სექტემბერი ყოველთვის სასკოლოდ მზადებას უკავშირდება. ამ დროს მშობლებს უამრავი საზრუნავი უჩნდებათ, იქნება ეს ტანსაცმლის ყიდვა თუ სახელმძღვანელოების არჩევა.თუმცა სასკოლო ციებ-ცხელებაში მხოლოდ მშობლები და მოსწავლეები არ არიან ჩართული. მზადების პროცესი მნიშვნელოვანია სხვადასხვა კომპანიისთვისაც, რომ რაც შეიძლება საინტერესო შეთავაზებები გაუკეთონ მომხმარებლებს. უნივერსალური დაგროვების ბარათის უნიქარდის რამდენიმე პარტნიორი კომპანია სწორედ მათ სიაშია და მომხმარებლებს საშუალებას აძლევენ საინტერესო აქციით და შემოთავაზებით ისარგებლონ.
უნიქარდის სასკოლო მზადება10 სექტემბერს დაიწყო. ჩვენ უნიქარდის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს ანა კოშაძეს გავესაუბრეთ.
„სასკოლოდ მზადება ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია პირველკლასელების ცხოვრებაში ახალი და მნიშვნელოვანი პერიოდი იწყება. მზადების პროცესი თავისთავად ძალიან სახალისო და პოზიტიურია. უნიქარდი შეეცადა კიდევ უფრო მეტი პოზიტივი ეჩუქებინა პატარებისთვის, რომლებსაც თავის გარკვეულ პარტნიორ კომპანიებში საჩუქრად უნიქარდის სასკოლო ცხრილი ელით.
განვაახლეთ უნიქარდის კატალოგი, სადაც ბევრი საბავშვო საკანცელარიო ნივთია და ბარათის მფლობელებს შეუძლიათ საჩუქარი შეარჩიონ პატარებისთვის.
მოგეხსენებათ,უნიქარდს 200-მდე პარტნიორი კომპანია ყავს, ბვერი მათგანი სასკოლოდ საინტერესო აქციას სთავაზობს მომხმარებლებს. ამ სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიღება ჩვენი ფეისბუქის გვერდიდან არის შესაძლებელი.“
უნიქარდის გაკვეთილების ცხრილის მიღება შესაძლებელია კომპანიებში, რომლებიც სასკოლოდ განსაკუთრებულად აქტიურობენ და სხვადასხვა საინტერესო შეთავაზებას უკეთებენ თავიანთ მომხმარებლბებს. დამატებითი ინფორმაციის მიღება მომხმარებლებს ვებგვერდზე www.unicard.ge შეუძლიათ.
R