მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თინათინ ხიდაშელი - რაც შეიძლება მეტი ნატო-ს ჯარისკაცი საქართველოში
თინათინ ხიდაშელი - რაც შეიძლება მეტი ნატო-ს ჯარისკაცი საქართველოში

სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის სა­მუ­შაო ვი­ზი­ტი ევ­რო­პა­ში გრძელ­დე­ბა. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლო­ნე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის შემ­დეგ, თი­ნა­თინ ხი­და­შელს ლატ­ვი­ელ­მა კო­ლე­გამ უმას­პინ­ძლა. თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა რა­ი­მონდს ბერ­გმა­ნისს ლატ­ვი­ის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის მხარ­და­ჭე­რის­თვის კი­დევ ერთხელ გა­და­უ­ხა­და მად­ლო­ბა.

შეხ­ვედ­რა­ზე კო­ლე­გებ­მა სამ­ხედ­რო სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბის აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კი­თხებ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­სი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რეს. შეხ­ვედ­რა­ზე ასე­ვე გან­ხი­ლუ­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის ამაღ­ლე­ბის გზა­ზე ლატ­ვი­ის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბაც. შეხ­ვედ­რის ერთ-ერთი მთა­ვა­რი თემა სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის გზა­ზე ერ­თი­ა­ნი ევ­რო­პუ­ლი მხარ­და­ჭე­რის მნიშ­ვნე­ლო­ბა და ნატო-ს 2016 წლის ვარ­შა­ვის სა­მი­ტის შე­დე­გე­ბი იყო.

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და, ლატ­ვი­ელ კო­ლე­გას დე­ტა­ლუ­რად გა­აც­ნო სა­ქარ­თვე­ლო­ში და ზო­გა­დად, რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რე­მოს გა­მოწ­ვე­ვე­ბი და ვარ­შა­ვის სა­მიტ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ხელ­შე­სა­ხე­ბი შე­დე­გე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა.

ლატ­ვია აქ­ტი­უ­რად უჭერს მხარს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ და ევრო-ატ­ლან­ტი­კურ ინ­ტეგ­რა­ცი­ას. რო­გორც თი­ნა­თინ ხი­და­შელ­მა გა­ნა­ცხა­და, რა­ი­მონდს ბერ­გმა­ნი­სის­გან და­პი­რე­ბა მი­ი­ღო, რომ ლატ­ვია ვარ­შა­ვის სა­მი­ტამ­დეც და სა­მი­ტის შემ­დე­გაც ოფი­ცი­ა­ლუ­რი თბი­ლი­სის აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რი იქ­ნე­ბა, რო­გორც ორ­მხრივ ისე, სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ყვე­ლა მრა­ვალ­მხრივ ფორ­მა­ტებ­ში. სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა მი­ი­ღო თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ლატ­ვი­ის პარ­ლა­მენ­ტის თავ­დაც­ვის, ში­ნა­გან საქ­მე­თა და კო­რუფ­ცი­ის პრე­ვენ­ცი­ის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რეს­თან აი­ნარს ლატ­კოვ­სკის­თან შეხ­ვედ­რა­ზეც.

რო­გორც თი­ნა­თინ ხი­და­შელ­მა გა­ნა­ცხა­და, სა­ქარ­თვე­ლო-ლატ­ვი­ის ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბი კვლავ აქ­ტი­უ­რად გაგ­რძელ­დე­ბა.

"ლატ­ვია თა­ნა­მო­ნა­წი­ლეა სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სის­ტე­მა­ში მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მე­ბის და ერ­თობ­ლი­ვი სწავ­ლე­ბე­ბის. ასე­ვე, აქ­ტი­უ­რად გაგ­რძელ­დე­ბა და კი­დევ უფრო ფარ­თო მას­შტაბს მი­ი­ღებს ეს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. JTEC-ის წარ­მა­ტე­ბით გან­ვი­თა­რე­ბის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ნა­ტოს წევ­რი ქვეყ­ნე­ბის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და ლატ­ვია ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩვე­ნი პარტნი­ო­რია. მი­ნის­ტრმა ისა­უბ­რა სა­ჩხე­რის ბა­ზა­ზე მიმ­დი­ნა­რე წვრთნებ­ზე, სა­დაც მათ შო­რის ლატ­ვი­ე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბიც იღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ამ ზა­ფხულ­საც ვმას­პინ­ძლობ­დით მათ. JTEC-ის პი­რო­ბებ­ში ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი კი­დევ უფრო გა­იზ­რდე­ბა და მხო­ლოდ სა­ჩხე­რით არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა. ამი­ტომ, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ჩვენ­თვის ის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, რა­ზეც ხში­რად ვსა­უბ­რობთ - რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ნატო-ს ჯა­რის­კა­ცი სა­ქარ­თვე­ლო­ში",- გა­ნა­ცხა­და ხი­და­შელ­მა.

შეხ­ვედ­რის და­წყე­ბამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ლატ­ვი­ის პირ­ვე­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ბა­ტა­ლი­ო­ნის და გმი­რის ოს­კარ კალ­პაკ­სის მე­მო­რი­ა­ლი გვირ­გვი­ნით შე­ამ­კო.

aleko
0

შენ პირს შაქარი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

თინათინ ხიდაშელი - რაც შეიძლება მეტი ნატო-ს ჯარისკაცი საქართველოში

თინათინ ხიდაშელი - რაც შეიძლება მეტი ნატო-ს ჯარისკაცი საქართველოში

საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამუშაო ვიზიტი ევროპაში გრძელდება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პოლონეთის თავდაცვის მინისტრის შემდეგ, თინათინ ხიდაშელს ლატვიელმა კოლეგამ უმასპინძლა. თავდაცვის მინისტრმა რაიმონდს ბერგმანისს ლატვიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა.

შეხვედრაზე კოლეგებმა სამხედრო სფეროში თანამშრომლობის აქტუალური საკითხებსა და საქართველოს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ასევე განხილული იყო საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების გზაზე ლატვიის მონაწილეობის მნიშვნელობაც. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე ერთიანი ევროპული მხარდაჭერის მნიშვნელობა და ნატო-ს 2016 წლის ვარშავის სამიტის შედეგები იყო.

როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, ლატვიელ კოლეგას დეტალურად გააცნო საქართველოში და ზოგადად, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს გამოწვევები და ვარშავის სამიტზე საქართველოსთვის ხელშესახები შედეგების მნიშვნელობა.

ლატვია აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას. როგორც თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, რაიმონდს ბერგმანისისგან დაპირება მიიღო, რომ ლატვია ვარშავის სამიტამდეც და სამიტის შემდეგაც ოფიციალური თბილისის აქტიური მხარდამჭერი იქნება, როგორც ორმხრივ ისე, საერთაშორისო ურთიერთობების ყველა მრავალმხრივ ფორმატებში. სრული მხარდაჭერა მიიღო თავდაცვის მინისტრმა ლატვიის პარლამენტის თავდაცვის, შინაგან საქმეთა და კორუფციის პრევენციის კომიტეტის თავმჯდომარესთან აინარს ლატკოვსკისთან შეხვედრაზეც.

როგორც თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, საქართველო-ლატვიის ორმხრივი ურთიერთობი კვლავ აქტიურად გაგრძელდება.

"ლატვია თანამონაწილეა საქართველოს თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმების და ერთობლივი სწავლებების. ასევე, აქტიურად გაგრძელდება და კიდევ უფრო ფართო მასშტაბს მიიღებს ეს ურთიერთობები. JTEC-ის წარმატებით განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია ნატოს წევრი ქვეყნების თანამონაწილეობა და ლატვია ამ მიმართულებით ჩვენი პარტნიორია. მინისტრმა ისაუბრა საჩხერის ბაზაზე მიმდინარე წვრთნებზე, სადაც მათ შორის ლატვიელი ჯარისკაცებიც იღებენ მონაწილეობას. ამ ზაფხულსაც ვმასპინძლობდით მათ. JTEC-ის პირობებში ეს შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზრდება და მხოლოდ საჩხერით არ შემოიფარგლება. ამიტომ, უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის ის მიმართულებები, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ - რაც შეიძლება მეტი ნატო-ს ჯარისკაცი საქართველოში",- განაცხადა ხიდაშელმა.

შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლატვიის პირველი დამოუკიდებელი ბატალიონის და გმირის ოსკარ კალპაკსის მემორიალი გვირგვინით შეამკო.