რეზო ჭეიშვილი გარდაიცვალა - მწერალისა და დრამატურგის ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები

რეზო ჭეიშვილი გარდაიცვალა - მწერალისა და დრამატურგის ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები

ქართველი მწერალი, დრამატურგი რეზო ჭეიშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Ambebi.ge-ს საქართველოს კულტურის სამინისტროში დაუდასტურეს.

შეგახსენებთ, რომ ჭეიშვილი 1933 წლის 24 აპრილს, ქუთაისში დაიბადა. 1992 წელს საქართველოს მწერალთა ყრილობაზე იგი მწერალთა კავშირის მდივნად, თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩიეს.

2000 წლიდან ჭეიშვილი საქართველოს მწერალთა ლიტერატურული ფონდის თავმჯდომარე იყო, სადაც დღემდე მსახურობდა.

რეზო ჭეიშვილი განსაკუთრებით ცნობილი ''ცისფერი მთების'' გამო გახდა, რომელიც 1983 წელს, რეზო ჭეიშვილისა და ელდარ შენგელაიას სცენარის მიხედვით საბჭოთა ცენზურის პირობებში შეიქმნა.

1961 წლის ჩათვლით, ვიდრე 1992 წლამდე, მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" რედაქტორად, სასცენარო კოლეგიის წევრად, შემოქმედებითი გაერთიანების წევრად და ერთ-ერთ ხელმძღვანელად, პარალელურად მოღვაწეობდა ჟურნალებში "ცისკარი", "საუნჯე".

1987 წლის იანვარში გაამწესეს ალმანახ "განთიადის" მთავარ რედაქტორად მშობლიურ ქალაქ ქუთაისში . მისი მეცადინეობით ალმანახი (ამას კრემლის ნებართვა სჭირდებოდა) გადაკეთდა ჟურნალად და განთიადი რევოლუციური კატაკლიზმების (1988 წლის 9 აპრილი, 1991-93 და მომდევნო წლები) დაწყებამდე გამოდიოდა რეგულარულად, სოლიდური მოცულობითა და დიდი ტირაჟით.

თავმჯდომარეობდა რუსთაველის საზოგადოებას, იმ წლებშივე (1987-1992) დააარსა საზოგადოებრივ-პუბლიცისტური გაზეთი "მოწამეთა", შემდგომში ილუსტრირებული ჟურნალი "მწვანეყვავილა". უსახსრობის გამო ლიტერატურულ-საზოგადოებრივი ზემოთ ნახსენები ორივე ორგანო დაიხურა.

1992 წელს საქართველოს მწერალთა ყრილობაზე არჩეულ იქნა მწერალთა კავშირის მდივნად, თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, 2000 წლიდან საქართველოს მწერალთა ლიტერატურული ფონდის თავმჯდომარეა, სადაც მსახურობდა დღემდე.

1997-98 წლის ორ სეზონს, როგორც დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი უძღვებოდა ლადო მესხისვილის სახელობის ქუთაისის აკადემიურ თეატრს.

არჩეულ იყო მესამე მოწვევის (1992-1995) პარლამენტის დეპუტატად.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია