მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც 41 შემოვხაზე
რა შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც 41 შემოვხაზე

ლა­რის კურ­სი ყო­ველ­დღი­უ­რად უფა­სურ­დე­ბა, რაც ბუ­ნებ­რი­ვია, ძა­ლი­ან მძი­მედ აი­სა­ხე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჯი­ბე­სა და გან­წყო­ბა­ზე, მათ შო­რის იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, ვინც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლას იმე­დის თვა­ლით უყუ­რებ­და. AMBEBI.GE-მ გა­და­წყვი­ტა, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის ეკი­თხა აზრი, თუ რა შე­იც­ვა­ლა მათ­თვის მას შემ­დეგ, რაც "41" შე­მო­ხა­ზა.

მაია არ­და­ზი­ა­ნი (დი­ა­სახ­ლი­სი, 45 წლის) – შეც­ვლით ბევ­რი არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა, ოჯა­ხის ბი­უ­ჯე­ტი თით­ქმის იგი­ვეა, რაც მა­ნამ­დე იყო. ფი­ნან­სუ­რად ჩვე­ნი ოჯა­ხის მდგო­მა­რე­ო­ბა ისე­თი­ვეა, რაც 2012 წლამ­დე, თუმ­ცა გვაქვს იმე­დი, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სი­ტუ­ა­ცი­ას გა­მო­ას­წო­რებს. ამის თქმის უფ­ლე­ბას მაძ­ლევს ის პო­ლი­ტი­კა, რა­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ატა­რებს. ვხე­დავ, რომ ქვე­ყა­ნა­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი შე­მო­დის. ლა­რის კურსს რაც შე­ე­ხე­ბა, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ხელ­მძღვა­ნე­ლი და­ვა­ლე­ბუ­ლია წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა­გან და ისი­ნი რა­საც ეტყვი­ან, იმას აკე­თებს, ამი­ტო­მა­ცაა, რომ ლარ­მა ასეთ უაზ­რო ნიშ­ნულს მი­აღ­წია. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ესეც გა­მოს­წორ­დე­ბა.

სა­ლო­მე რე­ვა­ზიშ­ვი­ლი (სტუ­დენ­ტი, 22 წლის) – ყო­ველ­თვის ვა­ღი­ა­რებ, რომ "41" შე­მოვ­ხა­ზე, რად­გან ბევ­რად მე­ტის იმე­დი მქონ­და. რა­ტომ­ღაც მჯე­რო­და იმ და­პი­რე­ბე­ბის, რა­საც ახ­ლან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იძ­ლე­ოდ­ნენ, თუმ­ცა აღ­მოჩ­ნდა, რომ მწა­რედ მოვ­ტყუვ­დი. ერ­თა­დერ­თი, რაც შე­იც­ვა­ლა ისაა, რომ ქუ­ჩა­ში არა­ვინ მა­ჩე­რებს და აბ­სურ­დუ­ლი ბრალ­დე­ბით არ მა­კა­ვებს, ასე­ვე არ მი­რე­კა­ვენ ტე­ლე­ფონ­ზე და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კრი­ტი­კის გამო და­ჭე­რით არ მე­მუქ­რე­ბი­ან, მაგ­რამ ცალ­სა­ხად გა­უ­ა­რეს­და ფი­ნას­ნუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. რა­ი­ო­ნი­დან ვარ და ოჯა­ხი ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლად მიგ­ზავ­ნის ფულს, რათა თავი შე­ვი­ნა­ხო. ადრე თუ 30 ლარი მყოფ­ნი­და, ახლა 40 ლა­რით ძლივს გა­მაქვს თავი, რად­გან აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი გაძ­ვირ­და. ახლა ამას ელექტრო­ე­ნერ­გი­აც მი­ე­მა­ტე­ბა. მთავ­რო­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი გუნ­დი სა­ერ­თოდ არა­ფერს აკე­თებს. როცა "41"-ს ვხა­ზავ­დი, იმე­დი მქონ­და, რომ სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი გაჩ­ნდე­ბო­და, თუმ­ცა რაც იყო, ისიც აღა­რაა და ახალს ვინ ჩი­ვის.

თორ­ნი­კე კენ­ჭი­აშ­ვი­ლი (მცი­რე მეწ­რა­მე, 60 წლის) – მას მერე, რაც "41" შე­მოვ­ხა­ზე, ერ­თა­დერ­თი რამე შე­იც­ვა­ლა – აღა­რა­ვინ მო­დის და გვა­ი­ძუ­ლებს, რომ მათი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია და­ვა­ფი­ნან­სო, სხვა მხრივ თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რი ისევ ისეა, ბევრ სეგ­მენ­ტში გა­უ­ა­რეს­და კი­დეც. არ­სა­დაა და­პი­რე­ბუ­ლი სა­გა­და­სა­ხა­დო შე­ღა­ვა­თე­ბი, სა­მა­გი­ე­როდ გვაქვს დო­ლა­რის ისე­თი კურ­სი, რაც პი­რა­დად ჩემ ბიზ­ნესს ძა­ლი­ან რთულ ვი­თა­რე­ბა­ში აგ­დებს. მცი­რე მე­წარ­მე­ებ­მა იმ იმე­დით შე­მოვ­ხა­ზეთ "41", რომ გვქონ­და იმე­დი, ოდ­ნავ მა­ინც იზ­რუ­ნებ­დნენ მცი­რე ბიზ­ნეს­ზე, მაგ­რამ მოვ­ტყუვ­დით.

მა­რი­ამ კურ­ტა­ნი­ძე ( მაწავ­ლე­ბე­ლი, 35 წლის) – ჩვენ სფე­რო­ში შე­იც­ვა­ლა საკ­მა­ოდ ბევ­რი რამ, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა ის, რომ არ­ჩევ­ნე­ბის წინ არა­ვინ მო­დის და არ გვე­მუქ­რე­ბა, თუ რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტულ კან­დი­დატს არ და­უ­ჭერთ მხარს, სამ­სა­ხურს და­კარ­გავ­თო. სხვა მხრი­ვაც არის სა­სი­კე­თო ცვლი­ლე­ბე­ბი. მას­წავ­ლე­ბელს, რო­მელ­საც აქვს მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცია, მო­ე­მა­ტა ხელ­ფა­სი. სი­მარ­თლე გი­თხრათ, რო­დე­საც "41"-ს ვხა­ზავ­დი, ნამ­დვი­ლად ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, თუ ასე გაძ­ვირ­დე­ბო­და ცხოვ­რე­ბა, თუმ­ცა იმე­დი მაქვს, რომ ეს დრო­ე­ბი­თია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სი­ტუ­ა­ცი­ის კონ­ტროლს შეძ­ლებს და ფა­სე­ბიც და­რე­გუ­ლირ­დე­ბა. 2012 წლის არ­ჩევ­ნე­ბი­დან 3 წელი გა­ვი­და და ნამ­დვი­ლად არ ვნა­ნობ ჩემს არ­ჩე­ვანს.

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

იხი­ლეთ ქუ­ჩის გა­მო­კი­თხვა ამა­ვე თე­მა­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რა შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც 41 შემოვხაზე

რა შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც 41 შემოვხაზე

ლარის კურსი ყოველდღიურად უფასურდება, რაც ბუნებრივია, ძალიან მძიმედ აისახება მოქალაქეების ჯიბესა და განწყობაზე, მათ შორის იმ ადამიანების, ვინც "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლას იმედის თვალით უყურებდა. AMBEBI.GE-მ გადაწყვიტა, რამდენიმე ადამიანისათვის ეკითხა აზრი, თუ რა შეიცვალა მათთვის მას შემდეგ, რაც "41" შემოხაზა.

მაია არდაზიანი (დიასახლისი, 45 წლის) – შეცვლით ბევრი არაფერი შეცვლილა, ოჯახის ბიუჯეტი თითქმის იგივეა, რაც მანამდე იყო. ფინანსურად ჩვენი ოჯახის მდგომარეობა ისეთივეა, რაც 2012 წლამდე, თუმცა გვაქვს იმედი, რომ ხელისუფლება სიტუაციას გამოასწორებს. ამის თქმის უფლებას მაძლევს ის პოლიტიკა, რასაც ხელისუფლება ატარებს. ვხედავ, რომ ქვეყანაში ინვესტიციები შემოდის. ლარის კურსს რაც შეეხება, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი დავალებულია წინა ხელისუფლებისაგან და ისინი რასაც ეტყვიან,  იმას აკეთებს, ამიტომაცაა, რომ ლარმა ასეთ უაზრო ნიშნულს მიაღწია. დარწმუნებული ვარ, ესეც გამოსწორდება.

სალომე რევაზიშვილი (სტუდენტი, 22 წლის) – ყოველთვის ვაღიარებ, რომ "41" შემოვხაზე, რადგან ბევრად მეტის იმედი მქონდა. რატომღაც მჯეროდა იმ დაპირებების, რასაც ახლანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები იძლეოდნენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ მწარედ მოვტყუვდი. ერთადერთი, რაც შეიცვალა ისაა, რომ ქუჩაში არავინ მაჩერებს და აბსურდული ბრალდებით არ მაკავებს, ასევე არ მირეკავენ ტელეფონზე და ხელისუფლების კრიტიკის გამო დაჭერით არ მემუქრებიან, მაგრამ ცალსახად გაუარესდა ფინასნური მდგომარეობა. რაიონიდან ვარ და ოჯახი ყოველკვირეულად მიგზავნის ფულს, რათა თავი შევინახო. ადრე თუ 30 ლარი მყოფნიდა, ახლა 40 ლარით ძლივს გამაქვს თავი, რადგან აბსოლუტურად ყველაფერი გაძვირდა. ახლა ამას ელექტროენერგიაც მიემატება. მთავრობის ეკონომიკური გუნდი საერთოდ არაფერს აკეთებს. როცა "41"-ს ვხაზავდი, იმედი მქონდა, რომ სამუშაო ადგილები გაჩნდებოდა, თუმცა რაც იყო, ისიც აღარაა და ახალს ვინ ჩივის.

თორნიკე კენჭიაშვილი (მცირე მეწრამე, 60 წლის) – მას მერე, რაც "41" შემოვხაზე, ერთადერთი რამე შეიცვალა – აღარავინ მოდის და გვაიძულებს, რომ მათი წინასაარჩევნო კამპანია დავაფინანსო, სხვა მხრივ თითქმის ყველაფერი ისევ ისეა, ბევრ სეგმენტში გაუარესდა კიდეც. არსადაა დაპირებული საგადასახადო შეღავათები, სამაგიეროდ გვაქვს დოლარის ისეთი კურსი, რაც პირადად ჩემ ბიზნესს ძალიან რთულ ვითარებაში აგდებს. მცირე მეწარმეებმა იმ იმედით შემოვხაზეთ "41", რომ გვქონდა იმედი, ოდნავ მაინც იზრუნებდნენ მცირე ბიზნესზე, მაგრამ მოვტყუვდით.

მარიამ კურტანიძე ( მაწავლებელი, 35 წლის) – ჩვენ სფეროში შეიცვალა საკმაოდ ბევრი რამ, უპირველეს ყოვლისა ის, რომ არჩევნების წინ არავინ მოდის და არ გვემუქრება, თუ რომელიმე კონკრეტულ კანდიდატს არ დაუჭერთ მხარს, სამსახურს დაკარგავთო. სხვა მხრივაც არის სასიკეთო ცვლილებები. მასწავლებელს, რომელსაც აქვს მაღალი კვალიფიკაცია, მოემატა ხელფასი. სიმართლე გითხრათ, როდესაც "41"-ს ვხაზავდი, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასე გაძვირდებოდა ცხოვრება, თუმცა იმედი მაქვს, რომ ეს დროებითია, ხელისუფლება სიტუაციის კონტროლს შეძლებს და ფასებიც დარეგულირდება. 2012 წლის არჩევნებიდან 3 წელი გავიდა და ნამდვილად არ ვნანობ ჩემს არჩევანს.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

იხილეთ ქუჩის გამოკითხვა ამავე თემაზე

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

"ცხედარს მოვუარე ქართული წესით, არ დაუწვავთ" - რას ჰყვება იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტი, რომელმაც 3 დღე მიცვალებულთან გაატარა

გურმანების ახალი ჰიტი - ნუცა სურგულაძის საოცარი პასკები შოკოლადის განაშით