პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტაძრები, სვანური კოშკი და წინაპართა საფლავები: როგორ გამოიყურება თანამედროვე სოჭი - ლალი მოროშკინას დღიურები "ქართული სოჭიდან"
ტაძრები, სვანური კოშკი და წინაპართა საფლავები: როგორ გამოიყურება თანამედროვე სოჭი - ლალი მოროშკინას დღიურები "ქართული სოჭიდან"

გა­სულ კვი­რას ვწერ­დით, რომ ლალი მო­როშ­კი­ნა უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში სოჭ­ში წას­ვლას გეგ­მავ­და და ინ­ტერ­ვი­უს მსვლე­ლო­ბი­სას იდეა გა­უჩ­ნდა, იქი­დან უწყვეტ რე­ჟიმ­ში რე­პორ­ტა­ჟებს მო­გაწ­ვდი­თო, რაც და­ვა­ნონ­სეთ კი­დეც. მო­როშ­კი­ნა უკვე სოჭ­შია და რო­გორც დაგვპირ­და, დე­დუ­ლე­თის ნახ­ვის შემ­დეგ, პირ­ვე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბაც "გა­მო­უ­ცხვია", რო­მელ­საც "დღი­უ­რე­ბი ქარ­თუ­ლი სო­ჭი­დან" და­არ­ქვა და ექ­სკლუ­ზი­უ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-ს გა­მო­უგ­ზავ­ნა.

"ქარ­თუ­ლი სოჭი"

დღე პირ­ვე­ლი

ბე­დის ირო­ნია აე­რო­პო­ტი­დან და­ი­წყო...

აღ­მოჩ­ნდა, რომ ვერც შ. რუს­თა­ვე­ლის აე­რო­პორ­ტი და ვერც "კო­პიტ­ნა­რი" ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს ძი­რძველ ქარ­თულ მი­წა­ზე მარ­ტივ და იაფ გა­და­ად­გი­ლე­ბას.

- პა­რი­ზი გნე­ბავთ? – კი, ბა­ტო­ნო...

- მოს­კო­ვი? – ა, ბა­ტო­ნო...

- ლონ­დო­ნი და ფრან­კფურ­ტი? - რას ამ­ბობთ ბა­ტო­ნო, დღე­ში სამ­ჯერ.

- სოჭი? და რა არის სოჭი? ხეს გუ­ლის­ხმობთ თუ სა­ღეჭ რე­ზინს? – არა, ბა­ტო­ნო!

ჰოდა, ჩემს სა­კუ­თარ დე­დუ­ლეთ­ში, თბი­ლი­სი­დან რომ 600 კმ.შია, სტამ­ბო­ლი­დან მო­მი­წია მოვ­ლა...

სალ­ვა­დორ დალი აუ­ცი­ლებ­ლად მი­უ­ძღვნი­და ამ ამ­ბავს რა­ი­მე სი­უ­რე­ა­ლუს­ტურ "კვერ­ცხდე­ნას"... ჩვენ კი რე­ა­ლო­ბას და­ვუბ­რუნ­დეთ...

მოკ­ლედ, 2 გა­დაჯ­დო­მით და 2 სა­ზღვრის კვე­თით, მამა-პა­პა­თა სა­ვა­ნემ­დე მი­ვაღ­წიე.

არ და­მი­წყოთ ახლა, სოჭი პუ­ტი­ნის საყ­ვა­რე­ლი ქა­ლა­ქი­აო! რას ლსპა­რა­კობთ? მეც ვგიჟ­დე­ბი მონ­ტე-კარ­ლო­ზე, გვა­რიც რუ­სუ­ლი მაქვს და ვი­თომ რა­ტომ არ და­მე­სა­კუ­თე­ბი­ნა?

აბა, ამათ სუ­ლებს ჰკი­თხეთ, ვის მი­წა­ში გა­ნის­ვე­ნე­ბენ?

ეს ჩემი ბა­ბუ­ის, თქვე­ნი ბა­ბუ­ის და ჩვე­ნი ბა­ბუ­ე­ბის სა­საფ­ლა­ოა...

ალ­ბათ უმ­რავ­ლე­სო­ბას კვერ­ცხსაც არა­ვინ უგო­რებს სა­აღ­დგო­მოდ, რად­გან არც იცი­ან, ვისი ჭი­რი­სუფ­ლე­ბი არი­ან... კარ­გად წა­ი­კი­თხეთ ეს გვა­რე­ბი!!! იქ­ნებ მათი სუ­ლე­ბი დიდი ხა­ნია თქვენ­გან სან­თლის დან­თე­ბას ითხო­ვენ...

ეს კი სო­ჭის სვა­ნე­თია...

ულა­მა­ზე­სი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია... ჩხე­ტი­ან-ქალ­დან­თა მოდ­გმა - ქმრის სა­ხე­ლის უკ­ვდავ­სამ­ყო­ფად, სო­ჭის თავ­ზე ამა­ყად აღ­მარ­თუ­ლი სვა­ნუ­რი კოშ­კი და სა­ლო­ცა­ვი.

ვაგ­რძე­ლებთ გზას და აი, მშე­ნე­ბა­რე ეკ­ლე­სია მო­ჩანს... და აქაც ქარ­თვე­ლე­ბის თა­ოს­ნო­ბით წმინ­და ნი­კო­ლო­ზის ხსე­ნე­ბის ტა­ძა­რი მშვენ­დე­ბა.

რაო, ვი­სი­აო ჩემი დე­დუ­ლე­თი???

ჩემი სოჭი, ჩე­მია!

ეს კი ქარ­თუ­ლი თე­მის თავ­კა­ცი, 9 ქარ­თვე­ლის მამა სი­მონ უჩა­ძეა!

რა უნდა? ჩემი თქვე­ნი და ჩვე­ნი კარ­გად ყოფ­ნა!

თა­ვის პა­ტა­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს და დიდ სით­ბოს ატა­რებს...

ეს ის ხალ­ხია სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის რის­კის ფა­სად აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლებს რომ ინა­ხავ­დნენ... ქუ­ჩას ლე­სე­ლი­ძის სა­ხე­ლი შე­მორ­ჩა...

რა სა­ჭი­როა ის ქუჩა, რო­მე­ლიც ტაძ­რამ­დე არ მიგ­ვიყ­ვანს??? გზად 3 გა­მო­ვი­ა­რეთ და გზის ბო­ლო­ში წმინ­და ნი­ნოს ეკ­ლე­სი­აა.

ვი­სია ჩემი დე­დუ­ლე­თი?

ჩემი დე­დუ­ლე­თი ჩე­მია...

მცხუნ­ვა­რე მზე... შავი ზღვი­დან მო­ნა­ბე­რი ცხე­ლი ჰა­ე­რი... ცი­ო­და, და­ვი­ღა­ლე და მომ­შივ­და..

არ და­მი­წყოთ ახლა, სოჭი გა­და­რუს­და და ბარ­ში ხომ არ უნდა მი­ირ­თვა ამ სი­ცხე­შიო???

აბა, ამას მო­უს­მი­ნეთ ქა­ლა­ქის ცენ­ტრში რას მღე­რი­ან?..

მარ­თლაც რამ­დე­ნი მა­ლო­დი­ნე, ჩემო დედა სამ­შობ­ლო?

ვი­სია ჩემი დე­დუ­ლე­თი?

ჩემი დე­დუ­ლე­თი ჩე­მია!

ეს ჩემი წი­ნაპ­რე­ბის საფ­ლა­ვე­ბია, ეს ჩვე­ნი მიწა-წყა­ლია... აქ ის­რო­ლა ჩემ­მა ბა­ბუ­ამ ისა­რი...

მე მიყ­ვარს ჩემი დე­დუ­ლე­თი

სოჭი

(ასე­თი სოჭი არა­ვინ იცის)

11.09.15

მო­ამ­ზა­და ლალი ფა­ცი­ამ

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ტაძრები, სვანური კოშკი და წინაპართა საფლავები: როგორ გამოიყურება თანამედროვე სოჭი - ლალი მოროშკინას დღიურები "ქართული სოჭიდან"

ტაძრები, სვანური კოშკი და წინაპართა საფლავები: როგორ გამოიყურება თანამედროვე სოჭი - ლალი მოროშკინას დღიურები "ქართული სოჭიდან"

გასულ კვირას ვწერდით, რომ ლალი მოროშკინა უახლოეს დღეებში სოჭში წასვლას გეგმავდა და ინტერვიუს მსვლელობისას იდეა გაუჩნდა, იქიდან უწყვეტ რეჟიმში რეპორტაჟებს მოგაწვდითო, რაც დავანონსეთ კიდეც. მოროშკინა უკვე სოჭშია და როგორც დაგვპირდა, დედულეთის ნახვის შემდეგ, პირველი შთაბეჭდილებაც "გამოუცხვია", რომელსაც "დღიურები ქართული სოჭიდან" დაარქვა და ექსკლუზიურად "ამბები.გე"-ს გამოუგზავნა.

"ქართული სოჭი"

დღე პირველი

ბედის ირონია აეროპოტიდან დაიწყო...

აღმოჩნდა, რომ ვერც შ. რუსთაველის აეროპორტი და ვერც "კოპიტნარი" ვერ უზრუნველყოფს ძირძველ ქართულ მიწაზე მარტივ და იაფ გადაადგილებას.

- პარიზი გნებავთ? – კი, ბატონო...

- მოსკოვი? – ა, ბატონო...

- ლონდონი და ფრანკფურტი? - რას ამბობთ ბატონო, დღეში სამჯერ.

- სოჭი? და რა არის სოჭი? ხეს გულისხმობთ თუ საღეჭ რეზინს? – არა, ბატონო!

ჰოდა, ჩემს საკუთარ დედულეთში, თბილისიდან რომ 600 კმ.შია, სტამბოლიდან მომიწია მოვლა...

სალვადორ დალი აუცილებლად მიუძღვნიდა ამ ამბავს რაიმე სიურეალუსტურ "კვერცხდენას"... ჩვენ კი რეალობას დავუბრუნდეთ...

მოკლედ, 2 გადაჯდომით და 2 საზღვრის კვეთით, მამა-პაპათა სავანემდე მივაღწიე.

არ დამიწყოთ ახლა, სოჭი პუტინის საყვარელი ქალაქიაო! რას ლსპარაკობთ? მეც ვგიჟდები მონტე-კარლოზე, გვარიც რუსული მაქვს და ვითომ რატომ არ დამესაკუთებინა?

აბა, ამათ სულებს ჰკითხეთ, ვის მიწაში განისვენებენ?

ეს ჩემი ბაბუის, თქვენი ბაბუის და ჩვენი ბაბუების სასაფლაოა...

ალბათ უმრავლესობას კვერცხსაც არავინ უგორებს სააღდგომოდ, რადგან არც იციან, ვისი ჭირისუფლები არიან... კარგად წაიკითხეთ ეს გვარები!!! იქნებ მათი სულები დიდი ხანია თქვენგან სანთლის დანთებას ითხოვენ...

ეს კი სოჭის სვანეთია...

ულამაზესი სიყვარულის ისტორია... ჩხეტიან-ქალდანთა მოდგმა - ქმრის სახელის უკვდავსამყოფად, სოჭის თავზე ამაყად აღმართული სვანური კოშკი და სალოცავი.

ვაგრძელებთ გზას და აი, მშენებარე ეკლესია მოჩანს... და აქაც ქართველების თაოსნობით წმინდა ნიკოლოზის ხსენების ტაძარი მშვენდება.

რაო, ვისიაო ჩემი დედულეთი???

ჩემი სოჭი, ჩემია!

ეს კი ქართული თემის თავკაცი, 9 ქართველის მამა სიმონ უჩაძეა!

რა უნდა? ჩემი თქვენი და ჩვენი კარგად ყოფნა!

თავის პატარა საქართველოში ცხოვრობს და დიდ სითბოს ატარებს...

ეს ის ხალხია საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად აფხაზეთიდან დევნილებს რომ ინახავდნენ... ქუჩას ლესელიძის სახელი შემორჩა...

რა საჭიროა ის ქუჩა, რომელიც ტაძრამდე არ მიგვიყვანს??? გზად 3 გამოვიარეთ და გზის ბოლოში წმინდა ნინოს ეკლესიაა.

ვისია ჩემი დედულეთი?

ჩემი დედულეთი ჩემია...

მცხუნვარე მზე... შავი ზღვიდან მონაბერი ცხელი ჰაერი... ციოდა, დავიღალე და მომშივდა..

არ დამიწყოთ ახლა, სოჭი გადარუსდა და ბარში ხომ არ უნდა მიირთვა ამ სიცხეშიო???

აბა, ამას მოუსმინეთ ქალაქის ცენტრში რას მღერიან?..

მართლაც რამდენი მალოდინე, ჩემო დედა სამშობლო?

ვისია ჩემი დედულეთი?

ჩემი დედულეთი ჩემია!

ეს ჩემი წინაპრების საფლავებია, ეს ჩვენი მიწა-წყალია... აქ ისროლა ჩემმა ბაბუამ ისარი...

მე მიყვარს ჩემი დედულეთი

სოჭი

(ასეთი სოჭი არავინ იცის)

11.09.15

მოამზადა ლალი ფაციამ

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია