დღეს "ა-სტუდიოს" სოლისტი ქეთა თოფურია იუბილარია. მომღერალი 29 წლის გახდა. ქეთას დაბადების დღე მეუღლემ, ბიზნესმენმა ლევ გეიხმანმა ახალი მანქანით მიულოცა. ნაჩუქარი Mercedes S63 AMG Coupe-ს ფოტოს ქეთა "ინსტაგრამის" პირად გვერდზე აქვეყნებს. ცნობისთვის, ავტომობილის ღირებულება 100 000 ევროს აღემატება. გარდა ამისა, წყვილი დღეს ქორწინების მეორე წლისთავს აღნიშნავს.
მომღერალს სოციალურ ქსელებში უამრავი მეგობარი ულოცავს. მათ შორის მისი ქართველი კოლეგა და მეგობარი ნინი ბადურაშვილი.
"დღეს ქეთოს დაბადების დღეა! მიუხედავად უდიდესი წარმატებისა, დარჩა ისეთი, როგორიც წავიდა და ამიტომ უყვარს ყველას! მაგარი გოგოა და ყკველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ", - წერს ნინი.
იხილეთ ასევე: ქეთა თოფურია შვილს ძიძას არ ანდობს და სამსახურშიც თან ატარებს - მომღერალი მოსკოვში დაბრუნდა