პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რეზო ჭეიშვილის დაკრძალვის ხარჯებს ქუთაისის მერია გაიღებს
რეზო ჭეიშვილის დაკრძალვის ხარჯებს ქუთაისის მერია გაიღებს

ქარ­თვე­ლი მწერ­ლის რეზო ჭე­იშ­ვი­ლის დაკ­რძალ­ვის ხარ­ჯებს ქუ­თა­ი­სის მე­რია გა­ი­ღებს.

მწე­რალ­სა და დრა­მა­ტურგს რეზო ჭე­იშ­ვილს ქუ­თა­ის­ში დაკ­რძა­ლა­ვენ. რეზო ჭე­იშ­ვილ­მა მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში დაკ­რძალ­ვის სურ­ვი­ლი სი­ცო­ცხლე­ში­ვე გა­მოთ­ქვა.

რეზო ჭე­იშ­ვილს ქუ­თა­ი­სის "მწვა­ნე ყვა­ვი­ლას" სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა პან­თე­ონ­ში, 15 სექ­ტემ­ბერს დაკ­რძა­ლა­ვენ.

ქარ­თვე­ლი მწე­რა­ლი რეზო ჭე­იშ­ვი­ლი გუ­შინ 82 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ის 1933 წლის 24 აპ­რილს და­ი­ბა­და. სხვა­დას­ხვა პე­რი­ოდ­ში იყო კი­ნოს­ტუ­დია "ქარ­თუ­ლი ფილ­მის" სას­ცე­ნა­რო კო­ლე­გი­ის წევ­რი, ჟურ­ნალ "გან­თი­ა­დის" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი, ქუ­თა­ი­სის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი და დი­რექ­ტო­რი. რეზო ჭე­იშ­ვი­ლი იყო რამ­დე­ნი­მე მოკ­ლე და სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მის ("მზი­ა­ნე­თი", "ზღვის მგე­ლი", "ავ­ტო­პორ­ტრე­ტი", "ფე­დია", "ჩემი მე­გო­ბა­რი ნო­და­რი", "გა­მო­ა­ღეთ ფან­ჯრე­ბი", "გა­თე­ნე­ბის წინ", "ჭი­და­ო­ბას რა უნდა", "ექ­სპრეს - ინ­ფორ­მა­ცია") სცე­ნა­რის ავ­ტო­რი. მი­ღე­ბუ­ლი აქვს შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო პრე­მია, აგ­რეთ­ვე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო პრე­მია. 2012 წელს მი­ი­ღო პრე­მია "საბა" ლი­ტე­რა­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლის­თვის.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რეზო ჭეიშვილის დაკრძალვის ხარჯებს ქუთაისის მერია გაიღებს

რეზო ჭეიშვილის დაკრძალვის ხარჯებს ქუთაისის მერია გაიღებს

ქართველი მწერლის რეზო ჭეიშვილის დაკრძალვის ხარჯებს ქუთაისის მერია გაიღებს.

მწერალსა და დრამატურგს რეზო ჭეიშვილს ქუთაისში დაკრძალავენ. რეზო ჭეიშვილმა მშობლიურ ქალაქში დაკრძალვის სურვილი სიცოცხლეშივე გამოთქვა.

რეზო ჭეიშვილს ქუთაისის "მწვანე ყვავილას" საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, 15 სექტემბერს დაკრძალავენ.

ქართველი მწერალი რეზო ჭეიშვილი გუშინ 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 1933 წლის 24 აპრილს დაიბადა. სხვადასხვა პერიოდში იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" სასცენარო კოლეგიის წევრი, ჟურნალ "განთიადის" მთავარი რედაქტორი, ქუთაისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი. რეზო ჭეიშვილი იყო რამდენიმე მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმის ("მზიანეთი", "ზღვის მგელი", "ავტოპორტრეტი", "ფედია", "ჩემი მეგობარი ნოდარი", "გამოაღეთ ფანჯრები", "გათენების წინ", "ჭიდაობას რა უნდა", "ექსპრეს - ინფორმაცია") სცენარის ავტორი. მიღებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო პრემია. 2012 წელს მიიღო პრემია "საბა" ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია