პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შა­ბა­თი, მთვა­რის მე­ხუ­თე დღე და­ი­წყე­ბა 08:56-ზე, მთვა­რე ლომ­შია – ყვე­ლაფ­რის მიღ­წე­ვა შე­იძ­ლე­ბა, თუ კრე­ა­ტი­უ­ლი ხართ და მიზ­ნის მიღ­წე­ვას ცდი­ლობთ. უნდა და­იც­ვათ თქვე­ნი პრინ­ცი­პე­ბი და აქ­ტი­უ­რად გა­მო­ხა­ტოთ თქვე­ნი ემო­ცი­ე­ბი და გრძნო­ბე­ბი. გა­და­ი­ხა­დეთ ვა­ლე­ბი. და­ას­რუ­ლეთ რაც და­ი­წყეთ. გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეთ ნე­ბის­მი­ე­რი რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბა – ავე­ჯის გა­და­წყო­ბი­დან ბიზ­ნე­სის კონ­ცეფ­ცი­ის შეც­ვლამ­დე. არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი საქ­მე­ე­ბის წარ­მარ­თვა. ახა­ლი საქ­მე­ე­ბის და­წყე­ბა. არ არის სა­უ­კე­თე­სო დღე შო­რე­უ­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის. თუმ­ცა, კარ­გია ტაძ­რე­ბი­სა და მო­ნას­ტრე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბა.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანტალიაში ჩარჩენილი 47 ქართველი ჩამოიყვანეს - რა ბედი ელის დანარჩენ 130 ტურისტს
ანტალიაში ჩარჩენილი 47 ქართველი ჩამოიყვანეს - რა ბედი ელის დანარჩენ 130 ტურისტს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბით, ან­ტა­ლი­ა­ში ჩარ­ჩე­ნი­ლი 47 ქარ­თვე­ლი ტუ­რის­ტი ჩა­მო­იყ­ვა­ნეს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" "აირ­ზე­ნას" გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა იასე ზა­უ­ტაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, გუ­შინ­დე­ლი რე­ი­სით სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ ტუ­რის­ტე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი ჩა­მო­იყ­ვა­ნეს, რომ­ლე­ბიც სამ­შობ­ლო­ში 10 სექ­ტემ­ბერს უნდა დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო.

მი­სი­ვე თქმით, ქარ­თვე­ლი ტუ­რის­ტე­ბის ნა­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით სხვა ავი­ა­ხა­ზე­ბის მეშ­ვე­ო­ბით დაბ­რუნ­და. ზა­უ­ტაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ ქარ­თველ ტუ­რის­ტებს ან­ტა­ლი­ი­დან ეტა­პობ­რი­ვად კი­დევ ჩა­მო­იყ­ვა­ნენ.

"დღეს, 17:00 სა­ათ­ზე, კი­დევ შეს­რულ­დე­ბა რე­ი­სი ან­ტა­ლი­ა­ში და 130 ქარ­თველ ტუ­რისტს გად­მო­ვიყ­ვანთ. ამას­თან, 15 სექ­ტემ­ბერს კი­დევ შეს­რულ­დე­ბა რე­ი­სი, რომ­ლი­თაც ასე­ვე 130 ადა­მი­ანს ჩა­მო­ვიყ­ვანთ. პრობ­ლე­მა აღ­მო­ფხვრი­ლია და უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა მგზავ­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­დე­ბა. პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა­ში ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო ჩა­ერ­თო. რო­გორც სა­მი­ნის­ტრო­ში გვი­თხრეს, 14 ოქ­ტომ­ბერს კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა, რათა ტუ­რის­ტუ­ლი ფირ­მის ჩვენს მი­მართ არ­სე­ბუ­ლი და­ვა­ლი­ა­ნე­ბის და­ფარ­ვის შე­სა­ხებ სქე­მებ­ზე ვი­სა­უბ­როთ", - გა­ნა­ცხა­და ზა­უ­ტაშ­ვილ­მა.

თურ­ქეთ­ში ჩარ­ჩე­ნი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხის ორ­გა­ნი­ზე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს და­ა­ვა­ლა.

სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბის ხარ­ჯებს სა­ხელ­მწი­ფო და­ფა­რავს.

ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნია Alltours-ის მიერ თურ­ქეთ­ში, სა­კუ­რორ­ტო ქა­ლაქ ან­ტა­ლი­ა­ში და­სას­ვე­ნებ­ლად გამ­გზავ­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი უკან დაბ­რუ­ნე­ბას ვერ ახერ­ხებ­დნენ. გუ­შინ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" და­უ­კავ­შირ­დნენ მგზავ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც აცხა­დებ­დნენ, რომ რო­დე­საც მათი უკან დაბ­რუ­ნე­ბის დრო მო­ვი­და, ან­ტა­ლი­ა­ში უკან გა­მო­სამ­გზავ­რე­ბე­ლი თვითმფრი­ნა­ვი არ დახ­ვდათ. მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მი­ზე­ზად და­უ­სა­ხე­ლეს, რომ კომ­პა­ნია Alltours-მა "აირ­ზე­ნას" არ გა­და­უ­რი­ცხა თან­ხა და შე­სა­ბა­მი­სად თვითმფრი­ნა­ვიც არ გაფ­რინ­და მათ წა­მო­საყ­ვა­ნად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ანტალიაში ჩარჩენილი 47 ქართველი ჩამოიყვანეს - რა ბედი ელის დანარჩენ 130 ტურისტს

ანტალიაში ჩარჩენილი 47 ქართველი ჩამოიყვანეს - რა ბედი ელის დანარჩენ 130 ტურისტს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ანტალიაში ჩარჩენილი 47 ქართველი ტურისტი ჩამოიყვანეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" "აირზენას" გენერალურმა დირექტორმა იასე ზაუტაშვილმა განუცხადა, გუშინდელი რეისით საქართველოში იმ ტურისტების გარკვეული ნაწილი ჩამოიყვანეს, რომლებიც სამშობლოში 10 სექტემბერს უნდა დაბრუნებულიყო.

მისივე თქმით, ქართველი ტურისტების ნაწილი საქართველოში საკუთარი სახსრებით სხვა ავიახაზების მეშვეობით დაბრუნდა. ზაუტაშვილი აცხადებს, რომ ქართველ ტურისტებს ანტალიიდან ეტაპობრივად კიდევ ჩამოიყვანენ.

"დღეს, 17:00 საათზე, კიდევ შესრულდება რეისი ანტალიაში და 130 ქართველ ტურისტს გადმოვიყვანთ. ამასთან, 15 სექტემბერს კიდევ შესრულდება რეისი, რომლითაც ასევე 130 ადამიანს ჩამოვიყვანთ. პრობლემა აღმოფხვრილია და უკლებლივ ყველა მგზავრი საქართველოში დაბრუნდება. პრობლემის მოგვარებაში ეკონომიკის სამინისტრო ჩაერთო. როგორც სამინისტროში გვითხრეს, 14 ოქტომბერს კონსულტაციები გაიმართება, რათა ტურისტული ფირმის ჩვენს მიმართ არსებული დავალიანების დაფარვის შესახებ სქემებზე ვისაუბროთ", - განაცხადა ზაუტაშვილმა.

თურქეთში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანასთან დაკავშირებული საკითხის ორგანიზება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის სამინისტროს დაავალა.

საქართველოს მოქალაქეების თბილისში დაბრუნების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს.

ტურისტული კომპანია Alltours-ის მიერ თურქეთში, საკურორტო ქალაქ ანტალიაში დასასვენებლად გამგზავრებული საქართველოს მოქალაქეები უკან დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ. გუშინ "ინტერპრესნიუსს" დაუკავშირდნენ მგზავრები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ როდესაც მათი უკან დაბრუნების დრო მოვიდა, ანტალიაში უკან გამოსამგზავრებელი თვითმფრინავი არ დახვდათ. მათივე განმარტებით, მიზეზად დაუსახელეს, რომ კომპანია Alltours-მა "აირზენას" არ გადაურიცხა თანხა და შესაბამისად თვითმფრინავიც არ გაფრინდა მათ წამოსაყვანად.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია