სენსაციური აღმოჩენა - მეცნიერებმა ადამიანის ახალ სახეობას მიაკვლიეს

სენსაციური აღმოჩენა - მეცნიერებმა ადამიანის ახალ სახეობას მიაკვლიეს

სპალეოლოგებმა სამხრეთ აფრიკაში მდებარე "ამომავალი ვარსკვლავის გამოქვაბეულთა" სისტემაში ადამიანის ახალი სახეობის ნეშტს მიაგნეს. გამოქვაბულში, რომელსაც "დინალედი" ეწოდა,  ჰომანოიდების იმ სახეობის ჩონჩხის ფრაგმენტები აღმოაჩინეს, რომელიც სრულიად ახალია მეცნიერებისთვის და ადამიანის წინაპრად გვევლინება.

სამხრეთ აფრიკის უნივერსიტეტის ანთროპოლოგმა, ლი ბერგერმა, რომელიც კვლევას ხელმძღვანელობდა, აღმოჩენილი ნარჩენები უკვე შეისწავლა და კვლევის შედეგებიც გამოაქვეყნა. ჰუმანოიდების ახალმა სახეობამ ”ჰომო ნალედის” (ნალედი სამხრეთ აფრიკულ ენაზე ”ვარსკვლავს” ნიშნავს) სახელწოდება მიიღო. ის უცნაური კომბინაციაა - ერთდროულად ჰომოს სახეობის მახასიათებლებითა (რომლებსაც განეკუთვნებიან თანამედროვე ადამიანები, არაანდერტალელები და სხვა გადაშენებული სახეობები, როგორიცაა მაგალითად ჰომო ერექტუსი) და ავსტრალოპითეკების სახეობის მახასიათებლებით (იმ სახეობის, რომლიდანაც ჰომო წარმოიშვა).

აღმოჩენილი ნარჩენების კვლევის შედეგად, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ "ჰომო ნალედის" სიმაღლე მეტრ ნახევარს აღწევდა, ხოლო წონა საშუალოდ 46 კილოგრამი იყო. პირველადი შეფასებით აღმოჩენილი ფრაგმენტები 2,5-დან 2,8 მილიონი წლის წინანდელია.

მეცნიერთა თქმით, გამორიცხული არ არის, რომ "ჰომო ნალიდი" ცეცხლსაც იყენებდა. ამ დასკვნის საფუძველს მეცნიერებს ფრაგმენტების ბნელ გამოქვაბულში აღმოჩენა აძლევს, სადაც ცხოვრებისთვის სინათლის წყარო აუცილებელი იყო.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს