პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თვითმკვლელობის მცდელობამდე ქალმა "112" გააფრთხილა, პატრულის მისვლისთანავე კი მტკვარში გადახტა
თვითმკვლელობის მცდელობამდე ქალმა "112" გააფრთხილა, პატრულის მისვლისთანავე კი მტკვარში გადახტა

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მტკვარ­ში გა­დამხტა­რი ქალი გა­და­არ­ჩი­ნეს პატ­რუ­ლებ­მა მცხე­თა­ში თვით­მკვლე­ლო­ბის მიზ­ნით მდი­ნა­რე მტკვარ­ში გა­დამხტა­რი ქალ­ბა­ტო­ნი გა­და­არ­ჩი­ნეს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, შსს-ს გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ოპე­რა­ტი­უ­ლი მარ­თვის ცენ­ტრ "112"-ში მო­ქა­ლა­ქემ და­რე­კა და ოპე­რა­ტორს შე­ა­ტყო­ბი­ნა, რომ მცხე­თა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და მდი­ნა­რე მტკვარ­ში თვით­მკვლე­ლო­ბის მიზ­ნით გა­დახ­ტო­მას აპი­რებ­და. ოპე­რა­ტორ­მა მო­ქა­ლა­ქეს­თან სა­უ­ბა­რი გა­ნაგ­რძო და ამ­შვი­დებ­და მას, რა დრო­საც მე­ო­რე ოპე­რა­ტორ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბის შე­სა­ხებ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლოს, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს და სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხურს აც­ნო­ბა.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს 704-ე ეკი­პა­ჟის პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რე­ბი - გი­ორ­გი ხა­ბა­ლაშ­ვი­ლი და გი­ორ­გი ლეჟა­ვა შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე მი­თი­თე­ბულ ად­გილ­ზე გა­მო­ცხად­დნენ. 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მა­რი­ნა ჭ. პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე მდი­ნა­რე მტკვარ­ში გა­დახ­ტა, რა­ზეც ორი­ვე პატ­რულ-ინ­სპექ­ტორ­მა ოპე­რა­ტი­უ­ლად მოხ­დი­ნა რე­ა­გი­რე­ბა და ქალ­ბა­ტო­ნის საშ­ვე­ლად მდი­ნა­რე­ში გა­დახ­ტნენ. პატ­რუ­ლებ­მა წყლი­დან ამო­იყ­ვა­ნეს უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ მცხე­თა­ში, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა.

მა­რი­ნა ჭ-ს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე გა­ე­წია გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბა. ამ დრო­ის­თვის მის ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე აღარ ემუქ­რე­ბა.

თვითმკვლელობის მცდელობამდე ქალმა "112" გააფრთხილა, პატრულის მისვლისთანავე კი მტკვარში გადახტა

თვითმკვლელობის მცდელობამდე ქალმა "112" გააფრთხილა, პატრულის მისვლისთანავე კი მტკვარში გადახტა

სამართალდამცავებმა მტკვარში გადამხტარი ქალი გადაარჩინეს პატრულებმა მცხეთაში თვითმკვლელობის მიზნით მდინარე მტკვარში გადამხტარი ქალბატონი გადაარჩინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში მოქალაქემ დარეკა და ოპერატორს შეატყობინა, რომ მცხეთაში იმყოფებოდა და მდინარე მტკვარში თვითმკვლელობის მიზნით გადახტომას აპირებდა. ოპერატორმა მოქალაქესთან საუბარი განაგრძო და ამშვიდებდა მას, რა დროსაც მეორე ოპერატორმა აღნიშნული შეტყობინების შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარ სამმართველოს, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს აცნობა.

უწყების ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს 704-ე ეკიპაჟის პატრულ-ინსპექტორები - გიორგი ხაბალაშვილი და გიორგი ლეჟავა შეტყობინების მიღებისთანავე მითითებულ ადგილზე გამოცხადდნენ. 1985 წელს დაბადებული მარინა ჭ. პოლიციელების დანახვისთანავე მდინარე მტკვარში გადახტა, რაზეც ორივე პატრულ-ინსპექტორმა ოპერატიულად მოხდინა რეაგირება და ქალბატონის საშველად მდინარეში გადახტნენ. პატრულებმა წყლიდან ამოიყვანეს უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალბატონი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მცხეთაში, საავადმყოფოში გადაიყვანა.

მარინა ჭ-ს საავადმყოფოში მიყვანისთანავე გაეწია გადაუდებელი დახმარება. ამ დროისთვის მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ