლი ტე­ლე­ვი­ზო­რია, რო­მე­ლიც სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის­გან გვწყვეტს, ხოლო ამის სა­პირ­წო­ნედ ღმერ­თმა შექ­მნა ინ­ტერ­ნე­ტი. გა­მოგ­ვა­ჭე­ნა საქ­ვეყ­ნოდ და ახლა თუ თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში არ გა­და­ვარ­დე­ბი, ანუ ფაქ­ტობ­რი­ვად კო­მუ­ნი­კა­ცი­ურ ბე­რად თუ არ აღიკ­ვე­ცე­ბი ერის­კა­ცო­ბა­ში და ელექტრო­ნულ კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის­გან შორს არ და­ი­ჭერ თავს, ვერც მტერს და­ე­მა­ლე­ბი და ვერც მოყ­ვა­რეს.

მოკ­ლედ ერთი დიდი აბა­ნო გახ­და ეს ცხოვ­რე­ბა თეთ­რიც რომ ჩანს და შა­ვიც. გამ­რჩე­ვი თქვით თქვენ ოღონდ, გამ­რჩე­ვი..." - წერს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ეს ინტერნეტი, ფეისბუქი და მობილურ-სმარტფონები რომ არ იყო..." - როგორ შეცვალა თანამედროვე ტექნოლოგიებმა ჩვენი ყოველდღიურობა

"ეს ინტერნეტი, ფეისბუქი და მობილურ-სმარტფონები რომ არ იყო..." - როგორ შეცვალა თანამედროვე ტექნოლოგიებმა ჩვენი ყოველდღიურობა

"რესპუბლიკური პარტიის" წევრი დავით ზურაბიშვილი იმაზე, თუ როგორ შცვალა თანამედროვე ტექნოლოგიებმა ადამაინების ცხოვრება:

"ეს ინტერნეტი, ფეისბუქი და მობილურ-სმარტფონები რომ არ იყო, იყო ხალხი თავისთვის, ჰქონდა ურთიერთობა მხოლოდ უშუალო ნაცნობთა წრესთან, სამყაროზე წარმოდგენას იქმნიდა წიგნებით, ჟურნალ-გაზეთებით და ტელევიზიით, რომელიც იყო სულ ორი - თბილისის (ამჟამინდელი პირველი არხი) და მოსკოვის ("მეცხრე არხს" რომ ვეძახდით და არ დამიწყოთ ახლა "ოლიგარქი ბიძინა" და ა.შ. სულ სხვა თემაზე ვწერ) და უნდა მეზობელზე იეჭვიანებდა, უნდა ნათესავზე დაიბოღმებოდა, უნდა მეგობარს გამოუთხრიდა ჩუმად ძირს, უნდა ანონიმკებს დაწერდა თანამშრომელზე და უნდა რაც უნდა იმ სისულელეს იტყოდა - მის უშუალო ნაცნობთა წრეს ეს ამბავი მაინც არ გაცდებოდა.

ახლა? ამ ელექტრონული კომუნიკაციების წყალობით ცხოვრებაში რომ არასდროს გექნებოდა გადაკვეთა ისეთ ხალხთან გიწევს შეხება, ვერასდროს რომ ვერ გაიგონებდი ისეთი რაღაცეები გესმის და დედა რას ხედავს ჩემი თვალებიო რომ იტყვი, ისეთ რაღაცეებს ხედავ. მოკლედ, ძალიან ტრანსფარენტული გახდა ჩვენი არსებობა: ათასი ოხერი გიყურებს, გისმენს, გაკვირდება და ნერვებს გიშლის. ყოველი შენი სიტყვა თუ საქმე პრაქტიკულად სულ "ნავიდუა" და ამისთვის სულაც არაა საჭირო დიდი ცნობადობა. არა არს დაფარული, რაიცა არ გაცხადდეს.

ამის მერე კიდევ იტყვიან, ინტერნეტი ეშმაკის მოგონილიაო, მე მგონი პირიქით. ნანა ზარდიაშვილს ჰქონდა საინტერესო მოსაზრება, რომ ეშმაკის მოგონილი ტელევიზორია, რომელიც სხვა ადამიანებისგან გვწყვეტს, ხოლო ამის საპირწონედ ღმერთმა შექმნა ინტერნეტი. გამოგვაჭენა საქვეყნოდ და ახლა თუ თვითიზოლაციაში არ გადავარდები, ანუ ფაქტობრივად კომუნიკაციურ ბერად თუ არ აღიკვეცები ერისკაცობაში და ელექტრონულ კომუნიკაციებისგან შორს არ დაიჭერ თავს, ვერც მტერს დაემალები და ვერც მოყვარეს.

მოკლედ ერთი დიდი აბანო გახდა ეს ცხოვრება თეთრიც რომ ჩანს და შავიც. გამრჩევი თქვით თქვენ ოღონდ, გამრჩევი..." - წერს ზურაბიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს