პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლარის კურსზე ეკონომიკური პრობლემების გავლენა ამოწურულია" - სავალუტო სპეკულაციები აშკარა და ნათელია
"ლარის კურსზე ეკონომიკური პრობლემების გავლენა ამოწურულია" - სავალუტო სპეკულაციები აშკარა და ნათელია

მაკ­რო­ე­კო­ნო­მი­კუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი საგ­რძნობ­ლად უმ­ჯო­ბეს­დე­ბა, ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტა კი თვალ­დათ­ვალ ეცე­მა. სა­ვა­ლუ­ტო სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბის შე­დე­გი სა­ხე­ზეა. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბით, არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ლა­რის გა­დარ­ჩე­ნის ბერ­კე­ტე­ბი მხო­ლოდ ეროვ­ნულ ბანკს გა­აჩ­ნია, თუმ­ცა სებ-ის პო­ლი­ტი­კა ლა­რის კურ­სზე მხო­ლოდ უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს.

რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, მთავ­რო­ბამ დღემ­დე ვერ შეძ­ლო ეროვ­ნულ ბანკთან არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა. ოთხშა­ბათს ეროვ­ნულ­მა ბან­კმა კომ­რე­ცი­ულ ბან­კებს და­მა­ტე­ბით 106 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ერ­თდღი­ა­ნი რე­ფი­ნან­სი­რე­ბის სეს­ხე­ბი მი­ა­წო­და და ვა­ლუ­ტის მკვეთ­რი გა­უ­ფა­სუ­რე­ბა ისევ და­ი­წყო. გუ­შინ­დე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, 1 დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბამ 2,40 ლარს გა­და­ა­ჭარ­ბა. სა­ვა­ლუ­ტო ბა­ზარ­ზე კი დო­ლა­რის შეს­ყიდ­ვა 2,44-2,45 ლა­რად იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი. რო­გორ ცნო­ბი­ლია, ლა­რის კურ­სი "ბლუმ­ბერ­გის~" სა­ვაჭ­რო პლატ­ფორ­მა­ზე ყა­ლიბ­დე­ბა. გუ­შინ ამე­რი­კის დრო­ით და­ახ­ლო­ე­ბით 3 სა­ათ­ზე "ბლუმ­ბერ­გის" სის­ტე­მა­ში ლარ­მა მკვეთ­რი გამ­ყა­რე­ბა და­ი­წყო და ეს პრო­ცე­სი 2,5 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და. ლა­რის კურ­სი დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში 2,02 ლა­რის ნიშ­ნულ­ზე ჩა­მო­ვი­და, ამის შემ­დეგ კი ისევ მკვეთ­რი ვარ­დნა მოხ­და - 2,42 ლა­რამ­დე, რამ­დე­ნი­მე წუ­თის შემ­დეგ კურ­სი ისევ 2,367-მდე ჩა­მო­ვი­და და შემ­დეგ ისევ სა­წყის მაჩ­ვე­ნე­ბელს და­უბ­რუნ­და. გაჩ­ნდა ეჭვი, რომ სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში სა­ვაჭ­რო სის­ტე­მა­ში რა­ღაც მა­ქი­ნა­ცია გა­თა­მაშ­და.

ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის გა­უ­ფა­სუ­რე­ბით შე­წუ­ხე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში "ბლუმ­ბერ­გის" სის­ტე­მას არის მიშ­ტე­რე­ბუ­ლი და ხე­დავს, რომ ასე­თი მკვეთ­რი ამ­პლი­ტუ­და არც ისე იშ­ვი­ა­თია. ეს ფაქ­ტი ორი მი­ზე­ზით აიხ­სნე­ბა - ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მა და სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი. თუმ­ცა, ისეთ მა­ღა­ლი დო­ნის სა­ვაჭ­რო სის­ტე­მა­ში, რო­გო­რიც "ბულმბერ­გია" რამ­დე­ნად და­საშ­ვე­ბია ხში­რი ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზი, რო­მე­ლიც ხან­და­ხან 2-3 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბა. "ასე­თი ნახ­ტო­მი­სე­ბუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი ადრე უფრო ხში­რად იყო. ეს ფაქ­ტი ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბით აიხ­სნა. ან მარ­თლა ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზია, ან სპე­კუ­ლა­ცია. მე არც ერ­თის დამ­ტკი­ცე­ბა არ შე­მიძ­ლია, მაგ­რამ ეჭვი რომ არ­სე­ბობს, ამას ვა­დას­ტუ­რებ", - ამ­ბობს ახალ­გაზ­რდა ფი­ნან­სის­ტთა და ბიზ­ნეს­მენ­თა პრე­ზი­დენ­ტი ნო­დარ ჭი­ჭი­ნა­ძე.

ერთი რამ ცხა­დია, დღეს უკვე აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა ეკო­ნო­მის­ტი აღი­ა­რებს, რომ ლა­რის კურ­სზე ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გავ­ლე­ნა ამო­წუ­რუ­ლია, თუმ­ცა ვერც ერთი მათ­გა­ნი ვერ ასა­ბუ­თებს, რე­ა­ლუ­რად რა სჭირს ეროვ­ნულ ვა­ლუ­ტას.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"ლარის კურსზე ეკონომიკური პრობლემების გავლენა ამოწურულია" - სავალუტო სპეკულაციები აშკარა და ნათელია

"ლარის კურსზე ეკონომიკური პრობლემების გავლენა ამოწურულია" - სავალუტო სპეკულაციები აშკარა და ნათელია

მაკროეკონომიკური მაჩვენებლები საგრძნობლად უმჯობესდება, ეროვნული ვალუტა კი თვალდათვალ ეცემა. სავალუტო სპეკულაციების შედეგი სახეზეა. სპეციალისტების განცხადებით, არსებულ სიტუაციაში ლარის გადარჩენის ბერკეტები მხოლოდ ეროვნულ ბანკს გააჩნია, თუმცა სებ-ის პოლიტიკა ლარის კურსზე მხოლოდ უარყოფითად მოქმედებს.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, მთავრობამ დღემდე ვერ შეძლო ეროვნულ ბანკთან არსებული პრობლემის მოგვარება. ოთხშაბათს ეროვნულმა ბანკმა კომრეციულ ბანკებს დამატებით 106 მილიონი ლარის ერთდღიანი რეფინანსირების სესხები მიაწოდა და ვალუტის მკვეთრი გაუფასურება ისევ დაიწყო. გუშინდელი ოფიციალური მონაცემებით, 1 დოლარის ღირებულებამ 2,40 ლარს გადააჭარბა. სავალუტო ბაზარზე კი დოლარის შესყიდვა 2,44-2,45 ლარად იყო შესაძლებელი. როგორ ცნობილია, ლარის კურსი "ბლუმბერგის~" სავაჭრო პლატფორმაზე ყალიბდება. გუშინ ამერიკის დროით დაახლოებით 3 საათზე "ბლუმბერგის" სისტემაში ლარმა მკვეთრი გამყარება დაიწყო და ეს პროცესი 2,5 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2,02 ლარის ნიშნულზე ჩამოვიდა, ამის შემდეგ კი ისევ მკვეთრი ვარდნა მოხდა - 2,42 ლარამდე, რამდენიმე წუთის შემდეგ კურსი ისევ 2,367-მდე ჩამოვიდა და შემდეგ ისევ საწყის მაჩვენებელს დაუბრუნდა. გაჩნდა ეჭვი, რომ სწორედ ამ პერიოდში სავაჭრო სისტემაში რაღაც მაქინაცია გათამაშდა.

ეროვნული ვალუტის გაუფასურებით შეწუხებული მოსახლეობა მთელი დღის განმავლობაში "ბლუმბერგის" სისტემას არის მიშტერებული და ხედავს, რომ ასეთი მკვეთრი ამპლიტუდა არც ისე იშვიათია. ეს ფაქტი ორი მიზეზით აიხსნება - ტექნიკური პრობლემა და სპეკულაციები. თუმცა, ისეთ მაღალი დონის სავაჭრო სისტემაში, როგორიც "ბულმბერგია" რამდენად დასაშვებია ხშირი ტექნიკური ხარვეზი, რომელიც ხანდახან 2-3 საათის განმავლობაში გრძელდება. "ასეთი ნახტომისებური ცვლილებები ადრე უფრო ხშირად იყო. ეს ფაქტი ტექნიკური პრობლემებით აიხსნა. ან მართლა ტექნიკური ხარვეზია, ან სპეკულაცია. მე არც ერთის დამტკიცება არ შემიძლია, მაგრამ ეჭვი რომ არსებობს, ამას ვადასტურებ", - ამბობს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე.

ერთი რამ ცხადია, დღეს უკვე აბსოლუტურად ყველა ეკონომისტი აღიარებს, რომ ლარის კურსზე ეკონომიკური პრობლემების გავლენა ამოწურულია, თუმცა ვერც ერთი მათგანი ვერ ასაბუთებს, რეალურად რა სჭირს ეროვნულ ვალუტას.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია