საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყო "პიერო" და როგორ ახასიათებენ მას მეგობრები - "არ უნდა ვლაპარაკობდეთ ადამიანებზე მათი სუნთქვის გაჩერების მერე..."
ვინ იყო "პიერო" და როგორ ახასიათებენ მას მეგობრები - "არ უნდა ვლაპარაკობდეთ ადამიანებზე მათი სუნთქვის გაჩერების მერე..."

"ცხოვ­რე­ბა იმა­ზე მე­ტად მიყ­ვარს, ვიდ­რე სიკ­ვდი­ლი, მაგ­რამ მე ცხოვ­რე­ბის­თვის არ გავ­ჩე­ნილ­ვარ", - ეს სი­ტყვე­ბი ზუკა კო­კა­ი­ას ბოლო პოს­ტი­დან არის, რო­მე­ლიც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა. 23 წლის ზუკა ზუგ­დი­დე­ლი იყო, ამ­ბო­ბენ, რომ თბი­ლის­ში დე­დას­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. ზუკა კო­კა­ია თსუ-ს მხი­ა­რულ­თა და საზ­რი­ან­თა კლუ­ბის წევ­რი გახ­ლდათ. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი "ჯი დი ეს"-ზე მუ­შა­ობ­და სცე­ნა­რის­ტად, თუმ­ცა სწავ­ლის გამო სამ­სა­ხუ­რი მი­ა­ტო­ვა. შეყ­ვა­რე­ბუ­ლიც ჰყავ­და.

ნა­ხეთ| "ვკრეფ ამ წე­რილს და აქვე ვა­პი­რებ სუ­ი­ციდს..." - ზუკა კო­კა­ი­ას გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბე­ლი პოს­ტი და თვით­მკვლე­ლო­ბის შე­საძ­ლო მი­ზე­ზე­ბი

რო­გორც მისი მე­გო­ბა­რი ლაშა ბას­ლან­ძე AMBEBI.GE-სთან იხ­სე­ნებს, ზუკა "იუ­ვენ­ტუ­სის" ფანი იყო.

- "იუ­ვენ­ტუ­სის" ფანკლუბ­ში გა­ვი­ცა­ნი, მხი­ა­რუ­ლი და პო­ზი­ტი­უ­რი ბიჭი იყო. ისე­თი მა­გა­რი ბიჭი იყო, სულ გი­ხა­რო­და მისი ნახ­ვა. ცოტა ხანი ჩემ­თან წა­მო­ვიყ­ვა­ნე სცე­ნა­რის­ტად, მაგ­რამ სწავ­ლის გამო მალე და­ტო­ვა სამ­სა­ხუ­რი. "იუ­ვეს" დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი იყო, ტა­ტუ­ე­ბი ჰქონ­და, ბევ­რი ეგე­თი ფანი არ მი­ნა­ხავს. ბო­ლოს რამ­დე­ნი­მე თვის წინ ვნა­ხე, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჰყავ­და. მას შემ­დეგ პი­ე­რო აღარ მი­ნა­ხავს და არ ვიცი რა ხდე­ბო­და მის ცხოვ­რე­ბა­ში. როცა მისი სტა­ტუ­სი წა­ვი­კი­თხე, მე­გო­ნა ხუმ­რობ­და, მაგ­რამ შემ­დეგ მე­გო­ბარ­მა და­მი­რე­კა პრო­ზექ­ტუ­რი­დან... ახ­ლაც ვერ ვი­ჯე­რებ. გახ­სნი­ლი ადა­მი­ა­ნი იყო პი­ე­რო, რო­გორც გა­ვი­გე ისე­თი პრო­ლე­მე­ბი არ ჰქონ­და, ამ ზო­მამ­დე რომ მი­სუ­ლი­ყო.

თეკო მეზვრიშ­ვი­ლი ზუკა კო­კა­ი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან იც­ნობს. მათ 6 წლი­ა­ნი მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებთ.

- პი­ე­რო ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი იყო ჩემს სა­მე­გობ­რო­ში, ვის­გა­ნაც თვით­მკვლე­ლო­ბას ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი. ზუკა და­ახ­ლო­ე­ბით 6 წლის წინ გა­ვი­ცა­ნი, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ჩვე­ნი სა­ერ­თო მე­გობ­რის­გან (მა­ნაც თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა სი­ცო­ცხლე) უნი­ვერ­სი­ტე­ტის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბით ვცხოვ­რობ­დით, ყო­ველ­თვის შე­ეძ­ლო და­დე­ბი­თის გა­ცე­მა, ნე­ბის­მი­ერ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ახერ­ხებ­და კარ­გი გან­წყო­ბა შე­ექ­მნა ჩვენ­თვის... ზუკა ჩემს სა­მე­გობ­რო­ში ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი იყო ვი­საც ეს­მო­და ხვე­ლა სა­ხის ხუმ­რო­ბა და თავს იუ­მორ­ში ყვე­ლა­ზე კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობ­და.. მე მის სა­ხე­ზე არა­სო­დეს მი­ნა­ხავს მწუ­ხა­რე­ბა, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე დღის წინ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით ვი­კონ­ტაქ­ტეთ და იქ მი­თხრა, რომ ვერ იყო კარ­გად, უჭირ­და რა­ღა­ცებ­თან შე­გუ­ე­ბა, მაგ­რამ ამა­ზე ბევ­რი არა­ფე­რი მი­თხრა. ვუ­თხა­რი, რომ მე­ნატ­რე­ბო­და და ერთი სული მქონ­და რო­დის გა­ვაგ­რძე­ლებ­დით ფეხ­ბურ­თის ყუ­რე­ბას ერ­თად. ვერ ვა­ა­ნა­ლი­ზებ ზუკა რომ აღარ არის.

ჟურ­ნა­ლის­ტი რა­მი­ლია ალი­ე­ვა ზუკა კო­კა­ი­ას ფეხ­ბურ­თმა და­ახ­ლო­ვა. ერ­თმა­ნე­თი "იუ­ვენ­ტუ­სის" ფანკლუბ­ში გა­იც­ნეს.

- ზუკა და მე "იუ­ვენ­ტუს­მა" გაგ­ვაც­ნო... თა­მა­შის სა­ყუ­რებ­ლად ერ­თად დავ­დი­ო­დით ყვე­ლა­ნი, იუ­ვენ­ტუ­სის ოჯა­ხი... კარ­გად არ ვიც­ნობ­დით ერ­თმა­ნეთს, უბ­რა­ლოდ მო­გე­ბის სი­ხა­რულს და წა­გე­ბის სიმ­წა­რეს ვი­ზი­ა­რებ­დით... ცხოვ­რე­ბაც ეს არ არის?! გა­ზი­ა­რე­ბა ემო­ცი­ე­ბის, სი­ხა­რუ­ლის, ტკი­ვი­ლის, წარ­მა­ტე­ბის, წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის... არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, იც­ნობ თუ არა... ახ­ლაც ბევ­რი კი­თხუ­ლობს "ზუ­კას ამ­ბავს", ვის­თვი­საც ზუკა უც­ნო­ბი იყო და მისი ახ­ლობ­ლე­ბის ტკი­ვილს იზი­ა­რებს... არ არის ად­ვი­ლი დათ­მო ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი და ტკბი­ლი - სი­ცო­ცხლე... ადა­მი­ა­ნებ­ზე სიკ­ვდი­ლის მერე სა­უ­ბა­რი ძა­ლი­ან ად­ვი­ლია, სი­ცო­ცხლე­ში და­ფა­სე­ბა და გვერ­დით ყოფ­ნა რთუ­ლი... ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რი ყო­ფი­თო­ბა ზოგ­ჯერ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მტე­რი ხდე­ბა...

სი­ცო­ცხლე ყვე­ლა­ზე დიდი სა­ჩუ­ქა­რია, რა­საც უფა­ლი გვჩუქ­ნის. არა­ვის არ აქვს უფ­ლე­ბა დღეს დას­ვას კი­თხვა - ეს რა­ტომ გა­ა­კე­თა? მო­დით, დავ­სვათ კი­თხვა, რა­ტომ არ ვი­ცო­დით ამ გან­ცდე­ბის, ამ ემო­ცი­ე­ბის, ამ ტკი­ვი­ლის შე­სა­ხებ. მო­დით არ ვთქვათ, ის იყო სუს­ტი, რომ აირ­ჩია სუ­ი­ცი­დი, მო­დით ვთქვათ, რომ ჩვენ ვი­ყა­ვით ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რი ყო­ფა­დო­ბით და ვერ ვხე­დავ­დით გვერ­დზე მყო­ფი ადა­მი­ა­ნის სუ­ლის ბრძო­ლას...

მახ­სოვს იუ­ვენ­ტუ­სის ფან კლუ­ბის ტრაბ­ზონ­ში გას­ვლა, თა­მა­შის სა­ყუ­რებ­ლად წა­ვე­დით. ზუ­კაც იყო... თა­ვი­სე­ბუ­რი იყო ყო­ველ­თვის, უწე­სი­ე­რე­სი... მხი­ა­რუ­ლი... მას­ზე ვი­ცო­დი მარ­ტო ეს, რომ იუ­ვენ­ტუ­სი უყ­ვარ­და... გუ­შინ რომ გა­ვი­გე, არ მჯე­რო­და, ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე... გუ­შინ გა­ვი­გე, რომ ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი იყო და მეტ­კი­ნა, გული დამ­წყდა და თავი მეც დამ­ნა­შა­ვეთ ვიგ­რძე­ნი... დამ­ნა­შა­ვედ ვიგ­რძე­ნი რომ ცხოვ­რე­ბა­ში ვერ გა­ვი­ცა­ნი, ვერ და­ვი­ნა­ხე მისი ნიჭი და ახლა მი­წევს ამა­ზე სა­უ­ბა­რი... არ უნდა ვლა­პა­რა­კობ­დეთ ადა­მი­ა­ნებ­ზე მათი სუნ­თქვის გა­ჩე­რე­ბის მერე, უნდა ვიც­ნობ­დეთ, გვიყ­ვარ­დეს მა­შინ როცა ჩვენს გვერ­დით არი­ან... ზუ­კამ მე პი­რა­დად ამ წას­ვლით ახ­ლობ­ლე­ბის, მე­გობ­რე­ბის და­ფა­სე­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი მას­წავ­ლა. სა­ში­ნე­ლე­ბაა ადა­მი­ან­ზე სა­უ­ბა­რი სიკ­ვდი­ლის მერე...

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

ვინ იყო "პიერო" და როგორ ახასიათებენ მას მეგობრები - "არ უნდა ვლაპარაკობდეთ ადამიანებზე მათი სუნთქვის გაჩერების მერე..."

ვინ იყო "პიერო" და როგორ ახასიათებენ მას მეგობრები - "არ უნდა ვლაპარაკობდეთ ადამიანებზე მათი სუნთქვის გაჩერების მერე..."

"ცხოვრება იმაზე მეტად მიყვარს, ვიდრე სიკვდილი, მაგრამ მე ცხოვრებისთვის არ გავჩენილვარ", - ეს სიტყვები ზუკა კოკაიას ბოლო პოსტიდან არის, რომელიც თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე სოციალურ ქსელში დაწერა. 23 წლის ზუკა ზუგდიდელი იყო, ამბობენ, რომ თბილისში დედასთან ერთად ცხოვრობდა. ზუკა კოკაია თსუ-ს მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წევრი გახლდათ. გარკვეული პერიოდი "ჯი დი ეს"-ზე მუშაობდა სცენარისტად, თუმცა სწავლის გამო სამსახური მიატოვა. შეყვარებულიც ჰყავდა.

ნახეთ| "ვკრეფ ამ წერილს და აქვე ვაპირებ სუიციდს..." - ზუკა კოკაიას გამოსამშვიდობებელი პოსტი და თვითმკვლელობის შესაძლო მიზეზები

როგორც მისი მეგობარი ლაშა ბასლანძე AMBEBI.GE-სთან იხსენებს, ზუკა "იუვენტუსის" ფანი იყო.

- "იუვენტუსის" ფანკლუბში გავიცანი, მხიარული და პოზიტიური ბიჭი იყო. ისეთი მაგარი ბიჭი იყო, სულ გიხაროდა მისი ნახვა. ცოტა ხანი ჩემთან წამოვიყვანე სცენარისტად, მაგრამ სწავლის გამო მალე დატოვა სამსახური. "იუვეს" დიდი გულშემატკივარი იყო, ტატუები ჰქონდა, ბევრი ეგეთი ფანი არ მინახავს. ბოლოს რამდენიმე თვის წინ ვნახე, შეყვარებული ჰყავდა. მას შემდეგ პიერო აღარ მინახავს და არ ვიცი რა ხდებოდა მის ცხოვრებაში. როცა მისი სტატუსი წავიკითხე, მეგონა ხუმრობდა, მაგრამ შემდეგ მეგობარმა დამირეკა პროზექტურიდან... ახლაც ვერ ვიჯერებ. გახსნილი ადამიანი იყო პიერო, როგორც გავიგე ისეთი პროლემები არ ჰქონდა, ამ ზომამდე რომ მისულიყო.

თეკო მეზვრიშვილი ზუკა კოკაიას უნივერსიტეტიდან იცნობს. მათ 6 წლიანი მეგობრობა აკავშირებთ.

- პიერო ერთადერთი ადამიანი იყო ჩემს სამეგობროში, ვისგანაც თვითმკვლელობას ვერ წარმოვიდგენდი. ზუკა დაახლოებით 6 წლის წინ გავიცანი, უნივერსიტეტში, ჩვენი საერთო მეგობრისგან (მანაც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე) უნივერსიტეტის ყოველდღიურობით ვცხოვრობდით, ყოველთვის შეეძლო დადებითის გაცემა, ნებისმიერ სიტუაციაში ახერხებდა კარგი განწყობა შეექმნა ჩვენთვის... ზუკა ჩემს სამეგობროში ერთადერთი ადამიანი იყო ვისაც ესმოდა ხველა სახის ხუმრობა და თავს იუმორში ყველაზე კომფორტულად გრძნობდა.. მე მის სახეზე არასოდეს მინახავს მწუხარება, მხოლოდ რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელის საშუალებით ვიკონტაქტეთ და იქ მითხრა, რომ ვერ იყო კარგად, უჭირდა რაღაცებთან შეგუება, მაგრამ ამაზე ბევრი არაფერი მითხრა. ვუთხარი, რომ მენატრებოდა და ერთი სული მქონდა როდის გავაგრძელებდით ფეხბურთის ყურებას ერთად. ვერ ვაანალიზებ ზუკა რომ აღარ არის.

ჟურნალისტი რამილია ალიევა ზუკა კოკაიას ფეხბურთმა დაახლოვა. ერთმანეთი "იუვენტუსის" ფანკლუბში გაიცნეს.

- ზუკა და მე "იუვენტუსმა" გაგვაცნო... თამაშის საყურებლად ერთად დავდიოდით ყველანი, იუვენტუსის ოჯახი... კარგად არ ვიცნობდით ერთმანეთს, უბრალოდ მოგების სიხარულს და წაგების სიმწარეს ვიზიარებდით... ცხოვრებაც ეს არ არის?! გაზიარება ემოციების, სიხარულის, ტკივილის, წარმატების, წარუმატებლობის... არ აქვს მნიშვნელობა, იცნობ თუ არა... ახლაც ბევრი კითხულობს "ზუკას ამბავს", ვისთვისაც ზუკა უცნობი იყო და მისი ახლობლების ტკივილს იზიარებს... არ არის ადვილი დათმო ყველაზე ლამაზი და ტკბილი - სიცოცხლე... ადამიანებზე სიკვდილის მერე საუბარი ძალიან ადვილია, სიცოცხლეში დაფასება და გვერდით ყოფნა რთული... ჩვენი ყოველდღიური ყოფითობა ზოგჯერ ჩვენი ურთიერთობების მტერი ხდება...

სიცოცხლე ყველაზე დიდი საჩუქარია, რასაც უფალი გვჩუქნის. არავის არ აქვს უფლება დღეს დასვას კითხვა - ეს რატომ გააკეთა? მოდით, დავსვათ კითხვა, რატომ არ ვიცოდით ამ განცდების, ამ ემოციების, ამ ტკივილის შესახებ. მოდით არ ვთქვათ, ის იყო სუსტი, რომ აირჩია სუიციდი, მოდით ვთქვათ, რომ ჩვენ ვიყავით ძალიან დაკავებულები ჩვენი ყოველდღიური ყოფადობით და ვერ ვხედავდით გვერდზე მყოფი ადამიანის სულის ბრძოლას...

მახსოვს იუვენტუსის ფან კლუბის ტრაბზონში გასვლა, თამაშის საყურებლად წავედით. ზუკაც იყო... თავისებური იყო ყოველთვის, უწესიერესი... მხიარული... მასზე ვიცოდი მარტო ეს, რომ იუვენტუსი უყვარდა... გუშინ რომ გავიგე, არ მჯეროდა, ძალიან განვიცადე... გუშინ გავიგე, რომ ძალიან ნიჭიერი იყო და მეტკინა, გული დამწყდა და თავი მეც დამნაშავეთ ვიგრძენი... დამნაშავედ ვიგრძენი რომ ცხოვრებაში ვერ გავიცანი, ვერ დავინახე მისი ნიჭი და ახლა მიწევს ამაზე საუბარი... არ უნდა ვლაპარაკობდეთ ადამიანებზე მათი სუნთქვის გაჩერების მერე, უნდა ვიცნობდეთ, გვიყვარდეს მაშინ როცა ჩვენს გვერდით არიან... ზუკამ მე პირადად ამ წასვლით ახლობლების, მეგობრების დაფასება, სიყვარული მასწავლა. საშინელებაა ადამიანზე საუბარი სიკვდილის მერე...

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია