ინდიგო ბავშვები - ვინ არიან ისინი და როგორ უნდა ამოიცნოთ

ინდიგო ბავშვები - ვინ არიან ისინი და როგორ უნდა ამოიცნოთ

კითხვა, რომელიც ბოლო 20 წელია მშობლებს მოსვენებას უკარგავს - ვინ არიან ინდიგო ბავშვები? რატომ არიან უნიკალურები? გადაიკითხეთ და დასკვნები თავად გამოიტანეთ...

ტერმინი - "ინდიგო ბავშვები" პირველად ნენსი ენ ტეპმა გაახმოვანა. იგი დარწმუნებულია, რომ ადამიანის "ფერს" ხედავს და მისი მიხედვით ადამიანის, მისი თვისებების და ხასიათის ამოცნობა შეუძლია. ნენსის ვარაუდით, ბოლო 20 წელია დედამიწაზე ახალი რასა იბადება, რომელთა აურის ფერიც იისფერია და ისინი რადიკალურად განსხვავებიან ჩვეულებრივი ადამიანებისგან.

რითი გამოირჩევიან ინდიგო ბავშვები დანარჩენებისგან:

მათ აქვთ ინტელექტის მაღალი დონე;

ემოციურ დონეზე აღიქვამენ სამყაროს;

არიან მეტად იმპულსურები;

განუვითრებელი კომუნიკაბელურობით;

სხვადასხვა სფეროს მიმართ აქვთ გამძაფრებული ინტერესი;

"უმეგობრდებიან" ნებისმიერ ცხოველს;

გამორჩეულად ნიჭიერები არიან.

ინდიგო ბავშვების ტიპები:

ლი კეროლი თავის ბესტსელერ წიგნში "ინდიგო ბავშვები: ახალი ბავშვები უკვე მოვიდნენ" ოთხ კატეგორიას განიხილავს:

ჰუმანისტები - ჰიპერაქტიული, დაკვირვებული, მაქსიმალურად კომუნიკაბელური ბავშვები. მათგან გენიალური ექიმები, პოლიტიკოსები და მასწავლებლები გამოდიან.

მხატვრები - ყველაზე მგრძნობიარე ტიპი ინდიგო ბავშვებში. მათ გარშემო მუდამ შემოქმედებითი სფეროა. განსაკუთრებით მგრძნობიარეები არიან და გარშემო მყოფებს მათი გაგება უჭირთ.

კონცეპტუალისეტები - მართველებად დაბადებულები. პიროვნებები, რომლებიც ბავშვობიდან ცდილობენ მმართონ გარშემო ყველა და ყველაფერი.

მცხოვრებნი ყველა განზომილებაში - ყველაზე იშვიათი ტიპი. მაქსიმალურად დამოუკიდებლები, გამოკვეთილი გენიოსები და პიროვნებები, რომლებიც არ იაზრებენ სხვათა მოსაზრებებს.

ინდიგოს ძიებაში

ინდიგო ბავშვზე ნანახი ფილმის, წაკითხული სტატიისა თუ ყურმოკრული ინფორმაციის შემდეგ ყველა მშობელი ცდილობს საკუთარ ბავშვშვი ინდიგო ამოიცნოს.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია