პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ყვებიან ანტალიაში მიტოვებული ქართველები და როდის დაბრუნდებიან შინ - ტურისტული და ავიაკომპანიის არადამაიმედებელი კომენტარები
რას ყვებიან ანტალიაში მიტოვებული ქართველები და როდის დაბრუნდებიან შინ - ტურისტული და ავიაკომპანიის არადამაიმედებელი კომენტარები

"უპატ­რო­ნოდ მიგ­ვა­ტო­ვეს... ამა­ოდ ვცდი­ლობთ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბას...", - ეს იმ აღ­შფო­თე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბია, რომ­ლე­ბიც თურ­ქე­თის სა­კუ­რორ­ტო ქა­ლაქ ან­ტა­ლი­ა­ში ჩარ­ჩნენ და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას ვერ ახერ­ხე­ბენ. ამის მი­ზე­ზი კომ­პა­ნია Alltour-ის და­ვა­ლი­ა­ნე­ბაა, რო­მელ­საც კომ­პა­ნია "აირ­ზე­ნას" ვერ უფა­რავს, შე­სა­ბა­მი­სად, "აირ­ზე­ნა" ფრე­ნის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე უარს ამ­ბობს. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ორ კომ­პა­ნი­ას შო­რის და­ვის გამო სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მომ­გზავ­რე­ბას ვერ ახერ­ხე­ბენ.

"ambebi.ge"-ს მგზავ­რე­ბი და­უ­კავ­შირ­დნენ, რომ­ლე­ბიც აცხა­დე­ბენ, რომ რო­დე­საც მათი უკან დაბ­რუ­ნე­ბის დრო მო­ვი­და, ან­ტა­ლი­ა­ში უკან გა­მო­სამ­გზავ­რე­ბე­ლი თვითმფრი­ნა­ვი არ დახ­ვდათ.

"ტუ­რის­ტულ კომ­პა­ნი­ა­ში ტე­ლე­ფონს არ პა­სუ­ხო­ბენ. უპატ­რო­ნოდ მი­ტო­ვე­ბუ­ლი ტუ­რის­ტე­ბი ამა­ოდ ცდი­ლო­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბას. მათ ღა­მე­ე­ბის გა­თე­ნე­ბა უწევთ ქუ­ჩა­ში და გა­პარ­ტა­ხე­ბულ ბინ­ძურ სას­ტუმ­რო­ებ­ში. სა­ნამ კომ­პა­ნია ზა­რებს პა­სუ­ხობ­და, კლი­ენ­ტებს აძ­ლევ­და ყალბ იმედს, რომ თვითმფრი­ნა­ვი მალე გა­მოფ­რინ­დე­ბო­და", - აცხა­დე­ბენ მგზავ­რე­ბი.

ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, მაია მჭედ­ლიშ­ვი­ლი "იმედ­თან" სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბარ­ში პრობ­ლე­მას ადას­ტუ­რებს.

"კი, რე­ა­ლუ­რად არის იქ ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მა. რე­ის­ზე და­ვა­ლი­ა­ნე­ბა არის დარ­ჩე­ნი­ლი და ამ და­ვა­ლი­ა­ნე­ბის გამო ავი­ა­კომ­პა­ნია არ ას­რუ­ლებს რე­ისს", - გა­ნა­ცხა­და მაია მჭედ­ლიშ­ვილ­მა და აღ­ნიშ­ნა, რომ თვითმფრი­ნა­ვი 14:00 სა­ათ­ზე გაფ­რინ­დე­ბა.

რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ ჩვენ კი­დევ ერთხელ და­ვუ­კავ­შირ­დით "აირ­ზე­ნას". კომ­პა­ნი­ა­ში არ ფლო­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თუ რო­დის გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ფრე­ნა, შე­სა­ბა­მი­სად არც ის იცი­ან, რო­დის ჩა­მოფ­რინ­დე­ბი­ან ან­ტა­ლი­ა­ში მი­ტო­ვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

"ვე­ლო­დე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას ცენ­ტრა­ლუ­რი ოფი­სი­დან რე­გის­ტრა­ცი­ის და­წყე­ბის თა­ო­ბა­ზე. ამ დრო­ის­თვის, უც­ნო­ბია, თუ რო­დის გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­დან ან­ტა­ლი­ა­ში ფრე­ნა, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნუ­ლი მგზავ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში უნდა ჩა­მო­იყ­ვა­ნოს", - აცხა­დე­ბენ კომ­პა­ნი­ა­ში.

კომ­პა­ნია Alltour-ში კი, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი წა­იყ­ვა­ნა ან­ტა­ლი­ა­ში, სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რებს აღარ პა­სუ­ხო­ბენ.

ლექ­სო ნა­ბახ­ტე­ვე­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

რას ყვებიან ანტალიაში მიტოვებული ქართველები და როდის დაბრუნდებიან შინ - ტურისტული და ავიაკომპანიის არადამაიმედებელი კომენტარები

რას ყვებიან ანტალიაში მიტოვებული ქართველები და როდის დაბრუნდებიან შინ - ტურისტული და ავიაკომპანიის არადამაიმედებელი კომენტარები

"უპატრონოდ მიგვატოვეს... ამაოდ ვცდილობთ ინფორმაციის მიღებას...", - ეს იმ აღშფოთებული საქართველოს მოქალაქეების განცხადებებია, რომლებიც თურქეთის საკურორტო ქალაქ ანტალიაში ჩარჩნენ და საქართველოში ჩამოსვლას ვერ ახერხებენ. ამის მიზეზი კომპანია Alltour-ის დავალიანებაა, რომელსაც კომპანია "აირზენას" ვერ უფარავს, შესაბამისად, "აირზენა" ფრენის განხორციელებაზე უარს ამბობს. მოქალაქეები ორ კომპანიას შორის დავის გამო საქართველოში გამომგზავრებას ვერ ახერხებენ.

"ambebi.ge"-ს მგზავრები დაუკავშირდნენ, რომლებიც აცხადებენ, რომ როდესაც მათი უკან დაბრუნების დრო მოვიდა, ანტალიაში უკან გამოსამგზავრებელი თვითმფრინავი არ დახვდათ.

"ტურისტულ კომპანიაში ტელეფონს არ პასუხობენ. უპატრონოდ მიტოვებული ტურისტები ამაოდ ცდილობენ ინფორმაციის მიღებას. მათ ღამეების გათენება უწევთ ქუჩაში და გაპარტახებულ ბინძურ სასტუმროებში. სანამ კომპანია ზარებს პასუხობდა, კლიენტებს აძლევდა ყალბ იმედს, რომ თვითმფრინავი მალე გამოფრინდებოდა", - აცხადებენ მგზავრები.

ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი, მაია მჭედლიშვილი "იმედთან" სატელეფონო საუბარში პრობლემას ადასტურებს.

"კი, რეალურად არის იქ ფინანსური პრობლემა. რეისზე დავალიანება არის დარჩენილი და ამ დავალიანების გამო ავიაკომპანია არ ასრულებს რეისს", - განაცხადა მაია მჭედლიშვილმა და აღნიშნა, რომ თვითმფრინავი 14:00 საათზე გაფრინდება.

რამდენიმე წუთის წინ ჩვენ კიდევ ერთხელ დავუკავშირდით "აირზენას". კომპანიაში არ ფლობენ ინფორმაციას, თუ როდის განხორციელდება ფრენა, შესაბამისად არც ის იციან, როდის ჩამოფრინდებიან ანტალიაში მიტოვებული საქართველოს მოქალაქეები.

"ველოდებით ინფორმაციას ცენტრალური ოფისიდან რეგისტრაციის დაწყების თაობაზე. ამ დროისთვის, უცნობია, თუ როდის განხორციელდება საქართველოდან ანტალიაში ფრენა, რომელმაც აღნიშნული მგზავრები საქართველოში უნდა ჩამოიყვანოს", - აცხადებენ კომპანიაში.

კომპანია Alltour-ში კი, რომელმაც აღნიშნული მოქალაქეები წაიყვანა ანტალიაში, სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობენ.

ლექსო ნაბახტეველი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია