ევროკავშირი თურქეთის მთავრობას ქურთებთან დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი თურქეთის მთავრობას ქურთებთან დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი ოფიციალურ ანკარას ქურთებთან სამშვიდობო დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს. შესაბამისი განცხადება ევროკავშირის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ევროკავშირი გმობს "ქურთების მუშათა პარტიის" მიერ განხორციელებული თავდასხმების სერიას, რასაც ათობით ადამიანი შეეწირა და უსამძიმრებს ბოლო პერიოდში მომხდარი ძალადობრივი აქტების შედეგად დაღუპულების ახლობლებს.

"თურქეთში უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარების გაუარესება, ძალადობის ესკალაცია, მედიასაშუალებებისა და პოლიტიკური პარტიების შენობებზე თავდასხმები, განსაკუთრებით შემაშფოთებელია. იმისათვის რომ თავიდან იქნას არიდებული ძალადობის ჯაჭვი, დროებითმა მთავრობამ და ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა უნდა სცადოს ქვეყანაში კანონის უზენაესობის დაცვა, მათ დაპირისპირებულ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ უნდა მოუწოდონ და უზრუნველყონ უსაფრთხო და კონკურენტუნარიანი ვადამდელი არჩევნები", - წერია განცხადებაში.

ევროკავშირის საგარეო უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ თურქეთის მთავრობასა და ქურთებს შორის საჭიროა მოლაპარაკებების განახლება, რათა სამშვიდობო პროცესები დაიწყოს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა