სამართალი
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოდან ყველაზე მეტი ვაშლი სომხეთში გადის
საქართველოდან ყველაზე მეტი ვაშლი სომხეთში გადის

სა­ქარ­თვე­ლო­ში, ვაშ­ლის ბა­ღე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში ვაშ­ლის მო­სავ­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და­ბა­ლია. ამის შე­სა­ხებ ექ­სპორ­ტის პო­ტენ­ცი­ა­ლის მქო­ნე 21 პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი პრო­დუქ­ტის ჩა­მო­ნათ­ვალ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

ჩა­მო­ნათ­ვა­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ცოტა ხნის წინ გა­მარ­თუ­ლი ამ­ბა­სა­დო­რი­ა­ლის ფარ­გლებ­ში სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრმა ოთარ და­ნე­ლი­ამ ელ­ჩებს წა­რუდ­გი­ნა.

სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვაშ­ლის წარ­მო­ე­ბა­ში დღეს მთა­ვარ გა­მოწ­ვე­ვად ვაშ­ლის თა­ნა­მედ­რო­ვე ჯი­შე­ბი, წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის ხა­რის­ხი, მო­სავ­ლის აღე­ბის შემ­დგო­მი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, შე­ფუთ­ვა, სა­სა­წყო­ბო და სატ­რან­სპორ­ტო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა რჩე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ვაშ­ლის 100-მდე ჯი­შია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, სამ­რეწ­ვე­ლო და­ნიშ­ნუ­ლე­ბით კი მხო­ლოდ 20-მდე ჯიში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. შიდა ქარ­თლი­დან და სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი­დან ბა­ზარ­ზე ვაშ­ლის მი­წო­დე­ბა სექ­ტემ­ბრის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან იწყე­ბა, პიკს კი სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს, ოქ­ტომ­ბრის და­სა­წყის­ში აღ­წევს. სა­ერ­თო წარ­მო­ე­ბის 50 – 60 % ად­გი­ლობ­რივ და სა­ექ­სპორ­ტო ბა­ზარ­ზე ნედ­ლი სა­ხით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. არას­ტან­დარ­ტუ­ლი, და­ბა­ლი ხა­რის­ხის ვაშ­ლი გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბელ მრეწ­ვე­ლო­ბა­ში, ვაშ­ლის კონ­ცენ­ტრა­ტის მი­სა­ღებ ნედ­ლე­ულს წარ­მო­ად­გენს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ვაშ­ლის ბა­ღე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 70- 80-იან წლებ­შია გა­შე­ნე­ბუ­ლი და დიდი ნა­წი­ლი ამორ­ტი­ზე­ბუ­ლია. აღ­ნიშ­ნულ ბა­ღებ­ში ვაშ­ლის მო­სავ­ლი­ა­ნო­ბის სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და­ბა­ლია.

სა­ქარ­თვე­ლო­ში 2010 წელს - 21 100 ტონა, 2011 წელს - 64 300 ტონა, 2012 წელს - 45 000 ტონა, ხოლო 2013 წელს 68 600 ტონა ვაშ­ლის წარ­მო­ე­ბა მოხ­და. რე­გი­ო­ნე­ბის მი­ხედ­ვით კი ვაშ­ლის წარ­მო­ე­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: შიდა ქარ­თლი - 64%, სა­მეგ­რე­ლო - 9%, იმე­რე­თი - 6%, ქვე­მო ქარ­თლი - 4%, და­ნარ­ჩე­ნი რე­გი­ო­ნე­ბი - 17%.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

საქართველოდან ყველაზე მეტი ვაშლი სომხეთში გადის

საქართველოდან ყველაზე მეტი ვაშლი სომხეთში გადის

საქართველოში, ვაშლის ბაღების უმრავლესობაში ვაშლის მოსავლიანობის მაჩვენებელი დაბალია. ამის შესახებ ექსპორტის პოტენციალის მქონე 21 პრიორიტეტული პროდუქტის ჩამონათვალშია აღნიშნული.

ჩამონათვალი საქართველოში ცოტა ხნის წინ გამართული ამბასადორიალის ფარგლებში სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ელჩებს წარუდგინა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ვაშლის წარმოებაში დღეს მთავარ გამოწვევად ვაშლის თანამედროვე ჯიშები, წარმოებული პროდუქციის ხარისხი, მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიები, შეფუთვა, სასაწყობო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა რჩება.

საქართველოში ვაშლის 100-მდე ჯიშია გავრცელებული, სამრეწველო დანიშნულებით კი მხოლოდ 20-მდე ჯიში გამოიყენება. შიდა ქართლიდან და სამცხე-ჯავახეთიდან ბაზარზე ვაშლის მიწოდება სექტემბრის მეორე ნახევრიდან იწყება, პიკს კი სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში აღწევს. საერთო წარმოების 50 – 60 % ადგილობრივ და საექსპორტო ბაზარზე ნედლი სახით გამოიყენება. არასტანდარტული, დაბალი ხარისხის ვაშლი გადამამუშავებელ მრეწველობაში, ვაშლის კონცენტრატის მისაღებ ნედლეულს წარმოადგენს. საქართველოში ვაშლის ბაღების უმრავლესობა გასული საუკუნის 70- 80-იან წლებშია გაშენებული და დიდი ნაწილი ამორტიზებულია. აღნიშნულ ბაღებში ვაშლის მოსავლიანობის საშუალო მაჩვენებელი დაბალია.

საქართველოში 2010 წელს - 21 100 ტონა, 2011 წელს - 64 300 ტონა, 2012 წელს - 45 000 ტონა, ხოლო 2013 წელს 68 600 ტონა ვაშლის წარმოება მოხდა. რეგიონების მიხედვით კი ვაშლის წარმოების პროცენტული მაჩვენებლები ასე გამოიყურება: შიდა ქართლი - 64%, სამეგრელო - 9%, იმერეთი - 6%, ქვემო ქართლი - 4%, დანარჩენი რეგიონები - 17%.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია