მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"119-ე დღეს მომიტანეს ქვედა საცვალი, დღის სინათლე სამი თვის განმავლობაში დანახული არ მაქვს"- შალვა აბულაძის ხმაურიანი განცხადებები პროცესზე
"119-ე დღეს მომიტანეს ქვედა საცვალი, დღის სინათლე სამი თვის განმავლობაში დანახული არ მაქვს"- შალვა აბულაძის ხმაურიანი განცხადებები პროცესზე

პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი შალ­ვა აბუ­ლა­ძე ახალ­ცი­ხის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში საქ­მის გან­ხილ­ვას პირ­ვე­ლად და­ეს­წრო. ბრალ­დე­ბულ­მა ცი­ხე­ში მის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბა­ზე ისა­უბ­რა და გან­მარ­ტა, რა­ტომ ვერ ცხად­დე­ბო­და სა­სა­მარ­თლო­ში აქამ­დე ჩა­ტა­რე­ბულ პრო­ცე­სებ­ზე.

"გამ­ხა­დეს ჩემი ტან­საც­მე­ლი, საც­ვლის გა­რე­შე დამ­ტო­ვეს და სხვი­სი ტან­საც­მე­ლი ჩა­მაც­ვეს. ბუ­ნებ­რი­ვია ეს ტან­საც­მე­ლი სე­ზო­ნის­თვის შე­უ­ფე­რე­ბე­ლი. იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი მთე­ლი ზა­ფხუ­ლი "პროს­ტი­ნა­ში" გა­მე­ტა­რე­ბი­ნა" - ამ­ბობს აბუ­ლა­ძე.

აბუ­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მას საც­ვა­ლი სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ჩა­რე­ვის შემ­დეგ მი­უ­ტა­ნეს. ამას­თან, 4 ივ­ლისს სხვა სა­კან­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მა­ნამ­დე კი ისეთ სა­კან­ში იყო, სა­დაც ნე­ბის­მი­ე­რი პა­ტი­მა­რი თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მი­ვი­დო­და.

"119-ე დღეს მო­მი­ტა­ნეს ქვე­და საც­ვა­ლი. ჩემ­თან ნემ­სის წვე­რი­სო­დე­ნი დღის შუ­ქიც არ შე­მო­დი­ო­და. დღის სი­ნათ­ლე სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ნა­ხუ­ლი არ მაქვს. ამ თე­მა­ზე წიგ­ნე­ბი და­ი­წე­რე­ბა და ფილ­მებს გა­და­ი­ღე­ბენ" -გა­ნა­ცხა­და აბუ­ლა­ძემ.

აბუ­ლა­ძემ და­ნა­შა­უ­ლი ნა­წი­ლობ­რივ აღი­ა­რა, მისი ად­ვო­კა­ტი კი აცხა­დებს, რომ დაც­ვის ქვეშ მყო­ფი უდა­ნა­შა­უ­ლოა, თუმ­ცა სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბის­თვის გან­წი­რუ­ლია. ამის თქმის სა­ფუძ­ველს შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძეს ის აძ­ლევს, რომ საქ­მე თბი­ლი­სის ნაც­ვლად ახალ­ცი­ხე­ში იხი­ლე­ბა, ხოლო და­სა­კი­თხი მოწ­მე­ე­ბის 80% თბი­ლის­შია.

წყა­რო: sknews.ge

"სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

"119-ე დღეს მომიტანეს ქვედა საცვალი, დღის სინათლე სამი თვის განმავლობაში დანახული არ მაქვს"- შალვა აბულაძის ხმაურიანი განცხადებები პროცესზე

"119-ე დღეს მომიტანეს ქვედა საცვალი, დღის სინათლე სამი თვის განმავლობაში დანახული არ მაქვს"- შალვა აბულაძის ხმაურიანი განცხადებები პროცესზე

პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე ახალციხის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვას პირველად დაესწრო. ბრალდებულმა ციხეში მის მიმართ განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობაზე ისაუბრა და განმარტა, რატომ ვერ ცხადდებოდა სასამართლოში აქამდე ჩატარებულ პროცესებზე.

"გამხადეს ჩემი ტანსაცმელი, საცვლის გარეშე დამტოვეს და სხვისი ტანსაცმელი ჩამაცვეს. ბუნებრივია ეს ტანსაცმელი სეზონისთვის შეუფერებელი. იძულებული გავხდი მთელი ზაფხული "პროსტინაში" გამეტარებინა" - ამბობს აბულაძე.

აბულაძის განცხადებით, მას საცვალი სახალხო დამცველის ჩარევის შემდეგ მიუტანეს. ამასთან, 4 ივლისს სხვა საკანში გადაიყვანეს, მანამდე კი ისეთ საკანში იყო, სადაც ნებისმიერი პატიმარი თვითმკვლელობამდე მივიდოდა.

"119-ე დღეს მომიტანეს ქვედა საცვალი. ჩემთან ნემსის წვერისოდენი დღის შუქიც არ შემოდიოდა. დღის სინათლე სამი თვის განმავლობაში დანახული არ მაქვს. ამ თემაზე წიგნები დაიწერება და ფილმებს გადაიღებენ" -განაცხადა აბულაძემ.

აბულაძემ დანაშაული ნაწილობრივ აღიარა, მისი ადვოკატი კი აცხადებს, რომ დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა, თუმცა სამუდამო პატიმრობისთვის განწირულია. ამის თქმის საფუძველს შალვა ხაჭაპურიძეს ის აძლევს, რომ საქმე თბილისის ნაცვლად ახალციხეში იხილება, ხოლო დასაკითხი მოწმეების 80% თბილისშია.

წყარო: sknews.ge

”სამხრეთის კარიბჭე”

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ