სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Bentayga - ყველაზე ძვირად ღირებული და სწრაფი ჯიპი
Bentayga - ყველაზე ძვირად ღირებული და სწრაფი ჯიპი

მო­მა­ვა­ლი წლი­დან მსოფ­ლი­ოს ახა­ლი ყვე­ლა­ზე ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ყველ­გან­მა­ვა­ლი ეყო­ლე­ბა Bentley Bentayga-ს სა­ხით.

ულტრა-ლუქს კლა­სის პირ­ვე­ლი SUV-ის ფასი ამე­რი­კა­ში 229 100 დო­ლა­რი­დან და­ი­წყე­ბა, ბრი­ტა­ნეთ­ში 160 200 ფუნ­ტი­დან, გერ­მა­ნი­ა­ში კი 208 500 ევ­რო­დან. Bentley Bentayga მო­მა­ვა­ლი წლი­დან გა­ი­ყი­დე­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ, Bentayga მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე წლით შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს ყვე­ლა­ზე ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ქრო­სო­ვე­რის წო­დე­ბას, ვი­ნა­ი­დან 2018 წლი­დან ამ ტი­ტულს Rolls-Royce-ის ახა­ლი პრო­ექ­ტი, სა­მუ­შაო სა­ხელ­წო­დე­ბით Project Cullinan მო­ი­პო­ვებს. სა­ვა­რა­უ­დოდ, მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 400 ათას დო­ლარს გა­და­ა­ჭარ­ბებს.

ამ დრო­ის­თვის კი ბა­ზარ­ზე ყვე­ლა­ზე ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ჯიპი 218 000 დო­ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი Mercedes-Benz G65 AMG და Land Rover Range Rover SV Autobiography-ია, რო­მე­ლიც 200 000 დო­ლა­რი ღირს. ამა­ვე სა­ფა­სო კა­ტე­გო­რი­ა­ში მოხ­ვდე­ბი­ან ისე­თი ქრო­სო­ვე­რე­ბიც, რო­გო­რი­ცაა Lamborghini Urus, Aston Martin DBX და Maserati Levante, რო­მელ­თა გა­ყიდ­ვე­ბიც ასე­ვე მომ­დევ­ნო წლებ­ში იგეგ­მე­ბა.

"ბენტლის" სი­ახ­ლის შე­სა­ხებ, რომ­ლის პრე­მი­ე­რაც რამ­დე­ნი­მე დღე­ში ფრან­კფურ­ტის ავ­ტო­შო­უ­ზე უნდა გა­ი­მარ­თოს, უკვე ცნო­ბი­ლია ზო­გი­ერ­თი დე­ტა­ლი. მათ შო­რის ის რომ "ბენ­ტა­ი­ა­გა" აღი­ჭურ­ვე­ბა 12-ცი­ლინ­დრი­ა­ნი ორ­მა­გი-ტურ­ბო ძრა­ვით, რო­მელ­საც "ბრი­ტა­ნე­ლი" მისი გერ­მა­ნე­ლი პატ­რო­ნის­გან - Volkswagen Group-ის­გან მი­ი­ღებს და რომ­ლის სიმ­ძლავ­რეც 608 ცხე­ნის ძალა იქ­ნე­ბა. ამ მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, Bentayga არა მხო­ლოდ ყვე­ლა­ზე ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი, არა­მედ ყვე­ლა­ზე მძლავ­რი სე­რი­უ­ლი წარ­მო­ე­ბის ქრო­სო­ვე­რიც იქ­ნე­ბა. მისი მაქ­სი­მა­ლუ­რი სიჩ­ქა­რე 301 კმ/სთ-ს მი­აღ­წევს, ხოლო "ასი­ანს" 4,1 წამ­ში აკ­რეფს.

კომ­პა­ნი­ა­ში იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ 2017 წელს (სრუ­ლი სა­წარ­მოო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში) "ბენ­ტა­ი­ა­გას" 3 500 ერ­თე­ულს გა­ყი­დი­ან, რაც კომ­პა­ნი­ის წლი­ურ სა­ერ­თო მაჩ­ვე­ნე­ბელს გაზ­რდის და 2018 წლის­თვის 15 ათასს მი­აღ­წევს. გა­სულ წელს "ბენტლიმ" 11 020 ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­ყი­და.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

Bentayga - ყველაზე ძვირად ღირებული და სწრაფი ჯიპი

Bentayga - ყველაზე ძვირად ღირებული და სწრაფი ჯიპი

მომავალი წლიდან მსოფლიოს ახალი ყველაზე ძვირად ღირებული ყველგანმავალი ეყოლება Bentley Bentayga-ს სახით.

ულტრა-ლუქს კლასის პირველი SUV-ის ფასი ამერიკაში 229 100 დოლარიდან დაიწყება, ბრიტანეთში 160 200 ფუნტიდან, გერმანიაში კი 208 500 ევროდან. Bentley Bentayga მომავალი წლიდან გაიყიდება. სავარაუდოდ, Bentayga მხოლოდ რამდენიმე წლით შეინარჩუნებს ყველაზე ძვირად ღირებული ქროსოვერის წოდებას, ვინაიდან 2018 წლიდან ამ ტიტულს Rolls-Royce-ის ახალი პროექტი, სამუშაო სახელწოდებით Project Cullinan მოიპოვებს. სავარაუდოდ, მისი ღირებულება 400 ათას დოლარს გადააჭარბებს.

ამ დროისთვის კი ბაზარზე ყველაზე ძვირად ღირებული ჯიპი 218 000 დოლარად ღირებული Mercedes-Benz G65 AMG და Land Rover Range Rover SV Autobiography-ია, რომელიც 200 000 დოლარი ღირს. ამავე საფასო კატეგორიაში მოხვდებიან ისეთი ქროსოვერებიც, როგორიცაა Lamborghini Urus, Aston Martin DBX და Maserati Levante, რომელთა გაყიდვებიც ასევე მომდევნო წლებში იგეგმება.

"ბენტლის" სიახლის შესახებ, რომლის პრემიერაც რამდენიმე დღეში ფრანკფურტის ავტოშოუზე უნდა გაიმართოს, უკვე ცნობილია ზოგიერთი დეტალი. მათ შორის ის რომ "ბენტაიაგა" აღიჭურვება 12-ცილინდრიანი ორმაგი-ტურბო ძრავით, რომელსაც "ბრიტანელი" მისი გერმანელი პატრონისგან - Volkswagen Group-ისგან მიიღებს და რომლის სიმძლავრეც 608 ცხენის ძალა იქნება. ამ მონაცემების თანახმად, Bentayga არა მხოლოდ ყველაზე ძვირად ღირებული, არამედ ყველაზე მძლავრი სერიული წარმოების ქროსოვერიც იქნება. მისი მაქსიმალური სიჩქარე 301 კმ/სთ-ს მიაღწევს, ხოლო "ასიანს" 4,1 წამში აკრეფს.

კომპანიაში იმედოვნებენ, რომ 2017 წელს (სრული საწარმოო წლის განმავლობაში) "ბენტაიაგას" 3 500 ერთეულს გაყიდიან, რაც კომპანიის წლიურ საერთო მაჩვენებელს გაზრდის და 2018 წლისთვის 15 ათასს მიაღწევს. გასულ წელს "ბენტლიმ" 11 020 ავტომობილი გაყიდა.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს