რაში დაიხარჯა ბიუჯეტის 95 ათასი ლარი - კალაძის ცოლის ძმამ შაორის ახალგაზრდული ბანაკის დეტალური ხარჯთაღრიცხვა წარადგინა

რაში დაიხარჯა ბიუჯეტის 95 ათასი ლარი - კალაძის ცოლის ძმამ შაორის ახალგაზრდული ბანაკის დეტალური ხარჯთაღრიცხვა წარადგინა

განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიორგი არეშიძემ შაორის ახალგაზრდული ბანაკის დანახარჯების დეტალური ანგარში წარადგინა:

ბანაკი, რომელიც 20 აგვისტოდან 10 სეტექმბარმდე ფუნქციონირებდა ბიუჯეტს 95 ათასი ლარი დაუჯდა. ადგილზე შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები 52 623 ლარი დაჯდა.

მოეწყო 20 კოტეჯი, სასადილო, ბუნგალო და ფანჩატური, ასევე სველი წერტილები, სპორტული მოედნები და ბანაკის გარე პერიმეტრი. შაორის ბანაკისთვის ინვენტარის შესაძენად 62 715 ლარი დაიხარჯა.

არეშიძე განმარტავს, რომ მოხდა 130 ორ-სართულიანი ხის საწოლის შეძენა (ერთეულის ფასი 220 ლარი) , 260 მატრასის (ერთეულის ფასი 60 ლარი), 260 ბალიშის (ერთეულის ფასი 5 ლარი), 260 საბნის (ერთეულის ფასი 22 ლარი) 20 ხის მაგიდის (ერთეულის ფასი 62,5 ლარი), 40 ხის სკამის (ერთეულის ფასი 20 ლარი), 50 პუფის (ერთეულის ფასი 30 ლარი), სპორტული ინვენტარისთვის სულ 7845 ლარი დაიხარჯა, ასევე დამზადდა ერთი ბანაკის დროშა, რომელიც 100 ლარი დაჯდა.

არეშიძის ინფორმაციით, ბანაკის მომსახურების ხარჯმა 108 152 ლარი შეადგინა. დამზადდა 1500 ბრენდირებული მაისური, 1000 ბრენდირებული კეპი, ასევე ამ ხარჯებში შედის, ინტერნეტ მომსახურება, ტრანსპორტირება დასუფთავება, დაცვის მომსახურება მედიკამენტები, 1 ადმინისტრატორი, 2 კოორდინატორი, 9 ლიდერი, 4 ტრენერი, 5 ტექნიკური პერსონალი, 2 ფოტოგრაფი და 2 ექიმის მომსახურება.

როგორც გიორგი არეშიძე განმარტავს, შაორის ბანაკში კვებისთვის 70 000 ლარი დაიხარჯა. მისი თქმით, ერთი ბენეფიციარის დღიური რაციონის ღირებულება 14 ლარს შეადგენდა.

ბანაკმა პირველ ნაკადში 198 ბენეფიციარს, მეორე ნაკადში 202 ბენეფიციარს, მესამე ნაკადში 200, ხოლო მეოთხე ნაკადში 204 ბენეფიციარს უმასპინძლა.

ბანაკის გახსნა დახურვის ღონისძიებებისთვის ხარჯები შემდეგნაირად გადანაწილდა 20 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით გახმოვანების აპარატურა, ტექნოკოსი, 2 მიკროფონი, ხმის მიქშერი, სცენა, განათების ფერმა და გადახურვა 30 087,5 ლარი დაჯდა. ფოტო/ვიდეო გადაღება 5 წუთიანი სარეკლამო რგოლი, პრომო ვიდეო (2 წუთი) ფოტოების დამუშავება - 11 875 ლარი; მუსიკალური გაფორმებები და დიჯეის მომსახურება 2 750 ლარი, ხოლო ღონისძიებისთვის შეძენილი იქნა 2000 ცალი ბუშტი რომელთა ღირებულებამ 200 ლარი შეადგინა.

როგორც არეშიძე აცხადებს, სცენის განთებასა და ლაზერ შოუში 7500 ლარი გადაიხადეს, სცენისთვის შადრევანი ფოიერვერკი 750 ლარი, კონფეტი 360 ლარი, ფოიერვერკი 4 000 ლარი დაჯდა.

მუსიკალურ ჯგუ "გუფი ლენდს" საათნახევრიანი კონცერტისთვის 5 ათასი ლარი გადაუხადეს, ხოლო მუსიკალურ ჯგუ "ბანს" საათნახევრიანი მომსახურებისთვი 4 125 ლარი მისცეს. 3 წამყვანმა, რომელბიც დახურვისა და გახსნის ღონისძიებას უძღვებოდნენ 7500 ლარი აიღეს, ცერემონიის საორგანიზაციო ჯგუფის ანაზღაურებამ კი 5900 ლარი შეადგინა.

გიორგი არეშიძემ აღნიშნული მონაცემები მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიატორის" დამფუძნებელმა გიგი კუბლაშვილმა იგი თანხების უკანონო ხარჯვაში დაადანაშაულა და ბანაკის მომსახურებისთვის მისი მეგობრის აიპისთვის თანხის უკანონო გადარიცხვაში დასდო ბრალი. კუბლაშვილი აცხადებს, რომ გიორგი არეშიძის სამსახურს შეეძლო ბანაკის სამუშაოებისთვის მერიაში არსებული აიპი სამსახურის მომსახურებით ესარგებლა. ამასთან, არეშიძემ განმარტა, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლოა და მისი ოჯახის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

თეა ბითაძე

ambebi.ge

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."