ბრიტანული ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავის ძრავს ლას-ვეგასის აეროპორტში ცეცხლი გაუჩნდა. "ბიბისის" ცნობით, ბორტზე 172 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 159 მგზავრი, ხოლო 13 ეკიპაჟის წევრი იყო.
მომხდარის გამო მათი სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა. როგორც აეროპორტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, 13 ადამიანი საავადმყოფოში მცირედი დაზიანებებით გადაიყვანეს. აშშ-ის ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციის პრესსპიკერის, იან გრეგორის თქმით, ძრავს ცეცხლი აფრენამდე გაუჩნდა. ხანძარი მალევე ჩააქრეს. სამგზავრო ლაინერი ლონდონის "გატვიკის" აეროპორტში მიემგზავრებოდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია ცეცხლის გაჩენა.