ალა პუგაჩოვა სცენაზე ტრიუმფალური დაბრუნებისთის ემზადება, რომელიც ოქტომბერში კონკურს ”ახალ ტალღაზე” შედგება. იმისათვის, რომ უფრო დიდი ინტრიგა შეექმნა მომავალი ღონისძიების იგრვლივ, ფილიპ კირკოროვმა პრიმადონას თაყვანისმცემლებს არტისტის საკმაოდ თამამი პორტრეტი გაუზიარა.
ნახატზე სრულად შიშველი პუგაჩოვაა ასახული, რომელიც სიშიშვლეს ვარდებით იფარავს. პოპ დივას გარს ახვევია კუპიდონები და თაიგულები, უკანა ფონზე კი კრემლი მოსჩანს.
”აი ისიც, დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ შეგიძლიათ იხილოთ ნახატი, რომელიც ოცი წლის წინ მოულოდნელად გაქრა!”, - ასე მოკლედ აღწერა ტილოს ისტორია ფილიპ კირკოროვმა.
ნახატმა ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია. მომღერლის ასეთი თამამი წარმოჩენა ყველას არ მოწონებია, მაგრამ უმეტესობა აღფრთოვანებული დარჩა: ”პუგაჩოვა არასოდეს ყოფილა მოდელობის მოტრფიალე, მაგრამ ყოველთვის რჩებოდა თვალწარმტაც ქალად, რომელიც უყვართ და რომელსაც ეთაყვანებიან კაცები”. ”ბრავო! ძალიან ლამაზია! კარგია, რომ მოიძებნა!”, ”ეს ხელოვნებაა მეგობრებო! მშვენიერი ნამუშევარია. ტილოზე აღბეჭდილია დიდებული ქალი, მსახიობი, მომღერალი, კომპოზიტორი: მისი წოდება და დამსახურებების ჩამოთვლა საკმაოდ დიდ ხანსაა შესაძლებელი!”, - ეხმაურებიან თაყვანისმცემლები კირკოროვის გამოქვეყნებულ ნახატს.