საზოგადოება
პოლიტიკა

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხაინდრავა და სატელევიზიო ინტრიგები: შეხვდა თუ არა რეჟისორი პატარკაციშვილის ქვრივს და რა შეურაცხმყოფელ განცხადებას აკეთებს გრიგოლიაზე
ხაინდრავა და სატელევიზიო ინტრიგები: შეხვდა თუ არა რეჟისორი პატარკაციშვილის ქვრივს და რა შეურაცხმყოფელ განცხადებას აკეთებს გრიგოლიაზე

ქარ­თულ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცე­ში მიმ­დი­ნა­რე ცვლი­ლე­ბე­ბის გარ­შე­მო ხმა­უ­რი არ წყდე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი, მათ შო­რის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ გა­და­ცე­მე­ბის და­ხურ­ვა მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო. გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას "არ­ჩე­ვან­ში" ით­ქვა, რომ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე რე­ჟი­სო­რი გოგა ხა­ინ­დრა­ვაა, რო­მე­ლიც "რუს­თა­ვი 2"-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლონ­დონ­ში პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლე­ბის ოჯახს შეხ­ვდა და ინგა გრი­გო­ლი­ას გა­და­ცე­მის და­ხურ­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სწო­რედ იქ იქნა მი­ღე­ბუ­ლი, თუმ­ცა ხა­ინ­დრა­ვა ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას უარ­ყოფს.

- გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას გა­და­ცე­მა­ში ით­ქვა, რომ თქვენ შეხ­ვდით პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლე­ბის ოჯახს და ინგა გრი­გო­ლი­ას გა­და­ცე­მის და­ხურ­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სწო­რედ ამ შეხ­ვედ­რა­ზე იქნა მი­ღე­ბუ­ლი...

- წე­ლი­წად­ზე მე­ტია პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხი არ მი­ნა­ხავს. რო­გორც ყვე­ლა­ფე­რი, და­ნარ­ჩე­ნი რაც სიძ­ვის სახ­ლი­დან, ანუ "რუს­თა­ვი 2"-დან მო­დის, ესეც ტყუ­ი­ლია. "რუს­თა­ვი 2" ყო­ველ­თვის პი­რა­დი ვნე­ბე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა და ამა­ში ფულს იღებს. სიც­რუ­ის მეტი არა­ფე­რი გა­მო­სუ­ლა იქე­დან. მე ინ­გლის­ში სამი წე­ლი­წა­დია არ ვყო­ფილ­ვარ. ინგა გრი­გო­ლი­ას­ნა­ირ პერ­სო­ნა­ჟებ­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ მქო­ნია და არც მაქვს, ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რი აბ­სურ­დი, რო­მე­ლიც დიდი ხა­ნია ტრი­ა­ლებს. აქ ჭო­რებ­ზე და მდა­ბიო გრძნო­ბებ­ზე აწყო­ბილ პრე­სას­თან გვაქვს საქ­მე. ძა­ლი­ან კარ­გია, ყვე­ლამ ერ­თად მო­ი­ყა­რა თავი, ალა­სა­ნი­ამ, მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა, გრი­გო­ლი­ამ, გა­ბუ­ნი­ამ და ატე­ხეს წი­ო­კი არ არ­სე­ბულ პრობ­ლე­მა­ზე. მათ და­ე­მა­ტა მიშ­ვე­ლა­ძე, რო­მე­ლიც თურ­მე გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლია, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა პო­ლი­ტი­კო­სის ცოლს და­უ­ხუ­რონ გა­და­ცე­მა. ეს იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რო­გო­რი მდა­ბიო გე­მოვ­ნე­ბა და გა­ნათ­ლე­ბა აქვთ. ღმერ­თმა კარ­გი ოჯა­ხი აა­წყო­ბი­ნოს ამ წყვილს, მაგ­რამ როცა ოპო­ზი­ცი­ის გა­მოკ­ვე­თი­ლი ლი­დე­რის ცოლი ხდე­ბი, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ არხზე პო­ლი­ტი­კუ­რი თოქ-შოუს წაყ­ვა­ნის ამ­ბი­ცია არ უნდა გქონ­დეს. ეს ელე­მენ­ტა­რუ­ლი ანა­ბა­ნაა.

ქალ­ბა­ტო­ნი ინგა გრი­გო­ლია, პო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლია თმის ღე­რი­დან ფე­ხის ფრჩხი­ლამ­დე. ეს ამ დღე­ებ­ში ძა­ლი­ან კარ­გად გა­მოჩ­ნდა. ლუსტრა­ცია და აბა­ნო სა­ქარ­თვე­ლო­ში კარ­გად მუ­შა­ობს. ყვე­ლა­ფერს ვხე­დავთ, რის უკან რა დგას. ეს შე­ტე­ვა და­სავ­ლე­თი­დან ხორ­ცი­ელ­დეა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა კუკ­ლე­ბი და მა­რი­ო­ნე­ტე­ბი ჰყავ­დათ სა­თა­ვე­ში, თითს და­ა­ჭერ­დნენ და რა­საც ეტყოდ­ნენ იმას და­ი­ძა­ხებ­დნენ. პირ­ვე­ლად გა­მოჩ­ნდა სა­ქარ­თვე­ლოს სა­თა­ვე­ში ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც არა­ვის დაკ­რულ­ზე არ და­დის და ეს აგი­ჟებთ და­სავ­ლეთ­ში და ვინც ჰყავთ ფეხ­ქვეშ გაგ­დე­ბუ­ლი იმათ აყ­ვი­რე­ბენ. ყვე­ლა­ფე­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ბრა­ლი ყო­ფი­ლა. ბი­ძი­ნას არც გრი­გო­ლია ახ­სოვს და არც მიშ­ვე­ლა­ძე. სხვა­დას­ხვა გან­ზო­მი­ლე­ბა­ში არი­ან. ლიტ­ვის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ჩა­მო­დის, თითს გვიქ­ნევს, შე­უ­რა­ცხყო­ფას გვა­ყე­ნებს, შტე­ფან ფულე კუ­ლუ­ა­რულ მმარ­თვე­ლო­ბა­ზე ლა­პა­რა­კობს, ეს ერთი გაც­ვე­თი­ლი სიმ­ღე­რაა, რო­მე­ლიც პა­ტა­რა ფა­სად იყი­დე­ბა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ხაინდრავა და სატელევიზიო ინტრიგები: შეხვდა თუ არა რეჟისორი პატარკაციშვილის ქვრივს და რა შეურაცხმყოფელ განცხადებას აკეთებს გრიგოლიაზე

ხაინდრავა და სატელევიზიო ინტრიგები: შეხვდა თუ არა რეჟისორი პატარკაციშვილის ქვრივს და რა შეურაცხმყოფელ განცხადებას აკეთებს გრიგოლიაზე

ქართულ სატელევიზიო სივრცეში მიმდინარე ცვლილებების გარშემო ხმაური არ წყდება. საზოგადოების ნაწილი, მათ შორის ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ გადაცემების დახურვა მთავრობის გადაწყვეტილება იყო. გიორგი გაბუნიას "არჩევანში" ითქვა, რომ ამ გადაწყვეტილებების ერთ-ერთი მონაწილე რეჟისორი გოგა ხაინდრავაა, რომელიც "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ლონდონში პატარკაციშვილების ოჯახს შეხვდა და ინგა გრიგოლიას გადაცემის დახურვის გადაწყვეტილება სწორედ იქ იქნა მიღებული, თუმცა ხაინდრავა ამ ინფორმაციას AMBEBI.GE-სთან საუბრისას უარყოფს.

- გიორგი გაბუნიას გადაცემაში ითქვა, რომ თქვენ შეხვდით პატარკაციშვილების ოჯახს და ინგა გრიგოლიას გადაცემის დახურვის გადაწყვეტილება სწორედ ამ შეხვედრაზე იქნა მიღებული...

- წელიწადზე მეტია პატარკაციშვილების ოჯახი არ მინახავს. როგორც ყველაფერი, დანარჩენი რაც სიძვის სახლიდან, ანუ "რუსთავი 2"-დან მოდის, ესეც ტყუილია. "რუსთავი 2" ყოველთვის პირადი ვნებების დაკმაყოფილებას ემსახურება და ამაში ფულს იღებს. სიცრუის მეტი არაფერი გამოსულა იქედან. მე ინგლისში სამი წელიწადია არ ვყოფილვარ. ინგა გრიგოლიასნაირ პერსონაჟებთან არანაირი კავშირი არ მქონია და არც მაქვს, ეს არის აბსოლუტური აბსურდი, რომელიც დიდი ხანია ტრიალებს. აქ ჭორებზე და მდაბიო გრძნობებზე აწყობილ პრესასთან გვაქვს საქმე. ძალიან კარგია, ყველამ ერთად მოიყარა თავი, ალასანიამ, მარგველაშვილმა, გრიგოლიამ, გაბუნიამ და ატეხეს წიოკი არ არსებულ პრობლემაზე. მათ დაემატა მიშველაძე, რომელიც თურმე გაკვირვებულია, როგორ შეიძლება პოლიტიკოსის ცოლს დაუხურონ გადაცემა. ეს იმაზე მეტყველებს, როგორი მდაბიო გემოვნება და განათლება აქვთ. ღმერთმა კარგი ოჯახი ააწყობინოს ამ წყვილს, მაგრამ როცა ოპოზიციის გამოკვეთილი ლიდერის ცოლი ხდები, საზოგადოებრივ არხზე პოლიტიკური თოქ-შოუს წაყვანის ამბიცია არ უნდა გქონდეს. ეს ელემენტარული ანაბანაა.

ქალბატონი ინგა გრიგოლია, პოლიტიკურად ანგაჟირებულია თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე. ეს ამ დღეებში ძალიან კარგად გამოჩნდა. ლუსტრაცია და აბანო საქართველოში კარგად მუშაობს. ყველაფერს ვხედავთ, რის უკან რა დგას. ეს შეტევა დასავლეთიდან ხორციელდეა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, მთელი ცხოვრება კუკლები და მარიონეტები ჰყავდათ სათავეში, თითს დააჭერდნენ და რასაც ეტყოდნენ იმას დაიძახებდნენ. პირველად გამოჩნდა საქართველოს სათავეში ადამიანი, რომელიც არავის დაკრულზე არ დადის და ეს აგიჟებთ დასავლეთში და ვინც ჰყავთ ფეხქვეშ გაგდებული იმათ აყვირებენ. ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის ბრალი ყოფილა. ბიძინას არც გრიგოლია ახსოვს და არც მიშველაძე. სხვადასხვა განზომილებაში არიან. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის, თითს გვიქნევს, შეურაცხყოფას გვაყენებს, შტეფან ფულე კულუარულ მმართველობაზე ლაპარაკობს, ეს ერთი გაცვეთილი სიმღერაა, რომელიც პატარა ფასად იყიდება.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია