Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატრულმა მცხეთაში დაკარგული 4 წლის ბავშვი მშობლებს დაუბრუნა
პატრულმა მცხეთაში დაკარგული 4 წლის ბავშვი მშობლებს დაუბრუნა

შსს-ს გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ოპე­რა­ტი­უ­ლი მარ­თვის ცენ­ტრ "112"-ში შე­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ მცხე­თა­ში 4 წლის ბავ­შვი სახ­ლი­დან გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ვი­და და აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს, მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის სამ­ხა­რეო მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს და სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­კარ­გუ­ლი პა­ტა­რა ბი­ჭის სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მდი­ნა­რე არაგ­ვში და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე და­ი­წყეს.

სა­პატ­რუ­ლო ეკი­პაჟ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, მცხე­თა­ში, ცენ­ტრა­ლურ ავ­ტო­მა­გის­ტრალ­ზე იპო­ვა და­კარ­გუ­ლი მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი, რო­მე­ლიც გზის სა­ვალ ნა­წილ­ზე გა­და­დი­ო­და. მათ ბიჭი უსაფრ­თხო ად­გილ­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს, და­ად­გი­ნეს მისი ვი­ნა­ო­ბა, და­უ­კავ­შირ­დნენ მის მშობ­ლებს და და­კარ­გუ­ლი ბავ­შვი მათ უვ­ნებ­ლად ჩა­ა­ბა­რეს.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

პატრულმა მცხეთაში დაკარგული 4 წლის ბავშვი მშობლებს დაუბრუნა

პატრულმა მცხეთაში დაკარგული 4 წლის ბავშვი მშობლებს დაუბრუნა

შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ მცხეთაში 4 წლის ბავშვი სახლიდან გაურკვეველი მიმართულებით გავიდა და აღარ დაბრუნებულა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა დაკარგული პატარა ბიჭის საძიებო სამუშაოები მდინარე არაგვში და მიმდებარე ტერიტორიებზე დაიწყეს.

საპატრულო ეკიპაჟმა, ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მცხეთაში, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე იპოვა დაკარგული მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც გზის სავალ ნაწილზე გადადიოდა. მათ ბიჭი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს, დაადგინეს მისი ვინაობა, დაუკავშირდნენ მის მშობლებს და დაკარგული ბავშვი მათ უვნებლად ჩააბარეს.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია