ლალი ტოტიკაშვილი წლების შემდეგ ისევ ბრწყინვალეა! - სად არის და რას საქმიანობს პოპულარული ქართველი მოდელი

ლალი ტოტიკაშვილი წლების შემდეგ ისევ ბრწყინვალეა! - სად არის და რას საქმიანობს პოპულარული  ქართველი მოდელი

წარსულში ცნობილმა მოდელმა ლალი ტოტიკაშვილმა ცოტა ხნის წინ მონაწილეობა ისეთ აზარტულ და პოპულარულ თამაშში მიიღო, როგორიც "მიმიხვდია", რომელიც "პალიტრა TV"-ის ეთერში ყოველ პარასკევ საღამოს გადის. ლალი ტოტიკაშვილის მეწყვილე შონზო, იგივე ზურა გაჩეჩილაძე იყო. თამაშს მშვენივრად გართვეს თავი, ნახევარფინალიც გადალახეს და ახლა ფინალისთვის ემზადებიან.

ფინალის წინ ლალი ტოტიკაშვილს დავუკავშირდით.

- მე და შონზომ ფინალში უნდა ვითამაშოთ. საერთოდ კი, ამ თამაშმა ფანტასტიკური ემოცია განმაცდევინა. პირველი გადაცემიდან ნახევარფინალში მოვხვდით და მერე ფინალშიც გადავედი. ვემზადებით და დიდი მოლოდინი გვაქვს, რადგანაც საკმაოდ კარგად ავეწყვეთ ერთმანეთს. მაინტერსებს, რა მოხდება.

- ე.ი. თამაში მოგეწონა?

- ძალიან მომეწონა, მასში მონაწილეობით მართლა ვისიამოვნე და გავერთე, კარგი ემოციები დამიტოვა. შონზოც მაგარი მეწყვილე აღმოჩნდა.

- წარმატებას გისურვებ... ახლა შენს დღევანდელ საქმიანობაზე გვიამბე, რადგანც არსად აღარ ჩანხარ. არადა, წარსულში ცნობილი მოდელი იყავი. ავთანდილის სამოდელო სახის სახეც, შენ გარეშე არც ერთი გრანდიოზული ჩვენება არ იმართებოდა...

- ისევ იმავე სფეროში ვარ, ჩემს მეგობრებთან (ირინა ონაშვილი, სოფო ბურჯანაძე, ლელა ცინცაძე) ერთად სამოდელო სააგენტო "ფეშენ შარმს" ვხელმძღვანელობ და გვაქვს წარმატებები. თითქმის უკვე 17 წელია ამ საქმეს ვემსახურები. ძალიან გვიყვარს ჩვენი საქმე, რასაც სიამოვნებით ვემსახურებით. გარდა იმისა, რომ ვმუშაობთ მოდელებთან, ვზრდით მათ და ახალბედებს საკუთარ გამოცდილებას ვუზიარებთ. ასევე ახალი ხაზის განვითარებაც დავიწყეთ. ვქსოვთ ბავშვებისთვის ლამაზ ჟაკეტებს და არა მარტო მათთვის, მაგრამ ჯერ პატარების ხაზს ვამზადებთ და სექტემბერში პრეზენტაციას ვგეგმავთ, ანუ მოვაწყობთ ჩვენებას.

VIDEO| "ბოზ... ბოზ"... არადა, შონზო მხოლოდ საჭმელზე ელაპარაკება ლალი ტოტიკაშვილს

- ვინ არის დიზაინერი?

- ერთობლივად, საკუთარი გემოვბით ვქმნით დიზაინს და ჩვენს ჩანაფიქრს მქსოველები ასრუებენ და ხელით საოცარი ნამუშევრები იქმნება. მოკლედ, მქსოველთა ჯგუფი მუშაობს.

- არ გენატრება პოდიუმი? ან ძველი მოდელები ხომ არ გეგმავთ რაიმე ისეთ ჩვენებას, სადაც ყველანი ერთად მოიყრით თავს?

- ჩვენ ჩვენებებში აღარ გამოვდივართ, ახლა უკვე ჩვენი მოსწავლეები მონაწილეობენ. თუ მაინცდამაინც არ მოხდა რაღაც განსაკუთრებული შემთვხევა, ამა თუ იმ ჩვენებაში ძველი მოდელები არ მოგვითხოვეს, ისე არანაირად. ისე, დაახლოებით ერთი წლის წინ ავთანდილის ჩვენებაში კი ვმონაწილეობდით, იყვნენ ახალბედებიც, მაგრამ ვიყავით ჩვენც. ხომ ვამბობ, თუ რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა არ არის, მოკლედ, ძირითადად ჩვენი სააგენტოს მოდელები გამოდიან და დიზაინერების კოლექციებს წარმოადგენენ.

ამიტომ წარსულის ნოსტალგიას ის მიკლავს, რომ ვრჩები ამ სფეროში, არსად მივდივარ და საკუთარ გამოცდილებას სხვას უზიარებ. დიახ, ახალ თაობას ვასწავლით.

- ორი შვილის დედა ხარ. შენ პატარა გოგონას ხომ არ აქვს მოდელობის სურვილი?

- საბა 9 წლის არის, ნიტა - 6-ის, წელს მიდის სკოლაში. ბავშვები უკვე გაიზარდნენ, მაგრამ ნიტა ჯერ მაინც ძალიან პატარაა იმისთვის, რომ ამ სფეროში რაიმე სურვილები ჰქონდეს. თუმცა მოსწონს, როდესაც პოდიუმზე მოსიარულე გოგონებს უყურებს... მე 16 წლის ვიყავი, როცა მოდელი გავხდი.

VIDEO| შონზოს "ლუდი" უნდა, ლალი ტოტიკაშვილს "კნუტი"

- როგორც ვიცი, ისტორიის ფაკულტეტი გაქვს დამთავრებული, მაგრამ ამ მიმართულებით არასდროს გიმუშავია. როგორ ფიქრობ, მოდელობით ცხოვრებაში სწორი არჩევანი გააკეთე?

- კი, სწორი არჩევანი იყო. ეს ის სფეროა, სადაც კარგად ვგრძნობდი თავს. მომწონს ძალიან რასაც ვაკეთებდი და დღემდე ვაკეთებ. საერთოდ, ასეა, იმ საქმეს უკეთესად ასრულებ, რაც გიზიდავს, ვიდრე იმას, რაც ნაკლებად გაინტერესებს. ძალიან მაიყვარს ჩემი პროფესია და კიდევ დიდხანს ვაპირებ ამ სფეროში დარჩენას.

P.S. მაყურებელს მონატრებული მოდელის ხილვა დღეს, პარასკევს, "პალიტრა TV"-ის გასართობი პოპულარული შოუს, "მიმიხვდის" ფინალში შეუძლია. ფინალური გადაცემა ეთერში 21:30 საათზე გავა.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ნახეთ პოპულარული ტელეშოუს ყველაზე გამორჩეული ეპიზოდები PalitraTV.ge-ზე

კახეთში გოგონას ხელის სათხოვნელად მისული სასიძო და მისი მეგობრები "კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის" დარღვევისთვის დააჯარიმეს

LIVE: სპეცპროექტი COVID-19 - ბიძინა კულუმბეგოვი

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"