მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იქ ჩასულს განცდა დამეუფლა, რომ ასეთი საქართველო მანამადე არასდროს მენახა, შევეცდები, ეს თქვენც დაგანახოთ"
"იქ ჩასულს განცდა დამეუფლა, რომ ასეთი საქართველო მანამადე არასდროს მენახა, შევეცდები, ეს თქვენც დაგანახოთ"

მე ჟურ­ნა­ლის­ტი ეკა ბა­ხუ­ტაშ­ვი­ლი ვარ და მინ­და მთი­ა­ნი აჭა­რის შე­სა­ხებ მო­გი­თხროთ, სა­ი­და­ნაც ახ­ლა­ხანს დავ­ბრუნ­დი. შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი ნამ­დვი­ლად ბევ­რი და­მიგ­როვ­და. მთი­ა­ნი აჭა­რა წარ­მო­უდ­გენ­ლად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. იქ ჩა­სულს გან­ცდა და­მე­უფ­ლა, რომ ასე­თი სა­ქარ­თვე­ლო მანaმადე არას­დროს მე­ნა­ხა. შე­ვეც­დე­ბი, ეს თქვენც და­გა­ნა­ხოთ.

მთი­ან აჭა­რა­ში გო­დერ­ძის უღელ­ტე­ხი­ლის გავ­ლით, მე­გობ­რებ­თან ერ­თად ჩა­ვე­დი. მა­ნამ­დე უღელ­ტე­ხილ­ზე ფე­რე­იდ­ნელ ქარ­თვე­ლებს შევ­ხვდით. აჭა­რი­დან სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სით მო­დი­ოდ­ნენ და ჩანჩქერ­თან სუ­რა­თე­ბის გა­და­სა­ღე­ბად შე­ჩე­რე­ბუ­ლიყ­ვნენ. ერ­თმა­ნე­თის შე­სა­ხებ ამ­ბე­ბი გა­მო­ვი­კი­თხეთ. მათ ჩვე­ნი გაც­ნო­ბით გა­ი­ხა­რეს, ჩვენ - მათი. დამ­ტვრე­უ­ლი ქარ­თუ­ლით, თვა­ლებ­გაბრ­წყი­ნე­ბუ­ლე­ბი გვიყ­ვე­ბოდ­ნენ, რომ უკვე სა­ქარ­თვე­ლოს რამ­დე­ნი კუ­თხე მო­ი­ნა­ხუ­ლეს. ის­პა­ხან­ში ნას­წავ­ლი ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნის წერა-კი­თხვი­თაც მო­ი­წო­ნეს თავი. გვაჩ­ვე­ნეს ფე­რე­ი­დან­ში სხვა­დას­ხვა სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ობი­ექ­ტე­ბის­თვის გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი, რო­მელ­თაც ქარ­თუ­ლი წარ­წე­რე­ბი აქვთ. ამ ფო­ტო­ებს ისი­ნი სა­კუ­თარ მო­ბი­ლუ­რებ­ში ინა­ხა­ვენ. ასე­ვე, თა­ვი­ან­თი ქარ­თუ­ლი გვა­რე­ბის წარ­მო­მავ­ლო­ბის შე­სა­ხებ გვიყ­ვე­ბოდ­ნენ. "ჩვე­ნი და თქვე­ნი სის­ხლი ერ­თია", - გვი­თხრა ერ­თერ­თმა ფე­რე­იდ­ნელ­მა გა­მომ­შვი­დო­ბე­ბი­სას.

მო­უ­ლოდ­ნე­ლი შეხ­ვედ­რით აღელ­ვე­ბუ­ლებ­მა გზა აჭა­რის მა­ღალმთი­ან კუ­რორტ ბე­შუ­მის­კენ კი­თხვა-კი­თხვით გა­ვაგ­რძე­ლეთ. ალ­პურ მდე­ლო­ებ­ზე შე­ფე­ნი­ლი ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი ხის სახ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა უკვე ცა­რი­ე­ლია. ეს მთი­ა­ნი აჭა­რის მცხოვ­რებ­თა სა­ზა­ფხუ­ლო სა­ცხოვ­რებ­ლე­ბია, სა­დაც ისი­ნი სამი თვით რჩე­ბი­ან. ხის სახ­ლე­ბის პირ­ველ სარ­თულ­ზე სა­ქონ­ლის სად­გო­მია, ხოლო მე­ო­რე­ზე თა­ვად ცხოვ­რო­ბენ.

ზა­ფხუ­ლის დას­რუ­ლე­ბას­თან ერ­თად, ზღვის დო­ნი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 2000 მეტრზე მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რებ­ლებს ოჯა­ხე­ბი 10 სექ­ტემ­ბრამ­დე ტო­ვე­ბენ და რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტ­რით ქვე­მოთ მდე­ბა­რე სოფ­ლებ­ში ბრუნ­დე­ბი­ან. თან დაგ­რო­ვე­ბუ­ლი რძის პრო­დუქ­ტე­ბის მა­რა­გი მი­აქვთ, რათა უხვთოვ­ლი­ა­ნი ზამ­თრის­თვის სა­თა­ნა­დოდ მო­ემ­ზა­დონ.

ძირ­კვა­ძე­ე­ბის ოჯახს მა­შინ ვეს­ტუმ­რეთ, რო­დე­საც ქალ­ბა­ტო­ნი ეთე­რი შე­შის ღუ­მელ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად "გა­და­ბარ­გე­ბის­თვის" ორ­ცხო­ბი­ლებს აცხობ­და. მი­სი­ვე თქმით, ეს ტრა­დი­ცი­აა, რათა სო­ფელ­ში დარ­ჩე­ნი­ლებ­თან ხელ­ცა­რი­ე­ლი არ დაბ­რუნ­დნენ. ორ­ცხო­ბი­ლე­ბის ცხო­ბის პრო­ცესს მას­თან ერ­თად მისი ხუთი შვი­ლიშ­ვი­ლიც აკ­ვირ­დე­ბო­და.

ძირ­კვა­ძე­ე­ბის შვიდსუ­ლი­ა­ნი ოჯა­ხი ხუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ დი­ოკ­ლის­ში ცხოვ­რობს.

ბე­შუ­მი­დან გეზი მწვა­ნე ტბის­კენ ავი­ღეთ. უკვე სა­ღა­მო ახ­ლოვ­დე­ბო­და. გზა­დაგ­ზა სა­ი­ა­ლა­ღო მთა ტი­ა­ლი­ფერ­დზე სახ­ლში მი­მა­ვა­ლი, ეჟ­ვან­შებ­მუ­ლი სა­ქო­ნე­ლი გვე­გე­გე­ბო­და. თვა­ლუწ­ვდე­ნელ სი­შო­რე­ზე კი მთაგ­რე­ხი­ლე­ბი ჩან­და. მთი­ა­ნი აჭა­რის სა­ზა­ფხუ­ლო სა­ცხოვ­რებ­ლე­ბი მალე მო­მა­ვალ გა­ზა­ფხუ­ლამ­დე და­ცა­რი­ელ­დე­ბა, რად­გან იქ ზამ­თარ­ში 5 მეტ­რი თოვ­ლი მო­დის. ზღვის დო­ნი­დან 2058 მ სი­მაღ­ლე­ზე მდე­ბა­რე ტბა ზამ­თრო­ბით იყი­ნე­ბა.

ის დღე ფაქ­ტობ­რი­ვად მწვა­ნე ტბა­ზე ჩვე­ნი ფო­ტო­სე­სი­ე­ბით დას­რულ­და. უკვე თით­ქმის ბნე­ლო­და. ერ­თერ­თი და­კე­ტი­ლი სახ­ლის მახ­ლობ­ლად კარ­ვე­ბის დად­გმას ვა­პი­რებ­დით, რო­დე­საც გვერ­დით სა­ცხოვ­რებ­ლი­დან მო­ხუ­ცი გა­მო­ვი­და და მთე­ლი გუ­ლით თა­ვის­თან მიგ­ვი­პა­ტი­ჟა. გვი­თხრა, ღა­მის პირ­ვე­ლი სა­ა­თის შემ­დეგ მთა­ზე ქარი და ძლი­ე­რი სი­ცი­ვე იცის და კარ­ვე­ბი­ა­ნად წა­გი­ღებ­თო. ჩვენ მის შე­თა­ვა­ზე­ბას დავ­თან­ხმდით.

ღო­რის მწვა­დე­ბი ახ­ლად­გაც­ნო­ბი­ლი მი­ქე­ლა­ძე­ე­ბის ეზო­ში მათი თან­ხმო­ბის შემ­დეგ შევწვით. მა­ყა­ლის­თვის შე­შას კი ბი­ჭე­ბი მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გზა­დაგ­ზა ჩვენს სა­მარ­შრუ­ტო ტაქსში აგ­რო­ვებ­დნენ. მწვა­დე­ბი მას­პინ­ძლებ­თან ერ­თად მათ სა­ცხოვ­რის­ში მი­ვირ­თვით, სა­დაც შე­შის ღუ­მე­ლი ენ­თოთ. ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლის­მა ნაზი მი­ქე­ლა­ძემ მის მიერ მთე­ლი ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­რო­ვი­ლი რძის პრო­დუქ­ტე­ბის ზამ­თრის მა­რა­გი გვაჩ­ვე­ნა: კას­რებ­ში ჩა­წყო­ბი­ლი ჩე­ჩი­ლი ყვე­ლი, ვე­ე­ბერ­თე­ლა ქვა­ბებ­ში და­მა­რი­ლე­ბუ­ლი კა­რა­ქი და არა­ჟა­ნი, ასე­ვე ყუ­რუ­თი - ნა­დუ­ღის გამ­შრა­ლი კვე­რე­ბი, რო­მე­ლიც პირ­ველდ იქ და­ვა­გე­მოვ­ნე.

ხის ია­ტა­კის გამო პირ­ველ სარ­თულ­ზე სა­ქონ­ლის საბ­მუ­ლი­დან სუნი მე­ო­რე სარ­თულ­შიც იო­ლად ამო­დი­ო­და. ცხოვ­რე­ბის ამ ძველ­მა სტილ­მა გაგ­ვაკ­ვირ­ვა, თუმ­ცა ჩვე­ნი მას­პინ­ძლე­ბის სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბამ, იუ­მორ­მა და ჩვენ­და­მი კე­თილ­გან­წყო­ბამ ყვე­ლა­ფე­რი გა­ნა­ქარ­ვა.

ქალ­ბა­ტონ­მა ნა­ზიმ მოგ­ვიყ­ვა, რომ მათი მო­უ­ლოდ­ნე­ლი სტუმ­რე­ბი მარ­ტო ჩვენ არ ვყო­ფილ­ვართ. ერთხელ ძლი­ერ წვი­მი­ან და ცივ ღა­მე­ში მათ ფრან­გი ტუ­რის­ტე­ბიც შე­ი­ფა­რეს, რომ­ლებ­საც იქ მწვა­ნე ტბა­ზე ას­ვლის შემ­დეგ და­უ­ღამ­დათ, თავ­შე­სა­ფა­რი კი არ გა­აჩ­ნდათ. მად­ლი­ერ­მა ფრან­გმა ახალ­გაზ­რდებ­მა ქალ­ბა­ტონ ნა­ზის საფ­რან­გე­თი­დან მი­ქე­ლა­ძე­ე­ბის სუფ­რა­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი და სუ­ნა­მო გა­მო­უგ­ზავ­ნეს.

მი­ქე­ლა­ძე­ე­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მე­ო­რე დი­ლით დავ­ტო­ვეთ და ხუ­ლოს­კენ გა­ვე­მარ­თეთ... უფრო მეტი ვი­დე­ო­ში იხი­ლეთ.

ეკა ბა­ხუ­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

"იქ ჩასულს განცდა დამეუფლა, რომ ასეთი საქართველო მანამადე არასდროს მენახა, შევეცდები, ეს თქვენც დაგანახოთ"

"იქ ჩასულს განცდა დამეუფლა, რომ ასეთი საქართველო მანამადე არასდროს მენახა, შევეცდები, ეს თქვენც დაგანახოთ"

მე ჟურნალისტი ეკა ბახუტაშვილი ვარ და მინდა მთიანი აჭარის შესახებ მოგითხროთ, საიდანაც ახლახანს დავბრუნდი. შთაბეჭდილებები ნამდვილად ბევრი დამიგროვდა. მთიანი აჭარა წარმოუდგენლად განსხვავებულია. იქ ჩასულს განცდა დამეუფლა, რომ ასეთი საქართველო მანaმადე არასდროს მენახა. შევეცდები, ეს თქვენც დაგანახოთ.

მთიან აჭარაში გოდერძის უღელტეხილის გავლით, მეგობრებთან ერთად ჩავედი. მანამდე უღელტეხილზე ფერეიდნელ ქართველებს შევხვდით. აჭარიდან სამარშრუტო ტაქსით მოდიოდნენ და ჩანჩქერთან სურათების გადასაღებად შეჩერებულიყვნენ. ერთმანეთის შესახებ ამბები გამოვიკითხეთ. მათ ჩვენი გაცნობით გაიხარეს, ჩვენ - მათი. დამტვრეული ქართულით, თვალებგაბრწყინებულები გვიყვებოდნენ, რომ უკვე საქართველოს რამდენი კუთხე მოინახულეს. ისპახანში ნასწავლი ქართული ანბანის წერა-კითხვითაც მოიწონეს თავი. გვაჩვენეს ფერეიდანში სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ობიექტებისთვის გადაღებული ფოტოები, რომელთაც ქართული წარწერები აქვთ. ამ ფოტოებს ისინი საკუთარ მობილურებში ინახავენ. ასევე, თავიანთი ქართული გვარების წარმომავლობის შესახებ გვიყვებოდნენ. "ჩვენი და თქვენი სისხლი ერთია", - გვითხრა ერთერთმა ფერეიდნელმა გამომშვიდობებისას.

მოულოდნელი შეხვედრით აღელვებულებმა გზა აჭარის მაღალმთიან კურორტ ბეშუმისკენ კითხვა-კითხვით გავაგრძელეთ. ალპურ მდელოებზე შეფენილი ორსართულიანი ხის სახლების უმეტესობა უკვე ცარიელია. ეს მთიანი აჭარის მცხოვრებთა საზაფხულო საცხოვრებლებია, სადაც ისინი სამი თვით რჩებიან. ხის სახლების პირველ სართულზე საქონლის სადგომია, ხოლო მეორეზე თავად ცხოვრობენ.

ზაფხულის დასრულებასთან ერთად, ზღვის დონიდან დაახლოებით 2000 მეტრზე მდებარე საცხოვრებლებს ოჯახები 10 სექტემბრამდე ტოვებენ და რამდენიმე კილომეტრით ქვემოთ მდებარე სოფლებში ბრუნდებიან. თან დაგროვებული რძის პროდუქტების მარაგი მიაქვთ, რათა უხვთოვლიანი ზამთრისთვის სათანადოდ მოემზადონ.

ძირკვაძეების ოჯახს მაშინ ვესტუმრეთ, როდესაც ქალბატონი ეთერი შეშის ღუმელში სპეციალურად "გადაბარგებისთვის" ორცხობილებს აცხობდა. მისივე თქმით, ეს ტრადიციაა, რათა სოფელში დარჩენილებთან ხელცარიელი არ დაბრუნდნენ. ორცხობილების ცხობის პროცესს მასთან ერთად მისი ხუთი შვილიშვილიც აკვირდებოდა.

ძირკვაძეების შვიდსულიანი ოჯახი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკლისში ცხოვრობს.

ბეშუმიდან გეზი მწვანე ტბისკენ ავიღეთ. უკვე საღამო ახლოვდებოდა. გზადაგზა საიალაღო მთა ტიალიფერდზე სახლში მიმავალი, ეჟვანშებმული საქონელი გვეგეგებოდა. თვალუწვდენელ სიშორეზე კი მთაგრეხილები ჩანდა. მთიანი აჭარის საზაფხულო საცხოვრებლები მალე მომავალ გაზაფხულამდე დაცარიელდება, რადგან იქ ზამთარში 5 მეტრი თოვლი მოდის. ზღვის დონიდან 2058 მ სიმაღლეზე მდებარე ტბა ზამთრობით იყინება.

ის დღე ფაქტობრივად მწვანე ტბაზე ჩვენი ფოტოსესიებით დასრულდა. უკვე თითქმის ბნელოდა. ერთერთი დაკეტილი სახლის მახლობლად კარვების დადგმას ვაპირებდით, როდესაც გვერდით საცხოვრებლიდან მოხუცი გამოვიდა და მთელი გულით თავისთან მიგვიპატიჟა. გვითხრა, ღამის პირველი საათის შემდეგ მთაზე ქარი და ძლიერი სიცივე იცის და კარვებიანად წაგიღებთო. ჩვენ მის შეთავაზებას დავთანხმდით.

ღორის მწვადები ახლადგაცნობილი მიქელაძეების ეზოში მათი თანხმობის შემდეგ შევწვით. მაყალისთვის შეშას კი ბიჭები მთელი დღის განმავლობაში გზადაგზა ჩვენს სამარშრუტო ტაქსში აგროვებდნენ. მწვადები მასპინძლებთან ერთად მათ საცხოვრისში მივირთვით, სადაც შეშის ღუმელი ენთოთ. ოჯახის დიასახლისმა ნაზი მიქელაძემ მის მიერ მთელი ზაფხულის განმავლობაში დაგროვილი რძის პროდუქტების ზამთრის მარაგი გვაჩვენა: კასრებში ჩაწყობილი ჩეჩილი ყველი, ვეებერთელა ქვაბებში დამარილებული კარაქი და არაჟანი, ასევე ყურუთი - ნადუღის გამშრალი კვერები, რომელიც პირველდ იქ დავაგემოვნე.

ხის იატაკის გამო პირველ სართულზე საქონლის საბმულიდან სუნი მეორე სართულშიც იოლად ამოდიოდა. ცხოვრების ამ ძველმა სტილმა გაგვაკვირვა, თუმცა ჩვენი მასპინძლების სტუმართმოყვარეობამ, იუმორმა და ჩვენდამი კეთილგანწყობამ ყველაფერი განაქარვა.

ქალბატონმა ნაზიმ მოგვიყვა, რომ მათი მოულოდნელი სტუმრები მარტო ჩვენ არ ვყოფილვართ. ერთხელ ძლიერ წვიმიან და ცივ ღამეში მათ ფრანგი ტურისტებიც შეიფარეს, რომლებსაც იქ მწვანე ტბაზე ასვლის შემდეგ დაუღამდათ, თავშესაფარი კი არ გააჩნდათ. მადლიერმა ფრანგმა ახალგაზრდებმა ქალბატონ ნაზის საფრანგეთიდან მიქელაძეების სუფრაზე გადაღებული ფოტოები და სუნამო გამოუგზავნეს.

მიქელაძეების საცხოვრებელი მეორე დილით დავტოვეთ და ხულოსკენ გავემართეთ... უფრო მეტი ვიდეოში იხილეთ.

ეკა ბახუტაშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია