სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის ვიცე მერის კომენტარი სტიქიით დაზარალებულთა კომპენსაციების გაცემაზე
თბილისის ვიცე მერის კომენტარი სტიქიით დაზარალებულთა კომპენსაციების გაცემაზე

თბი­ლი­სის ვიცე მერი, ლაშა აბა­ში­ძე არ ეთან­ხმე­ბა სტი­ქი­ის შე­დე­გად და­ზი­ა­ნე­ბულ ქუ­ჩებ­სა და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მცხოვ­რე­ბი ზო­გი­ერ­თი ოჯა­ხის გან­ცხა­დე­ბას იმის თა­ო­ბა­ზე, რომ კომ­პენ­სა­ცი­ე­ბის გა­ცე­მა "შერ­ჩე­ვით" ხდე­ბა.

რო­გორც აბა­ში­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, კომ­პენ­სა­ცი­ე­ბის გა­ცე­მა იმ კა­ტე­გო­რი­ე­ბის მი­ხედ­ვით ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის მე­რი­ამ გან­სა­ზღვრა.

"პირ­ველ კა­ტე­გო­რი­ა­ში შე­მა­ვა­ლი ოჯა­ხე­ბის 90-95 პრო­ცენ­ტის შემ­თხვე­ვა­ში უკვე და­ვას­რუ­ლეთ კომ­პენ­სა­ცი­ის გა­ცე­მა. რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე კა­ტე­გო­რი­ას, ყვე­ლა ოჯა­ხია აღ­წე­რი­ლი და შე­სა­ბა­მი­სი ხარჯთაღ­რი­ცხვის წარ­დგე­ნი­სას მოხ­დე­ბა ზა­რა­ლის ანა­ზღა­უ­რე­ბა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ჩვენ გან­ვსა­ზღვრეთ არე­ა­ლი, რო­მელ­შიც მო­ვაქ­ცი­ეთ კონ­კრე­ტუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა. თბი­ლი­სის მე­რი­ის მიერ გან­სა­ზღვრუ­ლი წე­სიც სწო­რედ ამ არე­ალს ეხე­ბა, თუმ­ცა არის ისე­თი შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ძა­ლი­ან შორი ად­გი­ლე­ბი­დან მო­დი­ან ოჯა­ხე­ბი და ითხო­ვენ კომ­პენ­სა­ცი­ას. კი ბა­ტო­ნო, ჩვენ მა­თაც ვეხ­მა­რე­ბით, მაგ­რამ თუ ისი­ნი პირ­ველ ან მე­ო­რე კა­ტე­გო­რი­ა­ში არ ირი­ცხე­ბი­ან, კომ­პენ­სა­ცი­ის გან­სა­ზღვრულ წესს ვერ და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან", - გა­ნა­ცხა­და ლაშა აბა­ში­ძემ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, წყნე­თის ხე­ვის და სვა­ნე­თის ქუჩა, რო­მელ­თა მცხოვ­რებ­ლე­ბის ერთ ნა­წილ­საც კომ­პენ­სა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრე­ტენ­ზი­ე­ბი აქვთ, აღ­ნიშ­ნულ არე­ალ­ში მთლი­ა­ნა­დაა შე­სუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

თბილისის ვიცე მერის კომენტარი სტიქიით დაზარალებულთა კომპენსაციების გაცემაზე

თბილისის ვიცე მერის კომენტარი სტიქიით დაზარალებულთა კომპენსაციების გაცემაზე

თბილისის ვიცე მერი, ლაშა აბაშიძე არ ეთანხმება სტიქიის შედეგად დაზიანებულ ქუჩებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ზოგიერთი ოჯახის განცხადებას იმის თაობაზე, რომ კომპენსაციების გაცემა "შერჩევით" ხდება.

როგორც აბაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კომპენსაციების გაცემა იმ კატეგორიების მიხედვით ხორციელდება, რომელიც თბილისის მერიამ განსაზღვრა.

"პირველ კატეგორიაში შემავალი ოჯახების 90-95 პროცენტის შემთხვევაში უკვე დავასრულეთ კომპენსაციის გაცემა. რაც შეეხება მეორე კატეგორიას, ყველა ოჯახია აღწერილი და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის წარდგენისას მოხდება ზარალის ანაზღაურება. როგორც ცნობილია, ჩვენ განვსაზღვრეთ არეალი, რომელშიც მოვაქციეთ კონკრეტული უძრავი ქონება. თბილისის მერიის მიერ განსაზღვრული წესიც სწორედ ამ არეალს ეხება, თუმცა არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ძალიან შორი ადგილებიდან მოდიან ოჯახები და ითხოვენ კომპენსაციას. კი ბატონო, ჩვენ მათაც ვეხმარებით, მაგრამ თუ ისინი პირველ ან მეორე კატეგორიაში არ ირიცხებიან, კომპენსაციის განსაზღვრულ წესს ვერ დაექვემდებარებიან", - განაცხადა ლაშა აბაშიძემ.

მისივე განმარტებით, წყნეთის ხევის და სვანეთის ქუჩა, რომელთა მცხოვრებლების ერთ ნაწილსაც კომპენსაციასთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვთ, აღნიშნულ არეალში მთლიანადაა შესული.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია