თურქეთის სამხედრო თვითმფრინავები ჩრდილოეთ ერაყში ქურთი მებრძოლების პოზიციების დაბომბვას აგრძელებენ. "როიტერის" ცნობით, როგორც თურქეთის პრემიერ-მინისტრი, აჰმეთ დავუთოღლუ აცხადებს, იერიშები საკმაოდ ეფექტურად ხორციელდება. თურქეთის ავიაცია ქურთების პოზიციებს უკვე რამდენიმე კვირაა აქტიურად უტევს.
ქურთებსა და თურქეთის არმიას შორის დაპირისპირება ბოლო რამდენიმე თვეა განსაკუთრებით გამწვავდა.
ქურთი ამბოხებულები ქვეყნის შეიარაღებული ძალების საპასუხოდ თავდასხმებს ძალოვანი სტრუქტურების წინააღმდეგ თითქმის ყოველდღიურად ახორციელებენ. გუშინ მომხდარ თავდასხმას 16 სამართალდამცველი შეეწირა.