საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ ოპერის მსოფლიო ვარსკვლავებს და ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის "ნატვრის ხე" წარმომადგენლებს უმასპინძლეს.
პრეზიდენტის სასახლეში საოპერო მომღერლები ნინო სურგულაძე, 21-ე საუკუნის უდიდესი ტენორი ფაბიო არმილიატო, მსოფლიო დივა დანიელა დესი, ბარიტონი ალბერტო გაძძალე, ვიოლინო ფრანჩეს კადეგო და მაესტრო დანიელე რუსტიონი იმყოფებოდნენ.
მიღებაზე აღინიშნა, რომ 13 სექტემბერს, 21:00 საათზე, ოპერის მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით, საქველმოქმედო ფონდი "ნატვრის ხე" საქველმოქმედო გალა კონცერტს გამართავს.