დედაქალაქის ყოფილი მერი, გიგი უგულავა 2014 წელს უკანონო თანხების ლეგალიზების ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. გიგი უგულავა, გიგა ბოკერიასთან ერთად, კიევში მიფრინავდა.
მისი მეუღლე ლელა კილაძე არაერთხელ აღნიშნავდა რომ მეუღლესთან შეხვედრას ვერ ახერხებდა და რამდენჯერმე მიმართა კიდეც შესაბამის უწყებას.
რამდენიმე წუთის წინ მან ფეისბუქის პირად გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი.
"დღეს გიგისთან ვიყავით მე და ბავშვები. ერთი წელია მასთან შეხვედრის უფლება არ გვქონდა. ერთმა საათმა მალე გაიარა, მაგრამ ძალიან კმაყოფილები ვართ : ერთმანეთი ვნახეთ და მთავარიც ვუთხარით. გიგი მხნედ და იმედიანადაა, მოკითხვა დამაბარა ყველასთან. მოკლედ დღეს კარგი დღე გვქონდა"- წერს ლელა კილაძე