პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი ადამიანები ბურჭულაძის პოლიტიკაში მოსვლაზე და ქართული პოლიტიკა ბანის ხმის მოლოდინში
ცნობილი ადამიანები ბურჭულაძის პოლიტიკაში მოსვლაზე და ქართული პოლიტიკა ბანის ხმის მოლოდინში

ხმე­ბი ცნო­ბი­ლი მომ­ღერ­ლის, ფონდ "იავ­ნა­ნას" ხელ­მძღვა­ნე­ლის, პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით კარ­გა ხა­ნია ვრცელ­დე­ბა.

თა­ვად ამ ფაქტს არ უარ­ყოფს, ოღონდ, დღე­ვან­დელ პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას ვერ ხე­დავს.

7 სექ­ტემ­ბერს ჭი­ა­თუ­რა­ში, ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შეხ­ვედ­რის და­წყე­ბამ­დე, ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას აი, რა გა­ნა­ცხა­და:

"დღეს სა­ერ­თოდ არ ვარ მა­გის­თვის გან­წყო­ბი­ლი. არა­ვი­თარ პო­ლი­ტი­კო­სებ­თან არა­ვი­თა­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი არ მაქვს. თუ დად­გე­ბა დრო, აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვალ პო­ლი­ტი­კა­ში, მაგ­რამ ახლა ამის სა­ჭი­რო­ე­ბას ვერ ვხე­დავ".

AMBEBI.GE ამ თე­მა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბილ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს და­უ­კავ­შირ­და, - თუ რას ფიქ­რო­ბენ დიდი მომ­ღერ­ლის გა­პო­ლი­ტი­კო­სე­ბა­ზე.

ავთო ვარ­სი­მაშ­ვი­ლი, რე­ჟი­სო­რი:

- პა­ა­ტას პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლა ვე­რა­ნა­ი­რად ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია. ვფიქ­რობ, რომ მისი ეს ნა­ბი­ჯი ძა­ლი­ან წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. ამი­ტომ არ ვურ­ჩევ­დი, რომ გა­და­გას.

ია ან­თა­ძე, მე­დი­ექ­სპერ­ტი:

- და­უ­დას­ტუ­რე­ბელ ფაქ­ტზე რთუ­ლია წი­ნას­წარ კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა. პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე პო­ლი­ტი­კა­ში რომ მო­დის, მხო­ლოდ მო­ა­რუ­ლი ხმე­ბია, თუმ­ცა მისი ქცე­ვა, იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ გარ­კვე­ულ­წი­ლად აქვს ასე­თი გან­ზრახ­ვა. გარ­და ამი­სა, ამ ტი­პის კო­მენ­ტა­რებ­ზე, არ იძ­ლე­ვა მკა­ფიო პა­სუ­ხებს, ამ­ბობს, რომ შე­სა­ლე­ბე­ლია ეს მოხ­დეს, მაგ­რამ ახლა ვერ ხე­დავს ამის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას და ა.შ. ასე რომ, ყვე­ლა­ნი ფაქ­ტობ­რი­ვად, მო­ლო­დი­ნის რე­ჟიმ­ში ვართ, რად­გან არ ვი­ცით, რა იქ­ნე­ბა, თუკი პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე პო­ლი­ტი­კა­ში მოვა. ფაქ­ტია, რომ ის ან რო­მე­ლი­მე არ­სე­ბუ­ლი პარ­ტი­ის ერთ-ერთ ლი­დე­რად შე­მო­ვა, ან იძუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, თა­ვის პარ­ტია და­არ­სოს, რაც არ არის ხან­მოკ­ლე პრო­ცე­სი, ამი­ტომ რა­კი­ღა ეს ადა­მი­ა­ნი ახა­ლი ამ­პლუ­ით გა­მოჩ­ნდა, 2016 წლის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ერთი წლით ადრე, მას ძა­ლი­ან სწრაფ ტემპში მო­უ­წევს იმის გავ­ლა, რაც იმის­თვის სჭირ­დე­ბა, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რი გახ­დეს და არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს, თუნ­დაც პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი გახ­დეს. ასე რომ, სა­ინ­ტე­რე­სო მოვ­ლე­ნებს უნდა ვე­ლო­დოთ.

- თუკი მოვა პო­ლი­ტი­კა­ში, მას კი­დევ რა დას­ჭირ­დე­ბა?

- თუკი პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე ნამ­დვი­ლად მოვა პო­ლი­ტი­კა­ში, ბევ­რი რა­მის პა­რა­ლე­ლუ­რად, აუ­ცი­ლებ­ლად დას­ჭირ­დე­ბა სა­ინ­ფორ­მა­ციო უზ­რუნ­ველ­ყო­ფა და ამ მხრი­ვაც ტე­ლე­ვი­ზი­ებს უნდა გა­დავ­ხე­დოთ - ბევ­რი ახა­ლი არ­ხია და შე­საძ­ლე­ბე­ლია რო­მე­ლი­მე მათ­გან­ში უფრო ხში­რად გა­მოჩ­ნდეს, ვიდ­რე სხვა­გან. ამ მხრი­ვაც ყუ­რა­დღე­ბით უნდა ვი­ყოთ.

თუ ის პო­ლი­ტი­კა­ში გა­მოჩ­ნდა, ალ­ბათ ორ-სამ თვე­ში, ბევ­რად მე­ტის თქმა შეგ­ვეძ­ლე­ბა, მერე უკვე შევ­ძლებთ ვი­სა­უბ­როთ, რა ად­გილს და­ი­კა­ვებს ის და მისი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა.

მაგ­რამ აქ­ცენ­ტე­ბი, რო­მელ­საც აღ­ნიშ­ნულ შეხ­ვედ­რებ­ზე აკე­თებს, ჩემ­თვის რო­გორც მო­ქა­ლა­ქის­თვის, ამომ­რჩევ­ლის­თვის არ არის სა­ინ­ტერ­სო, თუმ­ცა ეს არის ნიშა, რო­მელ­საც ალ­ბათ მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ეყო­ლე­ბა, ვან­ხოთ, თვა­ლი მი­ვა­დევ­ნოთ...

დათო ოქიაშ­ვი­ლი, კულ­ტუ­რის პა­ლა­ტის პრე­ზი­დენ­ტი:

- პი­რა­დად არ მი­ნახ­ვას და არ ვიცი, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით რას ფიქ­რობს, მაგ­რამ ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, ამა თუ იმ ნა­ბიჯს ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი თა­ვად წყვეტს. რად­გა­ნა პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე სა­კუ­თა­რი თავს სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კა­ში ხე­დავს, ე.ი. რაღც ჩა­ნა­ფიქ­რი აქვს.

იცით, რომ პირ­და­პი­რი ადა­მი­ა­ნი ვარ და ყვე­ლა­ფერ­ზე გახ­სნი­ლად ვლა­პა­რა­კობ, არ მე­რი­დე­ბა, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში უბ­რა­ლოდ, მი­ჭირს უფრო კონ­კრე­ტუ­ლი პა­სუ­ხი, რად­გა­ნაც, რო­გორც ვთვქი, მას­თან ჯერ ვერ მო­ვა­ხერ­ხე შეხ­ვედ­რა, სა­უ­ბა­რი და არ ვიცი, პი­რა­დად რას ფიქ­რობს. ვნა­ხოთ, აქვს ალ­ბათ თა­ვი­სი მიზ­ნე­ბი, რა­ღა­ცას ფიქ­რობს. ისე არ ხდე­ბა, რომ ადა­მი­ან­მა დღეს გა­იღ­ვი­ძა და გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა, - პო­ლი­ტი­კა­ში მივ­დი­ვა­რო. თუ ასეა, რო­გორც ჩანს, ამის უკან რა­ღაც მი­ზა­ნია, რომ თა­ვის ქვე­ყა­ნა­სა და ხალ­ხს, რა­ღაც ახა­ლი შეს­თა­ვა­ზოს.

იცით, რომ პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლაც ასე ად­ვი­ლი არ არის, მაგ­რამ ეტყო­ბა, მას გარ­კვე­უ­ლი გუნ­დიც ჰყავს, რომ­ლებ­თან ერ­თა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას რა­ღაც ახალს მი­აწ­ვდის. ხმე­ბი მისი პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით დღეს კი არა, ჯერ კი­დევ იმ პე­რი­ო­დი­დან გავ­რცელ­და, რო­დე­საც პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩევ­ნე­ბი იყო.

ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, წარ­მა­ტე­ბე­ბი უნდა ვუ­სურ­ვო, ის ჩემი ახ­ლო­ბე­ლია, ჭკვი­ა­ნი ადა­მი­ნია და ცხოვ­რე­ბა­ში ისეთ ნა­ბიჯს არ გა­დად­გამს, რაც მის­თვის მომ­გე­ბი­ა­ნი არ იქ­ნე­ბა. ვი­მე­ო­რებ, ეტყო­ბა, ფიქ­რობს, რომ გუნდთან ერთდ, რა­ღაც ახ­ლას შე­მო­ი­ტანს ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში. არა­და, სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კას ახა­ლი სა­ხე­ე­ბი და ახა­ლი პარ­ტი­ე­ბი ნამ­დვი­ლად სჭირ­დე­ბა იმი­ტომ, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა ძვე­ლი სა­ხე­ე­ბი­სა და პარ­ტი­ე­ბის ყუ­რე­ბით დიდი ხა­ნია, და­ი­ღა­ლა.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

ცნობილი ადამიანები ბურჭულაძის პოლიტიკაში მოსვლაზე და ქართული პოლიტიკა ბანის ხმის მოლოდინში

ცნობილი ადამიანები ბურჭულაძის პოლიტიკაში მოსვლაზე და ქართული პოლიტიკა ბანის ხმის მოლოდინში

ხმები ცნობილი მომღერლის, ფონდ "იავნანას" ხელმძღვანელის, პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით კარგა ხანია ვრცელდება.

თავად ამ ფაქტს არ უარყოფს, ოღონდ, დღევანდელ პოლიტიკაში მოსვლის აუცილებლობას ვერ ხედავს.

7 სექტემბერს ჭიათურაში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას აი, რა განაცხადა:

"დღეს საერთოდ არ ვარ მაგისთვის განწყობილი. არავითარ პოლიტიკოსებთან არავითარი მოლაპარაკებები არ მაქვს. თუ დადგება დრო, აუცილებლად მოვალ პოლიტიკაში, მაგრამ ახლა ამის საჭიროებას ვერ ვხედავ".

AMBEBI.GE ამ თემაზე საზოგადოებისთვის ცნობილ რამდენიმე ადამიანს დაუკავშირდა, - თუ რას ფიქრობენ დიდი მომღერლის გაპოლიტიკოსებაზე.

ავთო ვარსიმაშვილი, რეჟისორი:

- პაატას პოლიტიკაში მოსვლა ვერანაირად ვერ წარმომიდგენია. ვფიქრობ, რომ მისი ეს ნაბიჯი ძალიან წარუმატებელი იქნება. ამიტომ არ ვურჩევდი, რომ გადაგას.

ია ანთაძე, მედიექსპერტი:

- დაუდასტურებელ ფაქტზე რთულია წინასწარ კომენტარის გაკეთება. პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში რომ მოდის, მხოლოდ მოარული ხმებია, თუმცა მისი ქცევა, იმაზე მეტყველებს, რომ გარკვეულწილად აქვს ასეთი განზრახვა. გარდა ამისა, ამ ტიპის კომენტარებზე, არ იძლევა მკაფიო პასუხებს, ამბობს, რომ შესალებელია ეს მოხდეს, მაგრამ ახლა ვერ ხედავს ამის აუცილებლობას და ა.შ. ასე რომ, ყველანი ფაქტობრივად, მოლოდინის რეჟიმში ვართ, რადგან არ ვიცით, რა იქნება, თუკი პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში მოვა. ფაქტია, რომ ის ან რომელიმე არსებული პარტიის ერთ-ერთ ლიდერად შემოვა, ან იძულებული იქნება, თავის პარტია დაარსოს, რაც არ არის ხანმოკლე პროცესი, ამიტომ რაკიღა ეს ადამიანი ახალი ამპლუით გამოჩნდა, 2016 წლის არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, მას ძალიან სწრაფ ტემპში მოუწევს იმის გავლა, რაც იმისთვის სჭირდება, რომ პოლიტიკური ლიდერი გახდეს და არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, თუნდაც პარლამენტის წევრი გახდეს. ასე რომ, საინტერესო მოვლენებს უნდა ველოდოთ.

- თუკი მოვა პოლიტიკაში, მას კიდევ რა დასჭირდება?

- თუკი პაატა ბურჭულაძე ნამდვილად მოვა პოლიტიკაში, ბევრი რამის პარალელურად, აუცილებლად დასჭირდება საინფორმაციო უზრუნველყოფა და ამ მხრივაც ტელევიზიებს უნდა გადავხედოთ - ბევრი ახალი არხია და შესაძლებელია რომელიმე მათგანში უფრო ხშირად გამოჩნდეს, ვიდრე სხვაგან. ამ მხრივაც ყურადღებით უნდა ვიყოთ.

თუ ის პოლიტიკაში გამოჩნდა, ალბათ ორ-სამ თვეში, ბევრად მეტის თქმა შეგვეძლება, მერე უკვე შევძლებთ ვისაუბროთ, რა ადგილს დაიკავებს ის და მისი პოლიტიკური ძალა.

მაგრამ აქცენტები, რომელსაც აღნიშნულ შეხვედრებზე აკეთებს, ჩემთვის როგორც მოქალაქისთვის, ამომრჩევლისთვის არ არის საინტერსო, თუმცა ეს არის ნიშა, რომელსაც ალბათ მხარდამჭერები ეყოლება, ვანხოთ, თვალი მივადევნოთ...

დათო ოქიაშვილი, კულტურის პალატის პრეზიდენტი:

- პირადად არ მინახვას და არ ვიცი, ამასთან დაკავშირებით რას ფიქრობს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ამა თუ იმ ნაბიჯს ნებისმიერი ადამიანი თავად წყვეტს. რადგანა პაატა ბურჭულაძე საკუთარი თავს საქართველოს პოლიტიკაში ხედავს, ე.ი. რაღც ჩანაფიქრი აქვს.

იცით, რომ პირდაპირი ადამიანი ვარ და ყველაფერზე გახსნილად ვლაპარაკობ, არ მერიდება, მაგრამ ამ შემთხვევაში უბრალოდ, მიჭირს უფრო კონკრეტული პასუხი, რადგანაც, როგორც ვთვქი, მასთან ჯერ ვერ მოვახერხე შეხვედრა, საუბარი და არ ვიცი, პირადად რას ფიქრობს. ვნახოთ, აქვს ალბათ თავისი მიზნები, რაღაცას ფიქრობს. ისე არ ხდება, რომ ადამიანმა დღეს გაიღვიძა და განცხადება გააკეთა, - პოლიტიკაში მივდივარო. თუ ასეა, როგორც ჩანს, ამის უკან რაღაც მიზანია, რომ თავის ქვეყანასა და ხალხს, რაღაც ახალი შესთავაზოს.

იცით, რომ პოლიტიკაში მოსვლაც ასე ადვილი არ არის, მაგრამ ეტყობა, მას გარკვეული გუნდიც ჰყავს, რომლებთან ერთადაც საქართველოს მოსახლეობას რაღაც ახალს მიაწვდის. ხმები მისი პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით დღეს კი არა, ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან გავრცელდა, როდესაც პრეზიდენტის არჩევნები იყო.

ნებისმიერ შემთხვევაში, წარმატებები უნდა ვუსურვო, ის ჩემი ახლობელია, ჭკვიანი ადამინია და ცხოვრებაში ისეთ ნაბიჯს არ გადადგამს, რაც მისთვის მომგებიანი არ იქნება. ვიმეორებ, ეტყობა, ფიქრობს, რომ გუნდთან ერთდ, რაღაც ახლას შემოიტანს ქართულ პოლიტიკაში. არადა, საქართველოს პოლიტიკას ახალი სახეები და ახალი პარტიები ნამდვილად სჭირდება იმიტომ, რომ მოსახლეობა ძველი სახეებისა და პარტიების ყურებით დიდი ხანია, დაიღალა.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია