საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პაატა ბურჭულაძე საპატრიარქოს განცხადებას პასუხობს
პაატა ბურჭულაძე საპატრიარქოს განცხადებას პასუხობს

ფონ­დი "ივე­რი­ი­სას" ად­მი­ნის­ტრა­ცია პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის შე­სა­ხებ სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­მარ­ტე­ბას აკე­თებს. რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, ბურ­ჭუ­ლა­ძეს მა­ხ­ა­თას მთა­ზე მშე­ნე­ბა­რე ტა­ძარ­ში 21 სექ­ტემ­ბერს ღვთის­მშობ­ლის კვარ­თის ჩა­მობ­რძა­ნე­ბის შე­სა­ხებ არც მე­დი­ას­თან და არც მო­სახ­ლე­ო­ბას­თან გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე არ გა­ნუ­ცხა­დე­ბია.

"პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძემ მხო­ლოდ გა­მოთ­ქვა თა­ვი­სი გულ­წრფე­ლი სურ­ვი­ლი იმის შე­სა­ხებ, რომ კარ­გი იქ­ნე­ბო­და 2017 წლის 25 დე­კემ­ბერს, რო­დე­საც ტა­ძა­რი დას­რულ­დე­ბა, მთელ ქარ­თველ ერს ლოც­ვი­თი მსვლე­ლო­ბით სა­მეგ­რე­ლო­დან ერთი დღით ჩა­მო­ებ­რძა­ნე­ბი­ნა ღვთის­მშობ­ლის კვარ­თი მა­ხ­ა­თას მთა­ზე და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს მო­ე­ლო­ცა ეს უდი­დე­სი სიწ­მინ­დე. ბა­ტონ პა­ა­ტას რომ ჰქო­ნო­და ინ­ფორ­მა­ცია კვარ­თის გა­დაბ­რძა­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბუ­ლი მღელ­ვა­რე­ბის შე­სა­ხებ, მის ამ სურ­ვილს ალ­ბათ არ გა­მოთ­ქვამ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა 21 სექ­ტემ­ბერს ღვთის­მშობ­ლო­ბას, მა­ხ­ა­თას მთა­ზე ამ დღეს ღვთის­მშობ­ლის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ზე და­გეგ­მი­ლია ჯვრის აღ­მარ­თვა. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში სა­ვა­რა­უ­დოდ, მოხ­და ამ ორი თე­მა­ტი­კის ერ­თმა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბა, რა­საც შემ­დგომ­ში მოჰ­ყვა გა­უ­გებ­რო­ბა.

თხოვ­ნით მივ­მარ­თავთ ჟურ­ნა­ლის­ტებს, სა­კი­თხის დე­ლი­კა­ტუ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ნუ­ღარ გა­ვაგ­რძე­ლებთ ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით შემ­დგომ მსჯე­ლო­ბას", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ღვთის­მშობ­ლის კვარ­თის და­დი­ა­ნე­ბის ის­ტო­რი­უ­ლი მუ­ზე­უ­მი­დან შე­საძ­ლო გა­ტა­ნა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გუ­შინ გა­კეთ­და.

იხი­ლეთ: რაში ადა­ნა­შა­უ­ლებს სა­პატ­რი­არ­ქო პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძეს - სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბა

პაატა ბურჭულაძე საპატრიარქოს განცხადებას პასუხობს

პაატა ბურჭულაძე საპატრიარქოს განცხადებას პასუხობს

ფონდი "ივერიისას" ადმინისტრაცია პაატა ბურჭულაძის შესახებ საპატრიარქოს განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბურჭულაძეს მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში 21 სექტემბერს ღვთისმშობლის კვართის ჩამობრძანების შესახებ არც მედიასთან და არც მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე არ განუცხადებია.

"პაატა ბურჭულაძემ მხოლოდ გამოთქვა თავისი გულწრფელი სურვილი იმის შესახებ, რომ კარგი იქნებოდა 2017 წლის 25 დეკემბერს, როდესაც ტაძარი დასრულდება, მთელ ქართველ ერს ლოცვითი მსვლელობით სამეგრელოდან ერთი დღით ჩამოებრძანებინა ღვთისმშობლის კვართი მახათას მთაზე და სრულიად საქართველოს მოელოცა ეს უდიდესი სიწმინდე. ბატონ პაატას რომ ჰქონოდა ინფორმაცია კვართის გადაბრძანებასთან დაკავშირებით არსებული მღელვარების შესახებ, მის ამ სურვილს ალბათ არ გამოთქვამდა.

რაც შეეხება 21 სექტემბერს ღვთისმშობლობას, მახათას მთაზე ამ დღეს ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე დაგეგმილია ჯვრის აღმართვა. სოციალურ ქსელებში სავარაუდოდ, მოხდა ამ ორი თემატიკის ერთმანეთთან დაკავშირება, რასაც შემდგომში მოჰყვა გაუგებრობა.

თხოვნით მივმართავთ ჟურნალისტებს, საკითხის დელიკატურობიდან გამომდინარე ნუღარ გავაგრძელებთ ამ თემასთან დაკავშირებით შემდგომ მსჯელობას", - ნათქვამია განცხადებაში.

ღვთისმშობლის კვართის დადიანების ისტორიული მუზეუმიდან შესაძლო გატანაზე საქართველოს საპატრიარქოში ოფიციალური განცხადება გუშინ გაკეთდა.

იხილეთ: რაში ადანაშაულებს საპატრიარქო პაატა ბურჭულაძეს - საგანგებო განცხადება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია