მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირველი რომანტიკული საჩუქარი 13 ივნისს დაკარგული ბიჭისგან
პირველი რომანტიკული საჩუქარი 13 ივნისს დაკარგული ბიჭისგან

მას შემ­დეგ, რაც ხა­ტია ბრა­ჭუ­ლი ტე­ლე­ეკ­რან­ზე გა­მოჩ­ნდა, მსა­ხი­ო­ბის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი არ წყდე­ბა: ხა­ტია ხან ჭო­რე­ბის ეპი­ცენ­ტრშია, ხან -გან­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ჟის გამო ლან­ძღა­ვენ ან აქე­ბენ... ბოლო დროს, "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" ხა­ტი­ას პერ­სო­ნა­ჟი -თა­მუ­ნა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში (და არა მხო­ლოდ) გან­ხილ­ვის სა­გა­ნი გახ­და. პერ­სო­ნა­ჟის თავს და­ტე­ხი­ლი კო­მენ­ტა­რე­ბის "ქარ-ცე­ცხლი" მსა­ხი­ობ­საც შე­ე­ხო...

დატ­ვირ­თუ­ლი სა­მუ­შაო გრა­ფი­კის გამო, ხა­ტი­ამ ზა­ფხუ­ლის არ­და­დე­გე­ბი, ცოტა არ იყოს, გვი­ან და­ი­წყო. ამ­ჟა­მად, შავი ზღვის­პი­რეთ­ში ის­ვე­ნებს. ვთხო­ვე, ინ­ტერ­ვი­უს­თვის მცი­რე დრო და­ეთ­მო და "პირ­ვე­ლი ამ­ბე­ბი" გა­ეხ­სე­ნე­ბი­ნა...

-თუ სწო­რად მახ­სოვს, ზღვა­ზე პირ­ვე­ლად ურეკ­ში, ოჯახ­თან ერ­თად და­ვის­ვე­ნე. და­ახ­ლო­ე­ბით 6 წლის ვი­ყა­ვი. ზღვა ბავ­შვო­ბი­დან მიყ­ვარს. ურეკ­ში წას­ვლა ძა­ლი­ან მი­ხა­რო­და. ქვი­შა­ში ვთა­მა­შობ­დი ხოლ­მე...

-პირ­ვე­ლი მავ­ნე ჩვე­ვა...

-ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლი პირ­ვე­ლად სკო­ლის მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში დავ­ლიე. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ასე­თი საქ­ცი­ე­ლი ჩვე­ვად არ ჩა­მომ­ყა­ლი­ბე­ბია. სი­გა­რე­ტიც ბავ­შვო­ბა­ში გავ­სინ­ჯე. ლა­მის ხვე­ლე­ბით მოვ­კვდი. ვამ­ბობ­დი, -ამას რო­გორ ეწე­ვით-მეთ­ქი?! მას შემ­დეგ სი­გა­რე­ტი არ მო­მი­წე­ვია. მა­ში­ნაც ბავ­შვუ­რი ინ­ტე­რე­სის გამო გავ­სინ­ჯე...

-პირ­ვე­ლი როლი...

-სკო­ლის მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი, როცა გი­ორ­გი სა­ვა­ნე­ლის სპექ­ტაკლში -"ბუ­რა­ტი­ნო" -არ­ლე­კი­ნო ვი­თა­მა­შე. თავ­და­პირ­ვე­ლად, დაბ­ნე­უ­ლი ვი­ყა­ვი -თით­ქოს სხვა სამ­ყა­რო­ში მოვ­ხვდი, ბო­ლომ­დე ვერ ვხვდე­ბო­დი, სად ვი­ყა­ვი, ბავ­შვურ სი­ხა­რულს ვგრძნობ­დი... მო­ჭარ­ბე­ბუ­ლად ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, მაგ­რამ მეტი სი­თა­მა­მე მქონ­და, რად­გან ბავ­შვი ვი­ყა­ვი. ჩემი მშობ­ლე­ბიც ნერ­ვი­უ­ლობ­დნენ, როცა სცე­ნა­ზე პირ­ვე­ლად და­მი­ნა­ხეს... კი­ნო­ში ჩემს პირ­ველ როლს რაც შე­ე­ხე­ბა, შე­საძ­ლოა, ცოტა სა­სა­ცი­ლოდ მო­გეჩ­ვე­ნოთ: მკვდა­რი გან­ვა­სა­ხი­ე­რე... თავ­და­პირ­ვე­ლად, სე­რი­ალ "დე­ტექ­ტი­ვებ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის და­მი­რე­კეს -აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ბიზ­ნეს­ვუ­მე­ნის როლი უნდა მე­თა­მა­შა. ეს გმი­რი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მსხვერ­პლი ხდე­ბო­და. სხვა­თა შო­რის, როცა და­მი­რე­კეს და გა­სა­უბ­რე­ბა­ზე და­მი­ბა­რეს, სახ­ლში პა­პა­ჩე­მი რამ­დე­ნი­მე წუ­თის გარ­დაც­ვლი­ლი იყო. ამ­ხე­ლა უბე­დუ­რე­ბა დაგ­ვა­ტყდა და უეც­რად ჩემს კა­რი­ე­რა­ში რა­ღაც კარ­გი ხდე­ბო­და: მსა­ხი­ო­ბო­ბა ბავ­შვო­ბი­დან მინ­დო­და... ჩუ­მად ჩა­ვიც­ვი. სახ­ლი­დან რო­გორ გა­ვი­პა­რე, არ მახ­სოვს... როცა რე­ჟი­სორ­მა სი­ტუ­ა­ცია ამიხ­სნა, როლ­ზე უარი ვთქვი -არ მინ­დო­და, ეკ­რან­ზე პირ­ვე­ლად ამ პერ­სო­ნა­ჟით გა­მოვ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი... მოგ­ვი­ა­ნე­ბით ისევ და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, -რე­ჟი­სორს ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნე, თქვა, კარ­გი გო­გოა, უცხო გა­რეგ­ნო­ბა აქვს და მკვდრის როლს ვა­თა­მა­შებ, თუ უნ­დაო. დავ­თან­ხმდი. ჩემი გმი­რი მკვლე­ლო­ბის მსხვერ­პლი იყო. გა­და­ღე­ბე­ბი მტკვარ­ზე, შე­მოდ­გო­მის სა­ღა­მოს მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. სი­ცი­ვის­გან ვკან­კა­ლებ­დი. რე­ჟი­სორ­მა მირ­ჩია, -წარ­მო­იდ­გი­ნე, რომ მზის­გულ­ზე ირუ­ჯე­ბიო... საქ­მი­სად­მი ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ისე მო­ე­წო­ნათ, რომ რე­ჟი­სორ­მა სცე­ნა­რისტს ჩემი როლი გა­აზ­რდე­ვი­ნა და ტყუ­პი და გან­ვა­სა­ხი­ე­რე: ერთი, რო­მე­ლიც მოკ­ვდა, მე­ო­რე კი -მუნ­ჯი. რო­ლის­თვის ჟეს­ტე­ბის ენაც მას­წავ­ლეს... საკ­მა­ოდ კარ­გი და სა­ინ­ტე­რე­სო გა­მო­ვი­და. "დე­ტექ­ტი­ვე­ბის" პირ­ვე­ლი სე­ზო­ნის ორ სე­რი­ა­ში ვი­თა­მა­შე. მერე მე­ო­რე სე­ზონ­შიც და­მი­ძა­ხეს... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

პირველი რომანტიკული საჩუქარი 13 ივნისს დაკარგული ბიჭისგან

პირველი რომანტიკული საჩუქარი 13 ივნისს დაკარგული ბიჭისგან

მას შემდეგ, რაც ხატია ბრაჭული ტელეეკრანზე გამოჩნდა, მსახიობის მიმართ საზოგადოების ინტერესი არ წყდება: ხატია ხან ჭორების ეპიცენტრშია, ხან -განსახიერებული პერსონაჟის გამო ლანძღავენ ან აქებენ... ბოლო დროს, "ჩემი ცოლის დაქალებში" ხატიას პერსონაჟი -თამუნა სოციალურ ქსელში (და არა მხოლოდ) განხილვის საგანი გახდა. პერსონაჟის თავს დატეხილი კომენტარების "ქარ-ცეცხლი" მსახიობსაც შეეხო...

დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, ხატიამ ზაფხულის არდადეგები, ცოტა არ იყოს, გვიან დაიწყო. ამჟამად, შავი ზღვისპირეთში ისვენებს. ვთხოვე, ინტერვიუსთვის მცირე დრო დაეთმო და "პირველი ამბები" გაეხსენებინა...

-თუ სწორად მახსოვს, ზღვაზე პირველად ურეკში, ოჯახთან ერთად დავისვენე. დაახლოებით 6 წლის ვიყავი. ზღვა ბავშვობიდან მიყვარს. ურეკში წასვლა ძალიან მიხაროდა. ქვიშაში ვთამაშობდი ხოლმე...

-პირველი მავნე ჩვევა...

-ალკოჰოლური სასმელი პირველად სკოლის მოსწავლეობის პერიოდში დავლიე. საბედნიეროდ, ასეთი საქციელი ჩვევად არ ჩამომყალიბებია. სიგარეტიც ბავშვობაში გავსინჯე. ლამის ხველებით მოვკვდი. ვამბობდი, -ამას როგორ ეწევით-მეთქი?! მას შემდეგ სიგარეტი არ მომიწევია. მაშინაც ბავშვური ინტერესის გამო გავსინჯე...

-პირველი როლი...

-სკოლის მოსწავლე ვიყავი, როცა გიორგი სავანელის სპექტაკლში -"ბურატინო" -არლეკინო ვითამაშე. თავდაპირველად, დაბნეული ვიყავი -თითქოს სხვა სამყაროში მოვხვდი, ბოლომდე ვერ ვხვდებოდი, სად ვიყავი, ბავშვურ სიხარულს ვგრძნობდი... მოჭარბებულად ვნერვიულობდი, მაგრამ მეტი სითამამე მქონდა, რადგან ბავშვი ვიყავი. ჩემი მშობლებიც ნერვიულობდნენ, როცა სცენაზე პირველად დამინახეს... კინოში ჩემს პირველ როლს რაც შეეხება, შესაძლოა, ცოტა სასაცილოდ მოგეჩვენოთ: მკვდარი განვასახიერე... თავდაპირველად, სერიალ "დეტექტივებში" მონაწილეობისთვის დამირეკეს -აზერბაიჯანელი ბიზნესვუმენის როლი უნდა მეთამაშა. ეს გმირი გაუპატიურების მსხვერ­პლი ხდებოდა. სხვათა შორის, როცა დამირეკეს და გასაუბრებაზე დამიბარეს, სახლში პაპაჩემი რამდენიმე წუთის გარდაცვლილი იყო. ამხელა უბედურება დაგვატყდა და უეცრად ჩემს კარიერაში რაღაც კარგი ხდებოდა: მსახიობობა ბავშვობიდან მინდოდა... ჩუმად ჩავიცვი. სახლიდან როგორ გავიპარე, არ მახსოვს... როცა რეჟისორმა სიტუაცია ამიხსნა, როლზე უარი ვთქვი -არ მინდოდა, ეკრანზე პირველად ამ პერსონაჟით გამოვჩენილიყავი... მოგვიანებით ისევ დამირეკეს და მითხრეს, -რეჟისორს ძალიან მოეწონე, თქვა, კარგი გოგოა, უცხო გარეგნობა აქვს და მკვდრის როლს ვათამაშებ, თუ უნდაო. დავთანხმდი. ჩემი გმირი მკვლელობის მსხვერპლი იყო. გადაღებები მტკვარზე, შემოდგომის საღამოს მიმდინარეობდა. სიცივისგან ვკანკალებდი. რეჟისორმა მირჩია, -წარმოიდგინე, რომ მზისგულზე ირუჯებიო... საქმისადმი ჩემი დამოკიდებულება ისე მოეწონათ, რომ რეჟისორმა სცენარისტს ჩემი როლი გააზრდევინა და ტყუპი და განვასახიერე: ერთი, რომელიც მოკვდა, მეორე კი -მუნჯი. როლისთვის ჟესტების ენაც მასწავლეს... საკმაოდ კარგი და საინტერესო გამოვიდა. "დეტექტივების" პირველი სეზონის ორ სერიაში ვითამაშე. მერე მეორე სეზონშიც დამიძახეს...  განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება