პარტნიორები:

    საქართველოს ნაკრები მერვედფინალში გავიდა! - მადლობა ჩვენს კალათბურთელებს, მადლობა ბერძნებს!

    საქართველოს ნაკრები მერვედფინალში გავიდა! - მადლობა ჩვენს კალათბურთელებს, მადლობა ბერძნებს!

    10 სექტემბერს ევრობასკეტ 2015-ის ჯგუფური ეტაპი დასრულდა. C ჯგუფის ბოლო მატჩში ერთმანეთს ჰოლანდიისა და საბერძნეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ, საბერძნეთის ნაკრებმა იმარჯვა 68:65.

    ეს შეხვედრა ძალზე მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ნაკრებისთვის, თუკი ჰოლანდია დამარცხდებოდა, იგორ კოკოშკოვის გუნდი ჯგუფში მე-4 ადგილს დაიკავებდა და პლეი ოფის საგზურს მოიპოვებდა.

    ალბათ არცერთი უცხოური ნაკრებისთვის არ უგულშემატკივრეია ქართველებს ისე ძალიან, როგორც დღეს საბერძნეთის ნაკრების ჰოლანდიასთან დაპირისპირების დროს გამოჩნდა. ეს იყო ყველაზე დიდი გამარჯვება ქართველი გულშემატკივრისა და თავისთავად პირველ რიგში საქართველო ნაკრებისთვის.

    I ტაიმი ბერძნებმა 34:31 მოიგეს. ბოლო მეოთხედისკენ უმოტივაციო ბერძენთა უპირატესობა შემცირდა და შეხვედრის დასრულებამდე 23 წამით ადრე ანგარიში 64:62 გახდა ბერძნების სასარგებლოდ.

    საბოლოოდ საბერძნეთის ნაკრებმა მაინც მოიგო 68:65 და ამით საქართველოს ნაკრები მერვედფინალში გაიყვანა.

    1. საბერძნეთი - 10 ქულა, 2. ხორვატია - 8, 3. სლოვენია - 8, 4. საქართველო - 7, 5. მაკედონია - 6, 6. ჰოლანდია - 6.

    მერვედფინალში, საფრანგეთში საქართველოს ნაკრების მეტოქე ლიტვის ნაკრები იქნება.

    ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

    უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

    ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია