პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ივანიშვილი თუ დაბრუნდა, დარწმუნებული ვარ, სიტუაცია გამოსწორდება" - თამაზ მეჭიაური ლარის კრიზისზე
"ივანიშვილი თუ დაბრუნდა, დარწმუნებული ვარ, სიტუაცია გამოსწორდება" - თამაზ მეჭიაური ლარის კრიზისზე

დღეს ლა­რის კურ­სი ისევ გა­უ­ფა­სურ­და, კო­მერ­ცი­ულ ბან­კებ­ში, ერთი დო­ლა­რი 2,44-2,46 ლარი ღირს. რას უნდა ვე­ლო­დოთ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, ამ თე­მა­ზე კო­მენ­ტა­რის­თვის AMBEBI.GE-მ პარ­ლა­მენ­ტის სა­ფი­ნან­სო-სა­ბი­უ­ჯე­ტო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რეს, თა­მაზ მე­ჭი­ა­ურს მი­მარ­თა:

- ვიდ­რე არ მო­ე­წე­რე­ბა ხელი და არ და­კომ­პლექტდე­ბა ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სა­ა­გენ­ტო, კვლა­ვაც არ გა­მოვ­რი­ცხავ ასეთ რხე­ვებს. მარ­თა­ლია, ეს არაა ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი, თუმ­ცა ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

- იმის­თვის, რომ ლარ­მა სიმ­ყა­რე შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს, რა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბას ატა­რებს მმარ­თვე­ლი გუნ­დი?

- პარ­ლა­მენტს სხვა ბერ­კე­ტი არ გა­აჩ­ნია. მი­ვი­ღეთ კა­ნო­ნი და ვე­ლო­დე­ბით მის აღ­სრუ­ლე­ბას და რაც შე­ე­ხე­ბა მთავ­რო­ბას, ალ­ბათ აკე­თე­ბენ რა­მეს. ზო­გა­დად, მას შემ­დეგ, რაც შე­იქ­მნე­ბა ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სა­ა­გენ­ტო, ლარი და­იბ­რუ­ნებს ბუ­ნებ­რივ ნიშ­ნულს.

- და რამ­დე­ნია ლა­რის ბუ­ნებ­რი­ვი ნიშ­ნუ­ლი?

- ეს არ ვიცი, რად­გან არ მაქვს შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცია. სრულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობს მხო­ლოდ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტი და მას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე პირი.

- თქვენ ბრძა­ნეთ, რომ ბუ­ნებ­რი­ვი ნიშ­ნულს და­იბ­რუ­ნებ­სო, და რამ­დე­ნია თქვენ­თვის ეს ნიშ­ნუ­ლი?

- ბუ­ნებ­რი­ვი ნიშ­ნუ­ლი ის იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც უნდა იყოს კონ­კრე­ტუ­ლად იმ დღეს და ამი­სი თქმა არა­ვის არ შე­უძ­ლია

- ანუ დღეს 2,44 რომ არის კო­მერ­ცი­ულ ბან­კებ­ში, ეს არის ბუ­ნებ­რი­ვი ნიშ­ნუ­ლი?

- ჩემი აზ­რით, ეს არაა ბუ­ნებ­რი­ვი ნიშ­ნუ­ლი, თუმ­ცა ვერც იმას ვი­ტყვი ხე­ლოვ­ნუ­რი არის თუ არა, რად­გან არ გა­მაჩ­ნია სრულ­ყო­ფი­ლი ინ­ფორ­მა­ცია. მე შე­მიძ­ლია მხო­ლოდ ვა­რა­უ­დი გა­მოვ­თქვა და ჩემი ვა­რა­უ­დით ამ­ხე­ლა ნიშ­ნულ­ზე ლარი ნამ­დვი­ლად არ უნდა იყოს.

- სა­უბ­რო­ბენ, რომ თქვენ­მა გან­ცხა­დე­ბამ პრე­იზ­დენტზე, რი­თაც გა­მოჩ­ნდა, რომ მმარ­თველ გუნდში არაა ერ­თი­ა­ნო­ბა, ცუდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა პო­ტენ­ცი­ურ ინ­ვეს­ტო­რებ­ზე...

- მაჩ­ვე­ნონ, სად არი­ან დამფრ­თხა­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბი?! ვინ იყო შე­მო­სუ­ლი და ჩემი გან­ცხა­დე­ბის გამო ვინ გა­იქ­ცა?! ენას ძვა­ლი არ აქვს და ყვე­ლას შე­უძ­ლია რა­ღაც თქვას და ყვე­ლა სი­სუ­ლე­ლე­ზე კო­მენ­ტარს ვერ გა­ვა­კე­თებ.

- ლა­რის კურსთან და­კავ­ში­რე­ბით ბა­ტონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან თუ გქო­ნი­ათ სა­უ­ბა­რი?

- მე არ მქო­ნია და მთავ­რო­ბას თუ ჰქონ­და, ვერ გე­ტყვით.

- ზო­გა­დად, სა­ჭი­როდ მი­გაჩ­ნი­ათ, თუ არა მისი პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თვა?

- ის არაა ხე­ლისფლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, თუმ­ცა თუ დაბ­რუნ­დე­ბა პო­ლი­ტი­კა­ში, ამას ნამვდი­ლად მი­ვე­სალ­მე­ბი, მაგ­რამ არა­ფორ­მა­ლუ­რი ჩა­რე­ვა რამ­დე­ნად სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა, ვერ გე­ტყვით.

- ივა­ნიშ­ვი­ლის დაბ­რუ­ნე­ბა სი­ტუ­ა­ცი­ას გა­მო­ას­წო­რებს?

- ივა­ნიშ­ვი­ლი თუ დაბ­რუნ­და, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ სი­ტუ­ა­ცია გა­მოს­წორ­დე­ბა

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"ივანიშვილი თუ დაბრუნდა, დარწმუნებული ვარ, სიტუაცია გამოსწორდება" - თამაზ მეჭიაური ლარის კრიზისზე

"ივანიშვილი თუ დაბრუნდა, დარწმუნებული ვარ, სიტუაცია გამოსწორდება" - თამაზ მეჭიაური ლარის კრიზისზე

დღეს ლარის კურსი ისევ გაუფასურდა, კომერციულ ბანკებში, ერთი დოლარი 2,44-2,46 ლარი ღირს. რას უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში, ამ თემაზე კომენტარისთვის AMBEBI.GE-მ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, თამაზ მეჭიაურს მიმართა:

- ვიდრე არ მოეწერება ხელი და არ დაკომპლექტდება ზედამხედველობის სააგენტო, კვლავაც არ გამოვრიცხავ ასეთ რხევებს. მართალია, ეს არაა ერთადერთი გამოსავალი, თუმცა ეს მნიშვნელოვანია.

- იმისთვის, რომ ლარმა სიმყარე შეინარჩუნოს, რა ღონისძიებების გატარებას ატარებს მმართველი გუნდი?

- პარლამენტს სხვა ბერკეტი არ გააჩნია. მივიღეთ კანონი და ველოდებით მის აღსრულებას და რაც შეეხება მთავრობას, ალბათ აკეთებენ რამეს. ზოგადად, მას შემდეგ, რაც შეიქმნება ზედამხედველობის სააგენტო, ლარი დაიბრუნებს ბუნებრივ ნიშნულს.

- და რამდენია ლარის ბუნებრივი ნიშნული?

- ეს არ ვიცი, რადგან არ მაქვს შესაბამისი ინფორმაცია. სრულ ინფორმაციას ფლობს მხოლოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და მასთან დაახლოებული რამდენიმე პირი.

- თქვენ ბრძანეთ, რომ ბუნებრივი ნიშნულს დაიბრუნებსო, და რამდენია თქვენთვის ეს ნიშნული?

- ბუნებრივი ნიშნული ის იქნება, რომელიც უნდა იყოს კონკრეტულად იმ დღეს და ამისი თქმა არავის არ შეუძლია

- ანუ დღეს 2,44 რომ არის კომერციულ ბანკებში, ეს არის ბუნებრივი ნიშნული?

- ჩემი აზრით, ეს არაა ბუნებრივი ნიშნული, თუმცა ვერც იმას ვიტყვი ხელოვნური არის თუ არა, რადგან არ გამაჩნია სრულყოფილი ინფორმაცია. მე შემიძლია მხოლოდ ვარაუდი გამოვთქვა და ჩემი ვარაუდით ამხელა ნიშნულზე ლარი ნამდვილად არ უნდა იყოს.

- საუბრობენ, რომ თქვენმა განცხადებამ პრეიზდენტზე, რითაც გამოჩნდა, რომ მმართველ გუნდში არაა ერთიანობა, ცუდი გავლენა მოახდინა პოტენციურ ინვესტორებზე...

- მაჩვენონ, სად არიან დამფრთხალი ინვესტორები?! ვინ იყო შემოსული და ჩემი განცხადების გამო ვინ გაიქცა?! ენას ძვალი არ აქვს და ყველას შეუძლია რაღაც თქვას და ყველა სისულელეზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.

- ლარის კურსთან დაკავშირებით ბატონ ბიძინა ივანიშვილთან თუ გქონიათ საუბარი?

- მე არ მქონია და მთავრობას თუ ჰქონდა, ვერ გეტყვით.

- ზოგადად, საჭიროდ მიგაჩნიათ, თუ არა მისი პროცესებში ჩართვა?

- ის არაა ხელისფლების წარმომადგენელი, თუმცა თუ დაბრუნდება პოლიტიკაში, ამას ნამვდილად მივესალმები, მაგრამ არაფორმალური ჩარევა რამდენად სასარგებლო იქნება, ვერ გეტყვით.

- ივანიშვილის დაბრუნება სიტუაციას გამოასწორებს?

- ივანიშვილი თუ დაბრუნდა, დარწმუნებული ვარ სიტუაცია გამოსწორდება

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."