კომპანია "ავტოვაზმა" საბოლოოდ გადაწყვიტა, როგორი დიზაინი ექნება ახალი თაობის ლადა 4x4-ს, ანუ "ნივას". ამჟამად ინჟინრები ტრანსმისიის შემუშავებით არიან დაკავებული. ამას გარდა ქარხანაში უკვე დაიწყეს ორი მოძრავი მაკეტის შენება. მოდელის სერიული წარმოება 2018 წლისთვისაა დაგეგმილი.
მანამდე "ავტოვაზი" განახლებული "ნივა"-ს წარმოდგენას გეგმავს. მანქანა ახალი დეტალებით აღიჭურვება. ავტომობილი ახალ კარის გადასაკრავს და ინტერიერის სხვა ელმეენტებს შეიძენს. ყველა ეს კონსტრუქტიული ელემენტი უკვე შემუშავებულია, ახლა მათი წარმოებაში ჩაშვება მზადდება.
შეგახსენებთ, გასულ თვეს რუსეთში ლადა 4x4-ს სპეციალური ვერსიის გაყიდვა დაიწყო. ხელმისაწვდომია ავტომობილის ორი ვერსია, რომლებიც ერთმანეთისგან მხოლოდ ფერით განსხვავდებიან. ამასთან, "ნივამ" ახალი სავარძლების გადასაკრავი და 16-დუიმიანი საბურავის დისკები შეიძინა. ახალი ვერსია აღჭურვილია საბავშვო სავარძლითა და საჭის ჰიდროგამაძლიერებლით.
მანქანას 1,7 ლიტრიანი ბენზინის ძრავა უყენია. მოტორის სიმძლავრე 83 ცხენის ძალას შეადგენს.