შეტაკებები ალანიაში: დამწვარი კლუბები და დაშავებული ადამიანები

შეტაკებები ალანიაში: დამწვარი კლუბები და დაშავებული ადამიანები

თურქეთის საკურორტო ქალაქ ალანიაში გვიან ღამე შეტაკებები მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, რამდენიმე რესტორანსა და ღამის კლუბს ცეცხლიც გაუჩნდა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლუბი "ლას-ვეგასი" მთლიანად დაიწვა. მთელი ღამე ქალაქში საგანგებო სიტუაციების სამსახურის ჯგუფები მუშაობდნენ.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. არეულობა ალანიაში მას შემდეგ დაიწყო, რაც "ქურთების მუშათა პარტიის" მებრძოლებმა 14 სამართალდამცველი მოკლეს. მომხდარის შემდეგ ნაციონალისტები თავს დაესხნენ ქურთების მხარდამჭერი პარტიის ოფისს ალანიაში.

აღსანიშნავია, რომ ქალაქში მდებარე ბარებსა და რესტორნებში დასაქმებულები ძირითადად ქურთები არიან.

აღნიშნული ქალაქი საკურორტო ზონას წარმოადგენს, სადაც განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში ტურისტების სიმრავლე შეინიშნება.

"ინტერპრესნიუსი"

ვიდეო: არეულობა ალანიაში - თურქეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა