პარტნიორები:

    აჭარის ტურიზმის სტატისტიკა

    აჭარის ტურიზმის სტატისტიკა

    აჭარის მასშტაბით რეგისტრირებული განთავსების ობიექტების მონაცემების მიხედვით აგვისტოს თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

    აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ წარმოებული სტატისტიკის მიხედვით, განთავსების ობიექტებში 2015 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში (8 თვე) გასულ წელთან შედარებით ტურისტების 3%-იანი ზრდა შეინიშნება.

    განთავსების ობიექტების მიხედვით რაოდენობრივი მაჩვენებლებით ლიდერობს შემდეგი სამიზნე ქვეყნები: თურქეთი (+1%), აზერბაიჯანი (+1,6%), რუსეთი (+1,1%), უკრაინა (+1,2%), სომხეთი (+0,1%), პოლონეთი (+2,7%), ისრაელი (+1,3%), ბელორუსია (+2,8%), ყაზახეთი (+7,1%), ლიტვა (+3,2%).

    აღსანიშნავია, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში კი წელს განთავსების ობიექტების, ისევე როგორც განთავსების ადგილების რაოდენობაც საგრძნობლად გაზრდილია, კერძოდ, 2015 წლის იანვარ-აგვისტოს თვეში რეგიონს 16 ახალი სასტუმრო (686 სასტუმრო ნომერი, 1200-მდე ადგილი) შეემატა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს რეგისტრირებული განთავსების ობიექტების სრული აღწერა და უცხოელ ვიზიტორთა ბაზრის კვლევა.

    რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით არსებულ მონაცემებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 852 337 ათასმა უცხოელმა გადმოკვეთა, რაც წინა წლის მონაცემებს 10% პროცენტით აღემატება. მათ შორის იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვი, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 2%-ით არის გაზრდილი წინა წლის აგვისტოსთან შედარებით.

    ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

    უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

    ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია