პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეს იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეა - წმინდანის თავის ქალას უცნობი ისტორია, რომელიც მორწმუნეეებმა უნდა იცოდნენ
დღეს იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეა - წმინდანის თავის ქალას უცნობი ისტორია, რომელიც მორწმუნეეებმა უნდა იცოდნენ

მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია დღეს წმ. იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის თა­ვის­კვე­თის დღეს აღ­ნიშ­ნავს. ამა­თან და­კავ­ში­რე­ბით ტაძ­რებ­ში წირ­ვა-ლოც­ვა ჩა­ტარ­დე­ბა.

წმინ­და სა­ხა­რე­ბის მი­ხედ­ვით, წმი­და იო­ა­ნე ნათ­ლის­მცე­მელს თავი გა­ლი­ლე­ის მმარ­თვე­ლის, ჰე­რო­დე ან­ტი­პას ბრძა­ნე­ბით მოკ­ვე­თეს. მა­ნამ­დე წმ. ნათ­ლის­მცე­მე­ლი ჰე­რო­დეს სა­პყრო­ბი­ო­ლე­ში ჰყავ­და და­ტყვე­ვე­ბუ­ლი, რად­გან მას უზ­ნეო ცხოვ­რე­ბის­თვის და­უ­ფა­რა­ვად ამ­ხელ­და კა­ნო­ნი­ე­რი ცო­ლის და­ტო­ვე­ბი­სა და სა­კუ­თა­რი ძმის, ფი­ლი­პეს მე­უღ­ლეს­თან, ჰე­რო­დი­ა­დას­თან უკა­ნო­ნო თა­ნა­ცხოვ­რე­ბის გამო.

წმ. წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის თა­ვის მოკ­ვე­თის სურ­ვი­ლით ფი­ლი­პეს ჰე­რო­დე­ას ქა­ლიშ­ვილ­მა, სა­ლო­მე­ამ დე­დის ჩა­გო­ნე­ბით მი­მარ­თა, რად­გან მას სძულ­და წმ. ნათ­ლის­მცე­მე­ლი. სა­ლო­მეა ფი­ლი­პეს და­ბა­დე­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნავ წვე­უ­ლე­ბა­ზე ცეკ­ვავ­და. მისი ცეკ­ვით მო­ხიბ­ლუ­ლი ჰე­რო­დე კი სა­ლო­მე­ას ნე­ბის­მი­ე­რი სურ­ვი­ლის შეს­რუ­ლე­ბას დაჰ­პირ­და. სა­ლო­მე­ამ ლან­გარ­ზე წმ. იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის თავი მო­ი­თხო­ვა.

წმ. იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის თა­ვის­კვე­თის დღეს მორ­წმუ­ნე­ე­ბი ტრა­დი­ცი­უ­ლად მარ­ხვით აღ­ნიშ­ნა­ვენ.

წმი­და იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის თა­ვის­კვე­თის (ხს. 29 აგ­ვის­ტოს) შემ­დეგ მისი სხე­უ­ლი მო­წა­ფე­ებ­მა პა­ტი­ვით დაკ­რძა­ლეს სა­მა­რი­ის ქა­ლაქ სე­ბას­ტი­ა­ში, წმი­და თავი კი უს­ჯუ­ლო ჰე­რო­დი­ა­დამ უპა­ტიო ად­გი­ლას დაფ­ლა. კე­თილ­მსა­ხურ­მა იო­ა­ნამ, ჰე­რო­დეს ეზოს­მო­ძღვრის ქო­ზას ცოლ­მა (მას იხ­სე­ნებს ლუკა მა­ხა­რე­ბე­ლი – ლკ. 8,3), იო­ა­ნეს თავი ფა­რუ­ლად ჩადო პა­ტი­ო­სან ჭურ­ჭელ­ში და ელე­ო­ნის მთა­ზე – ჰე­რო­დეს ერთ-ერთ მა­მულ­ში მი­ა­ბა­რა მი­წას. მრა­ვა­ლი წლის შემ­დეგ ეს ად­გილ-მა­მუ­ლი კე­თილ­მსა­ხუ­რი დი­დე­ბუ­ლის, ინო­კენ­ტის მფლო­ბე­ლო­ბა­ში გა­და­ვი­და, რო­მელ­მაც აქ ტაძ­რის აშე­ნე­ბა გა­და­წყვი­ტა. ტაძ­რის სა­ძირ­კვლის თხრის დროს აღ­მო­ჩე­ნილ იქნა ჭურ­ჭე­ლი უფ­ლის წი­ნა­მორ­ბე­დის თა­ვით. ნა­პოვ­ნი სიწ­მი­დის სი­დი­ა­დე მას­თან აღ­სრუ­ლე­ბუ­ლი სას­წა­უ­ლე­ბით გა­ცხად­და. ეს იყო იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის თა­ვის პირ­ვე­ლი პოვ­ნა. ინო­კენ­ტი კრძალ­ვით ინა­ხავ­და მას, მაგ­რამ სიკ­ვდი­ლის წინ იმის ში­შით, რომ სიწ­მი­დე უს­ჯუ­ლო­ებს არ ჩა­ვარ­დნო­დათ ხელ­ში, იმა­ვე ად­გი­ლას ჩაფ­ლა, სა­ი­და­ნაც ამო­ი­ღო. შემ­დეგ­ში ეს ად­გი­ლი თან­და­თან გა­უ­და­ბურ­და, ტა­ძა­რი - ჩა­მო­ინ­გრა.

მო­ცი­ქულ­თას­წო­რი იმ­პე­რა­ტო­რის, კონ­სტან­ტი­ნე დი­დის (+337, ხს. 21 მა­ისს) ზე­ო­ბი­სას, ქრის­ტი­ა­ნო­ბის აყ­ვა­ვე­ბის ხა­ნა­ში, იე­რუ­სა­ლი­მის წმი­და ად­გი­ლე­ბის მო­სა­ლო­ცად მო­სულ ორ ბერს ორ­ჯერ გა­მო­ე­ცხა­და უფ­ლის წი­ნა­მორ­ბე­დი და თა­ვი­სი პა­ტი­ო­სა­ნი თა­ვის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი ამ­ცნო. ბე­რებ­მა ამო­თხა­რეს სიწ­მი­დე, აქ­ლე­მის ბეწ­ვის ტო­მა­რა­ში ჩა­დეს და ში­ნი­სა­კენ გა­მობ­რუნ­დნენ. გზად მათ შე­მოხ­ვდათ უც­ნო­ბი მე­ქოთ­ნე და ძვირ­ფა­სი ტვირ­თი მას მის­ცეს სა­ტა­რებ­ლად. მე­კე­ცემ არ იცო­და, რა სიწ­მინ­დე მიჰ­ქონ­და, მაგ­რამ მას თა­ვად ნათ­ლის­მცე­მე­ლი გა­მო­ე­ცხა­და და უბ­რძა­ნა, გაქ­ცე­ო­და და­უ­დე­ვარ და უდებ ბე­რებს იმას­თან ერ­თად, რაც ხელ­ში ეპყრა. ღვთის­მოყ­ვა­რე ხე­ლო­სა­ნი ფა­რუ­ლად გა­ნე­რი­და თა­ნამ­გზავ­რებს. შემ­დგომ­ში იგი პა­ტი­ვით ინა­ხავ­და წმი­და თავს, სიკ­ვდი­ლის წინ კი დას გა­დას­ცა. ამ დრო­ი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი სიწ­მი­დე მემ­კვიდ­რე­ო­ბით გა­და­ე­ცე­მო­და ღვთის­მო­შიშ ქრის­ტი­ა­ნებს მა­ნამ, სა­ნამ მისი მფლო­ბე­ლი არ გახ­და ერე­ტი­კო­სი მღვდელმთა­ვა­რი ევსტა­თი. იგი პა­ტი­ო­სა­ნი თა­ვის სიწ­მი­დის ძა­ლით კურ­ნავ­და სნე­უ­ლებს, შემ­დეგ კი აღ­სრუ­ლე­ბულ სას­წა­უ­ლებს ერე­სის მადლს მი­ა­წერ­და და აც­დუ­ნებ­და გა­მო­უც­დელ სუ­ლებს. როცა ევსტა­თის ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბა გა­ცხად­და, ის იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, გაქ­ცე­უ­ლი­ყო, სიწ­მი­დე კი ემე­სის მახ­ლო­ბელ მღვი­მე­ში და­მა­ლა იმ იმე­დით, რომ დაბ­რუნ­დე­ბო­და და კვლავ ხელ­ში ჩა­იგ­დებ­და მას. ღმერ­თმა ეს არ და­უშ­ვა: გა­მოქ­ვა­ბულ­ში დამ­კვიდ­რნენ კე­თილ­მსა­ხუ­რი ბე­რე­ბი, შემ­დეგ კი აქ მო­ნას­ტე­რიც და­არ­სდა. 452 წელს, სა­ვა­ნის არ­ქი­მან­დრიტ მარ­კელს იო­ა­ნე ნათ­ლის­მცე­მელ­მა თა­ვი­სი წმი­და თა­ვის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი აუ­წყა. ეს მოვ­ლე­ნა სიწ­მი­დის მე­ო­რედ პოვ­ნის სა­ხე­ლით იდღე­სას­წა­უ­ლა. ნათ­ლის­მცემ­ლის პა­ტი­ო­სა­ნი თავი ჯერ ემე­სა­ში გა­და­ას­ვე­ნეს, შემ­დეგ კი – კონ­სტან­ტი­ნე­პოლ­ში.

7 ივ­ნისს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია წმინ­და იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის თა­ვის მე­სა­მედ პოვ­ნის დღეს აღ­ნიშ­ნავს

წმინ­და იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის თა­ვის მე­სა­მედ მო­პო­ვე­ბის ის­ტო­რი­ით, რო­გორც წესი, მთავ­რდე­ბა ხოლ­მე თხრო­ბა წი­ნა­მორ­ბე­დის თავ­ზე. ეს შე­იძ­ლე­ბა იმით აიხ­სნას, რომ ამ ის­ტო­რი­ის გაგ­რძე­ლე­ბა კა­თო­ლი­კურ და­სავ­ლეთს უკავ­შირ­დე­ბა.

850 წელს წმინ­და იო­ა­ნეს თა­ვის ქა­ლას ერთ-ერთი ნა­წი­ლი აღ­მოჩ­ნდა ქა­ლაქ პეტ­რა­ში, პროდ­რო­მო­სის მო­ნას­ტერ­ში, კი­დევ ერთი - წი­ნა­მორ­ბე­დის სა­ხე­ლო­ბის სტუ­დი­ის მო­ნას­ტერ­ში. ამ სა­ვა­ნე­ში და­ცუ­ლი თა­ვის ქა­ლას სა­ხის ნა­წი­ლი ჯერ კი­დევ 1200 წელს მო­სა­ლო­ცად ჩა­მო­სულ­მა ან­ტო­ნიმ მო­ი­ნა­ხუ­ლა, მაგ­რამ უკვე 1204 წელს ჯვა­როს­ნებ­მა სიწ­მინ­დე საფ­რან­გე­თის ჩრდი­ლო­ეთ ნა­წილ­ში, ქა­ლაქ ამი­ენ­ში გა­ი­ტა­ნეს.

წმინ­და დი­მიტ­რი როს­ტო­ვე­ლის "წმინ­დან­თა ცხოვ­რე­ბის" მი­ნა­წე­რი კი­დევ სამ ად­გილს მი­უ­თი­თებს, სა­დაც იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის თა­ვის ქა­ლას ნა­წი­ლე­ბი იყო დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი: ათო­ნის დი­ო­ნი­სეს მო­ნას­ტე­რი, კა­ლუ­ის უგ­როვ­ლა­ხე­თის სა­ვა­ნე და პაპ სილ­ვე­რის ეკ­ლე­სია რომ­ში, სა­დაც ამი­ე­ნი­დან გად­მო­ი­ტა­ნეს სიწ­მინ­დის მცი­რე ნა­წი­ლი.

საფ­რან­გეთ­ში წმინ­და იო­ა­ნეს თა­ვის გა­მო­ჩე­ნის ის­ტო­რია არაფ­რით გან­სხვავ­დე­ბა სხვა ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სიწ­მინ­დე­ე­ბის ის­ტო­რი­ე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც და­სავ­ლეთ­ში აღ­მოჩ­ნდა.

1204 წლის 13 აპ­რილს, მე­ო­თხე ჯვა­როს­ნუ­ლი ლაშ­ქრო­ბის დროს, და­სავ­ლე­თის რა­ინ­დებ­მა ბი­ზან­ტი­ის დე­და­ქა­ლა­ქი, კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლი, აი­ღეს, და­არ­ბი­ეს და გა­ძარ­ცვეს. რო­გორც ლა­თინ­თა გად­მო­ცე­მა მოწ­მობს, ვა­ლონ დე სარ­ტონ­მა, რო­მე­ლიც პი­კი­ნი­ი­დან იყო, ერთ-ერთი სა­სახ­ლის ნან­გრე­ვებ­ში იპო­ვა ფუტ­ლი­ა­რი, რო­მელ­შიც ვერ­ცხლის მოზ­რდილ თეფ­შზე, შუ­შის ზარ­ხუ­ფის ქვეშ, იდო ადა­მი­ა­ნის თა­ვის ქა­ლას სა­ხის ნა­წი­ლი ქვე­და ყბის გა­რე­შე. მარ­ცხე­ნა წარ­ბის ზე­მოთ ღრმუ­ლი მო­ჩან­და, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნა­ხან­ჯლა­რი. ვა­ლონ­მა თეფ­შზე ბერ­ძნუ­ლი წარ­წე­რა ამო­ი­კი­თხა, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებ­და, რომ ეს წმინ­და იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის ნა­წი­ლი იყო. ამას­თან, წარბთან არ­სე­ბუ­ლი ღრმუ­ლი თან­ხვდე­ბო­და იმ ფაქტს, რო­მელ­საც ნე­ტა­რი იე­რო­ნი­მე აღ­წერ­და. მისი მოწ­მო­ბით, გა­ცე­ცხლე­ბულ­მა ჰე­რო­დი­ა­დამ წმინ­და­ნის მოჭ­რილ თავს ხან­ჯა­ლი ჩას­ცა.

ვა­ლონ დე სარ­ტონ­მა გა­და­წყვი­ტა, წი­ნა­მორ­ბე­დის თავი საფ­რან­გე­თის ჩრდი­ლო­ეთ ნა­წილ­ში, პი­კარ­დი­ა­ში ჩა­ე­ტა­ნა. 1206 წლის 17 დე­კემ­ბერს ქა­ლაქ ამი­ე­ნის კა­თო­ლი­კე ეპის­კო­პო­სი რი­ჩარდ გე­ბე­რო­ე­ლი ქა­ლა­ქის კა­რიბ­ჭეს­თან ზე­ი­მით მი­ე­გე­ბა იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის წმინ­და ნა­წი­ლებს. ალ­ბათ, ეპის­კო­პო­სი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო ნა­წი­ლე­ბის ნამ­დვი­ლო­ბა­ში, რაც იმ დროს ად­ვი­ლი გა­და­სა­მოწ­მე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და. ამ დრო­ი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ამი­ენ­ში და მთლი­ა­ნად პი­კარ­დი­ა­ში იწყე­ბა იო­ა­ნე წი­ნა­მორ­ბე­დის თა­ვის ქა­ლას წინა, სა­ხის მხა­რის, ნა­წი­ლის თაყ­ვა­ნის­ცე­მა.

1220 წელს ამი­ე­ნის ეპის­კო­პოს­მა სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­რა ახალ კა­თო­ლი­კურ ტა­ძარს, რო­მე­ლიც გო­თუ­რი სტი­ლის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე დი­დე­ბულ ნა­გე­ბო­ბად იქცა. აქ გად­მო­აბ­რძა­ნეს ქა­ლა­ქის მთა­ვა­რი სიწ­მინ­დე - იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის თა­ვის ქა­ლას ნა­წი­ლი.

თან­და­თან ამი­ე­ნი არა მხო­ლოდ უბ­რა­ლო მო­ქა­ლა­ქე­თა, არა­მედ საფ­რან­გე­თის მე­ფე­ე­ბის, პრინ­ცე­ბი­სა და დი­დე­ბუ­ლე­ბის მო­სა­ლოც ად­გი­ლად გა­და­იქ­ცა. პირ­ვე­ლად წმინ­და იო­ა­ნეს თა­ვის თაყ­ვან­სა­ცე­მად მი­ვი­და საფ­რან­გე­თის მეფე ლუ­დო­ვი­კო IX (კა­თო­ლი­კურ­მა ეკ­ლე­სი­ამ იგი წმინ­და­ნად შე­რა­ცხა), შემ­დეგ - შარლ VI, შარლ VII, რო­მელ­მაც დი­დძა­ლი შე­სა­წი­რი გა­ი­ღო წმინ­და ნა­წი­ლე­ბის შე­სამ­კო­ბად.

1604 წელს რო­მის პაპ­მა კლი­მენ­ტი VII-მ, რო­მელ­საც სურ­და, რომ­ში წი­ნა­მორ­ბე­დის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სია მისი წმინ­და ნა­წი­ლით გა­ემ­დიდ­რე­ბი­ნა, ამი­ე­ნის მღვდელმსა­ხუ­რებს სიწ­მინ­დის მცი­რე ნა­წი­ლი გა­მოს­თხო­ვა, ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი კი კვლავ ამი­ე­ნის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში დარ­ჩა.

წმინ­და ნა­წი­ლე­ბის გა­დარ­ჩე­ნა რე­ვო­ლუ­ცი­ის მძვინ­ვა­რე­ბის დროს

1789 წლის რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ მთელ საფ­რან­გეთ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სა­ეკ­ლე­სიო ქო­ნე­ბის აღ­წე­რა და ექ­სპროპ­რი­ა­ცია, რა­საც წმინ­და ნა­წი­ლე­ბის ამო­ღე­ბა-გა­ნად­გუ­რე­ბაც ახ­ლდა თან. წმინ­და იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის თავი ამი­ე­ნის ტა­ძარ­ში დარ­ჩა 1793 წლამ­დე, სა­ნამ რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი კონ­ვენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა არ მო­ი­თხო­ვეს. მათ წმინ­და ნა­წი­ლებს ძვირ­ფა­სი სამ­კა­უ­ლი მოხ­სნეს და სიწ­მინ­დის სა­საფ­ლა­ო­ზე და­მარ­ხვა ბრძა­ნეს, მაგ­რამ რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნერ ხე­ლი­სუ­ფალ­თა ნება არ აღ­სრულ­და. მათი წას­ვლის შემ­დეგ ამი­ე­ნის მერი ლუი-ალექ­სან­დრე ლე­კე­ვი მა­ლუ­ლად დაბ­რუნ­და სა­ცავ­ში და სიკ­ვდი­ლით დას­ჯის საფრ­თხის მი­უ­ხე­და­ვად, წმინ­და ნა­წი­ლე­ბი შინ წა­ი­ღო. ასე გა­დარ­ჩა ეს წმინ­და რე­ლიკ­ვია. რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ ყო­ფილ­მა მერ­მა სიწ­მინ­დე შე­სა­ნა­ხად გა­დას­ცა აბატ ლი­ოჟენს, ხოლო რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი დევ­ნის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ წმინ­და­ნის თავი ამი­ე­ნის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში და­აბ­რუ­ნეს. ეს მოხ­და 1816 წელს. იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის თა­ვის ქალა დღემ­დე ამი­ე­ნის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში ინა­ხე­ბა.

XIX სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რულს ის­ტო­რი­ულ­მა მეც­ნი­ე­რე­ბამ, ეკ­ლე­სი­ის მეს­ვე­ურ­თა მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, აღი­ა­რა, რომ შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ხში­რი იყო წმინ­და ნა­წილ­თა გა­ყალ­ბე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი. ამი­ე­ნის სიწ­მინ­დი­სად­მი სა­ერ­თო უნ­დობ­ლო­ბის გამო მის­და­მი ინ­ტე­რე­სი ნელ-ნელა იკ­ლებ­და.

წმინ­და იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის თავი დღე­ის­თვის

გაგ­რძე­ლე­ბა

დღეს იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეა - წმინდანის თავის ქალას უცნობი ისტორია, რომელიც მორწმუნეეებმა უნდა იცოდნენ

დღეს იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეა - წმინდანის თავის ქალას უცნობი ისტორია, რომელიც მორწმუნეეებმა უნდა იცოდნენ

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმ. იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს აღნიშნავს. ამათან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა ჩატარდება.

წმინდა სახარების მიხედვით, წმიდა იოანე ნათლისმცემელს თავი გალილეის მმართველის, ჰეროდე ანტიპას ბრძანებით მოკვეთეს. მანამდე წმ. ნათლისმცემელი ჰეროდეს საპყრობიოლეში ჰყავდა დატყვევებული, რადგან მას უზნეო ცხოვრებისთვის დაუფარავად ამხელდა კანონიერი ცოლის დატოვებისა და საკუთარი ძმის, ფილიპეს მეუღლესთან, ჰეროდიადასთან უკანონო თანაცხოვრების გამო.

წმ. წინასწარმეტყველის თავის მოკვეთის სურვილით ფილიპეს ჰეროდეას ქალიშვილმა, სალომეამ დედის ჩაგონებით მიმართა, რადგან მას სძულდა წმ. ნათლისმცემელი. სალომეა ფილიპეს დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე ცეკვავდა. მისი ცეკვით მოხიბლული ჰეროდე კი სალომეას ნებისმიერი სურვილის შესრულებას დაჰპირდა. სალომეამ ლანგარზე წმ. იოანე ნათლისმცემლის თავი მოითხოვა.

წმ. იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს მორწმუნეები ტრადიციულად მარხვით აღნიშნავენ.

წმიდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის (ხს. 29 აგვისტოს) შემდეგ მისი სხეული მოწაფეებმა პატივით დაკრძალეს სამარიის ქალაქ სებასტიაში, წმიდა თავი კი უსჯულო ჰეროდიადამ უპატიო ადგილას დაფლა. კეთილმსახურმა იოანამ, ჰეროდეს ეზოსმოძღვრის ქოზას ცოლმა (მას იხსენებს ლუკა მახარებელი – ლკ. 8,3), იოანეს თავი ფარულად ჩადო პატიოსან ჭურჭელში და ელეონის მთაზე – ჰეროდეს ერთ-ერთ მამულში მიაბარა მიწას. მრავალი წლის შემდეგ ეს ადგილ-მამული კეთილმსახური დიდებულის, ინოკენტის მფლობელობაში გადავიდა, რომელმაც აქ ტაძრის აშენება გადაწყვიტა. ტაძრის საძირკვლის თხრის დროს აღმოჩენილ იქნა ჭურჭელი უფლის წინამორბედის თავით. ნაპოვნი სიწმიდის სიდიადე მასთან აღსრულებული სასწაულებით გაცხადდა. ეს იყო იოანე ნათლისმცემლის თავის პირველი პოვნა. ინოკენტი კრძალვით ინახავდა მას, მაგრამ სიკვდილის წინ იმის შიშით, რომ სიწმიდე უსჯულოებს არ ჩავარდნოდათ ხელში, იმავე ადგილას ჩაფლა, საიდანაც ამოიღო. შემდეგში ეს ადგილი თანდათან გაუდაბურდა, ტაძარი - ჩამოინგრა.

მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის (+337, ხს. 21 მაისს) ზეობისას, ქრისტიანობის აყვავების ხანაში, იერუსალიმის წმიდა ადგილების მოსალოცად მოსულ ორ ბერს ორჯერ გამოეცხადა უფლის წინამორბედი და თავისი პატიოსანი თავის ადგილსამყოფელი ამცნო. ბერებმა ამოთხარეს სიწმიდე, აქლემის ბეწვის ტომარაში ჩადეს და შინისაკენ გამობრუნდნენ. გზად მათ შემოხვდათ უცნობი მექოთნე და ძვირფასი ტვირთი მას მისცეს სატარებლად. მეკეცემ არ იცოდა, რა სიწმინდე მიჰქონდა, მაგრამ მას თავად ნათლისმცემელი გამოეცხადა და უბრძანა, გაქცეოდა დაუდევარ და უდებ ბერებს იმასთან ერთად, რაც ხელში ეპყრა. ღვთისმოყვარე ხელოსანი ფარულად განერიდა თანამგზავრებს. შემდგომში იგი პატივით ინახავდა წმიდა თავს, სიკვდილის წინ კი დას გადასცა. ამ დროიდან მოყოლებული სიწმიდე მემკვიდრეობით გადაეცემოდა ღვთისმოშიშ ქრისტიანებს მანამ, სანამ მისი მფლობელი არ გახდა ერეტიკოსი მღვდელმთავარი ევსტათი. იგი პატიოსანი თავის სიწმიდის ძალით კურნავდა სნეულებს, შემდეგ კი აღსრულებულ სასწაულებს ერესის მადლს მიაწერდა და აცდუნებდა გამოუცდელ სულებს. როცა ევსტათის ბოროტმოქმედება გაცხადდა, ის იძულებული გახდა, გაქცეულიყო, სიწმიდე კი ემესის მახლობელ მღვიმეში დამალა იმ იმედით, რომ დაბრუნდებოდა და კვლავ ხელში ჩაიგდებდა მას. ღმერთმა ეს არ დაუშვა: გამოქვაბულში დამკვიდრნენ კეთილმსახური ბერები, შემდეგ კი აქ მონასტერიც დაარსდა. 452 წელს, სავანის არქიმანდრიტ მარკელს იოანე ნათლისმცემელმა თავისი წმიდა თავის ადგილსამყოფელი აუწყა. ეს მოვლენა სიწმიდის მეორედ პოვნის სახელით იდღესასწაულა. ნათლისმცემლის პატიოსანი თავი ჯერ ემესაში გადაასვენეს, შემდეგ კი – კონსტანტინეპოლში.

7 ივნისს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის მესამედ პოვნის დღეს აღნიშნავს

წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის მესამედ მოპოვების ისტორიით, როგორც წესი, მთავრდება ხოლმე თხრობა წინამორბედის თავზე. ეს შეიძლება იმით აიხსნას, რომ ამ ისტორიის გაგრძელება კათოლიკურ დასავლეთს უკავშირდება.

850 წელს წმინდა იოანეს თავის ქალას ერთ-ერთი ნაწილი აღმოჩნდა ქალაქ პეტრაში, პროდრომოსის მონასტერში, კიდევ ერთი - წინამორბედის სახელობის სტუდიის მონასტერში. ამ სავანეში დაცული თავის ქალას სახის ნაწილი ჯერ კიდევ 1200 წელს მოსალოცად ჩამოსულმა ანტონიმ მოინახულა, მაგრამ უკვე 1204 წელს ჯვაროსნებმა სიწმინდე საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ამიენში გაიტანეს.

წმინდა დიმიტრი როსტოველის "წმინდანთა ცხოვრების" მინაწერი კიდევ სამ ადგილს მიუთითებს, სადაც იოანე ნათლისმცემლის თავის ქალას ნაწილები იყო დაბრძანებული: ათონის დიონისეს მონასტერი, კალუის უგროვლახეთის სავანე და პაპ სილვერის ეკლესია რომში, სადაც ამიენიდან გადმოიტანეს სიწმინდის მცირე ნაწილი.

საფრანგეთში წმინდა იოანეს თავის გამოჩენის ისტორია არაფრით განსხვავდება სხვა ქრისტიანული სიწმინდეების ისტორიებისგან, რომლებიც დასავლეთში აღმოჩნდა.

1204 წლის 13 აპრილს, მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს, დასავლეთის რაინდებმა ბიზანტიის დედაქალაქი, კონსტანტინოპოლი, აიღეს, დაარბიეს და გაძარცვეს. როგორც ლათინთა გადმოცემა მოწმობს, ვალონ დე სარტონმა, რომელიც პიკინიიდან იყო, ერთ-ერთი სასახლის ნანგრევებში იპოვა ფუტლიარი, რომელშიც ვერცხლის მოზრდილ თეფშზე, შუშის ზარხუფის ქვეშ, იდო ადამიანის თავის ქალას სახის ნაწილი ქვედა ყბის გარეშე. მარცხენა წარბის ზემოთ ღრმული მოჩანდა, სავარაუდოდ, ნახანჯლარი. ვალონმა თეფშზე ბერძნული წარწერა ამოიკითხა, რომელიც ადასტურებდა, რომ ეს წმინდა იოანე ნათლისმცემლის ნაწილი იყო. ამასთან, წარბთან არსებული ღრმული თანხვდებოდა იმ ფაქტს, რომელსაც ნეტარი იერონიმე აღწერდა. მისი მოწმობით, გაცეცხლებულმა ჰეროდიადამ წმინდანის მოჭრილ თავს ხანჯალი ჩასცა.

ვალონ დე სარტონმა გადაწყვიტა, წინამორბედის თავი საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში, პიკარდიაში ჩაეტანა. 1206 წლის 17 დეკემბერს ქალაქ ამიენის კათოლიკე ეპისკოპოსი რიჩარდ გებეროელი ქალაქის კარიბჭესთან ზეიმით მიეგება იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილებს. ალბათ, ეპისკოპოსი დარწმუნებული იყო ნაწილების ნამდვილობაში, რაც იმ დროს ადვილი გადასამოწმებელი იქნებოდა. ამ დროიდან მოყოლებული, ამიენში და მთლიანად პიკარდიაში იწყება იოანე წინამორბედის თავის ქალას წინა, სახის მხარის, ნაწილის თაყვანისცემა.

1220 წელს ამიენის ეპისკოპოსმა საფუძველი ჩაუყარა ახალ კათოლიკურ ტაძარს, რომელიც გოთური სტილის ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ ნაგებობად იქცა. აქ გადმოაბრძანეს ქალაქის მთავარი სიწმინდე - იოანე ნათლისმცემლის თავის ქალას ნაწილი.

თანდათან ამიენი არა მხოლოდ უბრალო მოქალაქეთა, არამედ საფრანგეთის მეფეების, პრინცებისა და დიდებულების მოსალოც ადგილად გადაიქცა. პირველად წმინდა იოანეს თავის თაყვანსაცემად მივიდა საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო IX (კათოლიკურმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა), შემდეგ - შარლ VI, შარლ VII, რომელმაც დიდძალი შესაწირი გაიღო წმინდა ნაწილების შესამკობად.

1604 წელს რომის პაპმა კლიმენტი VII-მ, რომელსაც სურდა, რომში წინამორბედის სახელობის ეკლესია მისი წმინდა ნაწილით გაემდიდრებინა, ამიენის მღვდელმსახურებს სიწმინდის მცირე ნაწილი გამოსთხოვა, ძირითადი ნაწილი კი კვლავ ამიენის საკათედრო ტაძარში დარჩა.

წმინდა ნაწილების გადარჩენა რევოლუციის მძვინვარების დროს

1789 წლის რევოლუციის შემდეგ მთელ საფრანგეთში მიმდინარეობდა საეკლესიო ქონების აღწერა და ექსპროპრიაცია, რასაც წმინდა ნაწილების ამოღება-განადგურებაც ახლდა თან. წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავი ამიენის ტაძარში დარჩა 1793 წლამდე, სანამ რევოლუციური კონვენტის წარმომადგენლებმა არ მოითხოვეს. მათ წმინდა ნაწილებს ძვირფასი სამკაული მოხსნეს და სიწმინდის სასაფლაოზე დამარხვა ბრძანეს, მაგრამ რევოლუციონერ ხელისუფალთა ნება არ აღსრულდა. მათი წასვლის შემდეგ ამიენის მერი ლუი-ალექსანდრე ლეკევი მალულად დაბრუნდა საცავში და სიკვდილით დასჯის საფრთხის მიუხედავად, წმინდა ნაწილები შინ წაიღო. ასე გადარჩა ეს წმინდა რელიკვია. რამდენიმე წლის შემდეგ ყოფილმა მერმა სიწმინდე შესანახად გადასცა აბატ ლიოჟენს, ხოლო რევოლუციური დევნის დასრულების შემდეგ წმინდანის თავი ამიენის საკათედრო ტაძარში დააბრუნეს. ეს მოხდა 1816 წელს. იოანე ნათლისმცემლის თავის ქალა დღემდე ამიენის საკათედრო ტაძარში ინახება.

XIX საუკუნის მიწურულს ისტორიულმა მეცნიერებამ, ეკლესიის მესვეურთა მონაწილეობით, აღიარა, რომ შუა საუკუნეებში ხშირი იყო წმინდა ნაწილთა გაყალბების შემთხვევები. ამიენის სიწმინდისადმი საერთო უნდობლობის გამო მისდამი ინტერესი ნელ-ნელა იკლებდა.

წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავი დღეისთვის

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია