დედაქალაქის რამდენიმე უბასნ ხვალ გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ყაზტრანსგაზ თბილისიდან" აცნობეს, ჩუღურეთის რაიონში ხეთაგუროვის ქუჩაზე მდებარე გაზგამანაწილებელი პუნქტი #24-ის გეგმური რევიზია-პროფილაქტიკის მიზნით, ხვალ 11.00 საათიდან 17.00 საათამდე გაითიშება აღნიშნული რეგულატორი.
მათივე ინფორმაციით, რადგან გმპ დარგოლილია, გაზი შესაძლოა მიეწოდოს ჩვეულ რეჟიმზე დაბალი წნევით ანთელავას, ახვლედიანის ხევის, გამცემლიძის, ჩხეიძის, თოიძის, კუმისის, ბუხაიძის, ჩაისუბნის, წმ. ნიკოლოზისა და მიმდებარე ქუჩების კერძო სექტორის ნაწილს და ხეთაგუროვის ქ. 3, 4, 5, 6 საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას (1840 აბონენტი). გაზმომარაგება აღდგება სამუშაოს დასრულებისთანავე.
სამუშაოს შეასრულებს წნევის მარეგულირებელი დანადგარების განყოფილება.
ცოტნე დადიანის ქ. #7-ში მდებარე გაზგამანაწილებელი პუნქტი #19-ის გეგმური რევიზია-პროფილაქტიკის მიზნით, ხვალ 11.00საათიდან 17.00საათამდე გაითიშება აღნიშნული რეგულატორი. რადგან გმპ დარგოლილია, გაზი შესაძლოა მიეწოდოს ჩვეულ რეჟიმზე დაბალი წნევით: 9 ძმის, აფხაზეთის, ზაზიაშვილის, მარუაშვილის, სამურზაყანოს, სარკინეთის, აგარის, აჭარის ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობას (870 აბონენტი). გაზმომარაგება აღდგება სამუშაოს დასრულებისთანავე.
გამრეკელის ქუჩაზე მდებარე გაზგამანაწილებელ პუნქტ #256-ის გეგმიური რევიზია-პროფილაქტიკაა. ამის გამო 11.00 საათიდან 17.00 საათამდე გაითიშება აღნიშნული რეგულატორი და გაზმომარაგება შეუწყდება გამრეკელისა და გურიელის ქუჩების, ასევე ნუცუბიძის ქ. 77, 77ა, 77ბ საცხოვრებელი კორპუსების და ნუცუბიძის ქ. 81-დან 123-ის ჩათვლით კერძო სექტორის მოსახლეობას, 340 აბონენტს.
"გაზმომარაგება აღდგება სამუშაოს დასრულებისთანავე", - აცხადებენ კომპანიაში.
შპს "დიდი დიღომის" მოთხოვნით, მათ ტერიტორიაზე გამავალ საშ/წნევის გაზსადენზე არსებული წყალშემკრებებისა და ვენტილების დემონტაჟისა და გაჟონვების აღმოფხვრის მიზნით, 10.00საათიდან 18.00საათამდე დაიკეტება ურდულები: ფეიქრების ქუჩაზე – გლდანის ხიდებთან დ-300 მმ, აღმაშენებლის ხეივანში ყოფ. ტურბაზის უკან – 300 მმ და ლუბლიანას ქუჩაზე - ეროვნული ზარაფხანის მოპირდაპირედ დ-300 მმ, რის გამოც გაითიშება დიდი დიღომის ტერიტორიაზე არსებული გაზგამანაწილებელი პუნქტები # 307, 319, 313, 282, 295, 404, 426, 381, 326., 396. დიღომში - გმპ # 339, 419, 371, რდ 97, ასევე კერძო საცხოვრებელი კორპუსებისა და კერძო სახლების ინდ. რეგულატორები.
გაზმომარაგება შეუწყდება დიდი დიღმის მოსახლეობას (შპს "დიდი დიღომის" აბონენტები), დიდ დიღომში – მირიან მეფისა და პეტრე იბერის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსებს, სოფ. ზურგოვანასა და მიმდებარედ ამერიკელების დიპლომატიური კორპუსის დასახლებას, დიდი დიღომის მიმდებარედ სოფ. დიღომის კერძო დასახლების ნაწილს, დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობის ტერიტორიის ნაწილს, დიღომი 7-ს და 8-ს, ბელიაშვილის ქ. 40, ასევე ზემოთ აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ საზკვების, სამრეწველო, კომუნალურ ობიექტებს: მათ შორისაა ლუბლიანას ქუჩაზე მდებარე ღუდუშაურის სახ. კლინიკა, ჟვანიას სახ. ბავშვთა საავადმყოფო, ეროვნული ზარაფხანა, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო, ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი",მიონი"-ს შენობა, დიღომი-გლდანის შემაერთებელ გზაზე მდებარე რესტორანი "მაკდონალდსი", ოლიმპიური კომპლექსი, აშშ-ს საელჩო, სუპერმარკეტი "გუდვილი", ბელიაშვილის ქუჩაზე გაზგასამართი სადგური, აღმაშენებლის ხეივანში აგრარული უნივერსიტეტი და მიმდებარედ არსებული კომერციული ობიექტები.
გაზმომარაგება აღდგება სამუშაოს დასრულებისთანავე ეტაპობრივად.
საბურთალოს რაიონში, ბახტრიონის ქუჩაზე მდებარე გაზგამანაწილებელი პუნქტი #41-ის გეგმიური რევიზია-პროფილაქტიკის მიზნით, 11.00საათიდან 17.00საათამდე გაითიშება აღნიშნული რეგულატორი.
გაზმომარაგება შეუწყდება ბახტრიონის ქ. 16, 18, 20, 22, 24, 26, 28, ასევე ფანასკერტელის ქ. 6, 9, 11, 13ა, 13ბ, 14, 15, 15ა, 16 საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას. 1700 აბონენტს. გაზმომარაგება აღდგება სამუშაოს დასრულებისთანავე.
გლდანის რაიონში გაზის დასახლებაში გლდანის გგს-ზე გადართვითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 11.00 საათიდან 17.00 საათამდე გმპ # 193, რდ #107, 159ა.
გაზმომარაგება შეუწყდება სოფ. გლდანისა და გაზის დასახლების აგარაკების კერძო სექტორის მოსახლეობას, სულ 350-მდე აბონენტს.
გაზმომარაგება ეტაპობრივად აღდგება სამუშაოს დასრულებისთანავე.