პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლარის გაუფასურებით ყველაზე მეტად დაზარალებულები: ნახევარ მილიონამდე ქართველი, რომლებსაც სესხი დოლარში აქვთ აღებული
ლარის გაუფასურებით ყველაზე მეტად დაზარალებულები: ნახევარ მილიონამდე ქართველი, რომლებსაც სესხი დოლარში აქვთ აღებული

მე ვერ დავ­გეგ­მავ ახა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­ძე­ნას და ვერ ავი­ღებ სესხს, თუ ზუს­ტად არ მე­ცო­დი­ნე­ბა მომ­დევ­ნო 2-3 წელი რა იქ­ნე­ბა და გა­მეზ­რდე­ბა თუ არა ყო­ველ­თვი­უ­რი ხარ­ჯი, - ასე აფა­სებს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ბან­კე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე გი­ორ­გი კე­პუ­ლა­ძე კო­მერ­ცი­ულ ბან­კებ­ში უცხო­ურ ვა­ლუ­ტა­ში, კერ­ძოდ კი დო­ლარ­ში სეს­ხზე მო­თხოვ­ნის შემ­ცი­რე­ბას. კე­პუ­ლა­ძე ეროვ­ნუ­ლი ბან­კის სტა­ტის­ტი­კურ მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით ამ­ბობს, რომ სეს­ხებ­ზე მო­თხოვ­ნის შემ­ცი­რე­ბა და­ი­წყო ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის პრო­ცე­სის და­წყე­ბი­დან. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე ამის გან­მა­პი­რო­ბე­ბელ სამ მთა­ვარ მი­ზეზს ასა­ხე­ლებს - ვა­ლუ­ტის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა, ეკო­ნო­მი­კის მდგო­მა­რე­ო­ბა და გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლი მო­ლო­დი­ნე­ბი.

კე­პუ­ლა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბოლო 6 თვის მო­ნა­ცე­მე­ბით, სეს­ხე­ბის გა­ცე­მა შემ­ცი­რე­ბუ­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით უცხო­ურ ვა­ლუ­ტა­ზე.

"შე­და­რე­ბით მო­ი­მა­ტა მა­ის­ში და ივ­ნის­ში სეს­ხე­ბის გა­ცე­მამ ლარ­ში, მაგ­რამ დო­ლარ­ში იან­ვრის შემ­დეგ, სეს­ხე­ბის გა­ცე­მა სულ კლე­ბა­შია. ივ­ლი­სის მო­ნა­ცე­მე­ბით, 1 080 560 სა­სეს­ხო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბაა გა­ფორ­მე­ბუ­ლი ლარ­ში, ხოლო დო­ლარ­ში 33 698 ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რო­დე­საც დო­ლარ­ში წინა წლის ოქ­ტომ­ბერ­ში იყო 52 747 ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა. ფაქ­ტია, რომ სეს­ხებ­ზე მო­თხოვ­ნა შემ­ცი­რე­ბუ­ლია და ეს გა­მოწ­ვე­უ­ლია იმით, რომ ხალ­ხს ურ­ჩევ­ნია აღარ აი­ღოს უცხო­ურ ვა­ლუ­ტა­ში სეს­ხი, რად­გან მო­ლო­დი­ნი უა­რე­სის აქვს".

კე­პუ­ლა­ძე დო­ლარ­ში სეს­ხე­ბის მო­თხოვ­ნის შემ­ცი­რე­ბის ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ფაქ­ტო­რად ცუდ მო­ლო­დი­ნებს ასა­ხე­ლებს. მი­სი­ვე თქმით, მთავ­რო­ბამ და ეროვ­ნულ­მა ბან­კმა ცუდი მო­ლო­დი­ნე­ბის გა­ბა­თი­ლე­ბის­თვის და და­დე­ბი­თი მო­ლო­დი­ნე­ბის შექ­მნის­თვის ერ­თობ­ლი­ვად უნდა იმოქ­მე­დონ.

"რო­დის არ იღებს სესხს ადა­მი­ა­ნი, - რო­დე­საც ეში­ნია ხვალ რა იქ­ნე­ბა. მე ვერ დავ­გეგ­მავ ახა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­ძე­ნას და ვერ ავი­ღებ სესხს, თუ მომ­დევ­ნო 2-3 წელი ზუს­ტად არ მე­ცო­დი­ნე­ბა რა იქ­ნე­ბა და გა­მეზ­რდე­ბა თუ არა ყო­ველ­თვი­უ­რი ხარ­ჯი. და­დე­ბით მო­ლო­დინს ჩვენ მო­ქა­ლა­ქე­ებს და მომ­ხმა­რებ­ლებს არა­ფე­რი უქ­მნის. ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს ძი­რი­თა­დად უარ­ყო­ფი­თი მო­ლო­დი­ნე­ბი აქვთ ეკო­ნო­მი­კუ­რი მო­მავ­ლის. ეს არის უარ­ყო­ფი­თი ტენ­დენ­ცია. ამ უარ­ყო­ფი­თი მო­ლო­დი­ნე­ბის გა­ბა­თი­ლე­ბა­ზე და და­დე­ბი­თი მო­ლო­დი­ნე­ბის შექ­მნა­ზე უნდა იმუ­შა­ვოს ერ­თობ­ლი­ვად მთავ­რო­ბამ და ეროვ­ნულ­მა ბან­კმა. არ შე­იძ­ლე­ბა ერ­თმა­ნეთ­ზე თავ­დას­ხმე­ბი, მი­თუ­მე­ტეს მთავ­რო­ბის მხრი­დან ეროვ­ნულ ბანკზე. ეს უარ­ყო­ფით მო­ლო­დინს აჩენს ჩვენს ინ­ვეს­ტო­რებ­ში, ასე­ვე არა­რე­ზი­დენტ მომ­ხმა­რებ­ლებ­ში, რომ­ლე­ბიც ჩვე­ნი ბან­კე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ. ისი­ნი უყუ­რე­ბენ ამ მდგო­მა­რე­ო­ბას და ძა­ლი­ან დიდი უნ­დობ­ლო­ბა ჩნდე­ბა ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის და სა­ბან­კო სექ­ტო­რის მი­მართ და ისი­ნი გა­ცი­ლე­ბით ფრთხი­ლად მო­ე­კი­დე­ბი­ან სეს­ხის აღე­ბა­საც და დე­პო­ზი­ტის გახ­სნა­საც. ამი­ტომ არის სა­ჭი­რო, რომ ერ­თი­ა­ნი პო­ლი­ტი­კა იყოს და ჩან­დეს, რომ ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რე­გი­ონ­ში კრი­ზი­სია და ა.შ.", - გა­ნა­ცხა­და კე­პუ­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, სეს­ხებ­ზე მო­თხოვ­ნის შემ­ცი­რე­ბა ნაკ­ლე­ბი ადა­მი­ა­ნის და­საქ­მე­ბა­საც გა­მო­იწ­ვევს.

"ჩვენ შე­იძ­ლე­ბა ვი­ფიქ­როთ, რომ უი, რა კარ­გია, ხალ­ხი ნაკ­ლებ ვალს იღებს, მაგ­რამ ნაკ­ლე­ბი სეს­ხის აღე­ბა, რო­გორც იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის­გან, ასე­ვე ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის­გან ნიშ­ნავს, რომ ნაკ­ლე­ბი ფული ტრი­ა­ლებს ეკო­ნო­მი­კა­ში, ნაკ­ლე­ბი ადა­მი­ა­ნი და­საქმდე­ბა. ეს გა­მოწ­ვე­უ­ლია იმით, რომ მათ არ აქვთ და­დე­ბი­ლი მო­ლო­დი­ნი, ცდი­ლო­ბენ არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას და ვერ ფიქ­რო­ბენ გან­ვი­თა­რე­ბას. ეს ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ ზრდა­სა და ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე პირ­და­პირ კავ­შირ­შია. ეკო­ნო­მი­კა­ში ყვე­ლა­ფე­რი გა­და­ჯაჭ­ვუ­ლია ერ­თმა­ნეთ­ზე. ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა და ვა­ლუ­ტის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა პირ­და­პირ მიბ­მუ­ლია ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე", - აღ­ნიშ­ნა "სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ბან­კე­ბის" ხელ­მძღვა­ნელ­მა.

კე­პუ­ლა­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ დღე­ი­სათ­ვის 500-600 ათა­სამ­დე ადა­მი­ანს აქვს ვალი უცხო­ურ ვა­ლუ­ტა­ში სეს­ხი.

"ეს ნიშ­ნავს იმას, რომ ამ ადა­მი­ა­ნებს ყო­ველ­თვი­უ­რად გა­ე­ზარ­დათ მომ­სა­ხუ­რე­ბა ამ სეს­ხის. ამ ადა­მი­ა­ნებს ყო­ველ­თვი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი შე­უმ­ცირ­დათ, გა­სა­ვა­ლი კი გა­ე­ზარ­დათ, ამ დროს კი ხელ­ფა­სი იგი­ვე დარ­ჩათ. ხელ­ფა­სის მო­მა­ტე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა ნაკ­ლე­ბია, რად­გან ბიზ­ნე­სი ხელ­ფა­სებს ვერ გაზ­რდის, რად­გან ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით ვხე­დავთ გა­ყიდ­ვე­ბის შემ­ცი­რე­ბას. ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბი ერი­დე­ბი­ან და­მა­ტე­ბი­თი ხარ­ჯე­ბის აღე­ბას, თუნ­დაც რე­მონ­ტის გა­კე­თე­ბის­თვის, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­ძე­ნის­თვის, სა­მომ­ხმა­რებ­ლო სეს­ხის აღე­ბას და ა.შ. ისი­ნი ცდი­ლო­ბენ თავი გა­ი­ტა­ნონ და პლი­უს ამას ემა­ტე­ბა კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბის გაზ­რდა, სხვა გა­და­სა­ხა­დე­ბის გაზ­რდა, ინფლა­ცი­აც მიზ­ნობ­რივ მაჩ­ვე­ნე­ბელ­საც ფაქ­ტობ­რი­ვად გა­დაც­და", - აღ­ნიშ­ნა კე­პუ­ლა­ძემ.

ლექ­სო ნა­ბახ­ტე­ვე­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ლარის გაუფასურებით ყველაზე მეტად დაზარალებულები: ნახევარ მილიონამდე ქართველი, რომლებსაც სესხი დოლარში აქვთ აღებული

ლარის გაუფასურებით ყველაზე მეტად დაზარალებულები: ნახევარ მილიონამდე ქართველი, რომლებსაც სესხი დოლარში აქვთ აღებული

მე ვერ დავგეგმავ ახალი ავტომობილის შეძენას და ვერ ავიღებ სესხს, თუ ზუსტად არ მეცოდინება მომდევნო 2-3 წელი რა იქნება და გამეზრდება თუ არა ყოველთვიური ხარჯი, - ასე აფასებს არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე კომერციულ ბანკებში უცხოურ ვალუტაში, კერძოდ კი დოლარში სესხზე მოთხოვნის შემცირებას. კეპულაძე ეროვნული ბანკის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ამბობს, რომ სესხებზე მოთხოვნის შემცირება დაიწყო ლარის გაუფასურების პროცესის დაწყებიდან. ორგანიზაციის თავმჯდომარე ამის განმაპირობებელ სამ მთავარ მიზეზს ასახელებს - ვალუტის გაუფასურება, ეკონომიკის მდგომარეობა და გაუარესებული მოლოდინები.

კეპულაძის ინფორმაციით, ბოლო 6 თვის მონაცემებით, სესხების გაცემა შემცირებულია, განსაკუთრებით უცხოურ ვალუტაზე.

"შედარებით მოიმატა მაისში და ივნისში სესხების გაცემამ ლარში, მაგრამ დოლარში იანვრის შემდეგ, სესხების გაცემა სულ კლებაშია. ივლისის მონაცემებით, 1 080 560 სასესხო ხელშეკრულებაა გაფორმებული ლარში, ხოლო დოლარში 33 698 ხელშეკრულება, როდესაც დოლარში წინა წლის ოქტომბერში იყო 52 747 ხელშეკრულება. ფაქტია, რომ სესხებზე მოთხოვნა შემცირებულია და ეს გამოწვეულია იმით, რომ ხალხს ურჩევნია აღარ აიღოს უცხოურ ვალუტაში სესხი, რადგან მოლოდინი უარესის აქვს".

კეპულაძე დოლარში სესხების მოთხოვნის შემცირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად ცუდ მოლოდინებს ასახელებს. მისივე თქმით, მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ცუდი მოლოდინების გაბათილებისთვის და დადებითი მოლოდინების შექმნისთვის ერთობლივად უნდა იმოქმედონ.

"როდის არ იღებს სესხს ადამიანი, -  როდესაც ეშინია ხვალ რა იქნება. მე ვერ დავგეგმავ ახალი ავტომობილის შეძენას და ვერ ავიღებ სესხს, თუ მომდევნო 2-3 წელი ზუსტად არ მეცოდინება რა იქნება და გამეზრდება თუ არა ყოველთვიური ხარჯი. დადებით მოლოდინს ჩვენ მოქალაქეებს და მომხმარებლებს არაფერი უქმნის. ჩვენს მოქალაქეებს ძირითადად უარყოფითი მოლოდინები აქვთ ეკონომიკური მომავლის. ეს არის უარყოფითი ტენდენცია. ამ უარყოფითი მოლოდინების გაბათილებაზე და დადებითი მოლოდინების შექმნაზე უნდა იმუშავოს ერთობლივად მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა. არ შეიძლება ერთმანეთზე თავდასხმები, მითუმეტეს მთავრობის მხრიდან ეროვნულ ბანკზე. ეს უარყოფით მოლოდინს აჩენს ჩვენს ინვესტორებში, ასევე არარეზიდენტ მომხმარებლებში, რომლებიც ჩვენი ბანკებით სარგებლობენ. ისინი უყურებენ ამ მდგომარეობას და ძალიან დიდი უნდობლობა ჩნდება ქვეყნის ეკონომიკის და საბანკო სექტორის მიმართ და ისინი გაცილებით ფრთხილად მოეკიდებიან სესხის აღებასაც და დეპოზიტის გახსნასაც. ამიტომ არის საჭირო, რომ ერთიანი პოლიტიკა იყოს და ჩანდეს, რომ ყველაფერი რიგზეა მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში კრიზისია და ა.შ.", - განაცხადა კეპულაძემ.

მისივე თქმით, სესხებზე მოთხოვნის შემცირება ნაკლები ადამიანის დასაქმებასაც გამოიწვევს.

"ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ, რომ უი, რა კარგია, ხალხი ნაკლებ ვალს იღებს, მაგრამ ნაკლები სესხის აღება, როგორც იურიდიული პირებისგან, ასევე ფიზიკური პირებისგან ნიშნავს, რომ ნაკლები ფული ტრიალებს ეკონომიკაში, ნაკლები ადამიანი დასაქმდება. ეს გამოწვეულია იმით, რომ მათ არ აქვთ დადებილი მოლოდინი, ცდილობენ არსებული მდგომარეობის შენარჩუნებას და ვერ ფიქრობენ განვითარებას. ეს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და ეკონომიკურ მდგომარეობაზე პირდაპირ კავშირშია. ეკონომიკაში ყველაფერი გადაჯაჭვულია ერთმანეთზე. ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება და ვალუტის გაუფასურება პირდაპირ მიბმულია ეკონომიკურ მდგომარეობაზე", - აღნიშნა "საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელმა.

კეპულაძე აღნიშნავს, რომ დღეისათვის 500-600 ათასამდე ადამიანს აქვს ვალი უცხოურ ვალუტაში სესხი.

"ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანებს ყოველთვიურად გაეზარდათ მომსახურება ამ სესხის. ამ ადამიანებს ყოველთვიური შემოსავალი შეუმცირდათ, გასავალი კი გაეზარდათ, ამ დროს კი ხელფასი იგივე დარჩათ. ხელფასის მომატების პერსპექტივა ნაკლებია, რადგან ბიზნესი ხელფასებს ვერ გაზრდის, რადგან ყველა მიმართულებით ვხედავთ გაყიდვების შემცირებას. ფიზიკური პირები ერიდებიან დამატებითი ხარჯების აღებას, თუნდაც რემონტის გაკეთებისთვის, უძრავი ქონების შეძენისთვის, სამომხმარებლო სესხის აღებას და ა.შ. ისინი ცდილობენ თავი გაიტანონ და პლიუს ამას ემატება კომუნალური გადასახადების გაზრდა, სხვა გადასახადების გაზრდა, ინფლაციაც მიზნობრივ მაჩვენებელსაც ფაქტობრივად გადაცდა", - აღნიშნა კეპულაძემ.

ლექსო ნაბახტეველი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია