ბრიტანელმა მეცნიერებმა უახლესი ექსპერიმენტების შედეგად გაარკვიეს თუ როგორი სუნი ასდის სიკვდილს. დადგინდა, რომ სიკვდილი ახალ მოთიბული ბალახის სურნელებას აფრქვევს. კვლევის შედეგების თანახმად, ზუსტად ასეთი სუნი ასდის ახალ გარდაცვლილ ადამიანს და ყველა სხვა ძუძუმწოვარს, სანამ სხეულის გახრწნა დაიწყება.
ეს თემა მეცნიერებს დიდი ხანია აინტერესებდათ. მეოცე საუკუნის დასაწყისში სპეციალისტებმა გაარკვიეს, რომ ”გვამის სუნის” ორი მთავარი კომპონენტი იყო ორი ნივთიერება - კადავერინი და პუტრესცინი, მოლეკულები, რომლებიც გვამის გახრწნის დროს ჩნდებიან.
თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთში ჰადერსფილდის უნივერსიტეტის პროფესორმა, ანა უილიამსმა და მისმა კოლეგებმა გამოიჩინეს ინტერესი იმ საკითხისადმი, თუ როგორი სუნი ასდიოდა ადამიანს ზუსტად იმ წუთში, როდესაც მისი სიცოცხლე მთავრდებოდა.
სწორედ ამ მიზნებისთვის მკვლევარებმა შეიძინეს სისკვდილის პირას მყოფი ღორები. მოათავსეს ისინი ჰერმეტულ ყუთებში, რომელიც მიკრობებისგან იყო დაცული და ყოველ საათში იღებდნენ ჰაერის სინჯს. რამდენიმე დღის შემდეგ, მათ შეისწავლეს აღებული სინჯების ქიმიური შემადგენლობა და შეადარეს იმას თუ როგორ ნივთიერებათა თაიგულს გამოიმუშავებს ცოცხალი ადამიანის სხეული.
სპეციალისტების აზრით, მათი კვლევები დაეხმარებათ კრიმინალისტებს ძაღლების გაწვრთნაში ახალგარდაცვლილი ადამიანების აღმოსაჩენად. აგრეთვე ეს კვლევები შეიძლება სათავეში ჩაუდგეს ადამიანის სიკვდილის დროის განსაზღვრის მეთოდიკას.